„დახურული ტიპის შენობებში მოწევის აკრძალვა 2019 წლის საუკეთესო კანონი იყო“- ქართული ოცნების დეპუტატები თავიანთ საქმიანობას აჯამებენ

„დახურული ტიპის შენობებში მოწევის აკრძალვა 2019 წლის საუკეთესო კანონი იყო“- ქართული ოცნების დეპუტატები თავიანთ საქმიანობას აჯამებენ

access_time2019-12-30 10:00:06

სამი წლის წინ, 2016 წელს წინასაპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება დაჰპირდა. თუმცა, მმართველობიდან სამი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა, საქართველოში ფასების საერთო დონე რეკორდულად იზრდება, ბოლო ერთ წელში სურსათი 13.4 პროცენტით გაძვირდა. მოსახლეობის 69 % სიღარიბეში ცხოვრობს. „კომერსანტი“ დაინტერესდა 2019 წელს რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების - „კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების“ შესასრულებლად, რის გამოც სამი წლის წინ ამომრჩევლებს ხმას სთხოვდნენ. როგორ აფასებენ საკუთარ სიტყვას და საქმეს დეპუტატების სავარძლებიდან და რას ეუბნებიან ამომრჩევლებს, რომელთაც სიღარიბის დონე სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გაეზარდათ.

 

 

„კომერსანტის“ კითხვებს ამჯერად საპარლამენტო ეკონომიკური გუნდის წევრები - დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი და გოგი მეშველიანი პასუხობენ.  საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების სხვა წევრებმა მედიაჰოლდინგის ზარს არ უპასუხეს.

 

 

დავით სონღულაშვილი

 

 -2019 წელს მიღებული რომელი საკანონმდებლო პაკეტი გახსენდებათ,რომელმაც საქართველოს მოსახლეობას სწრაფი კეთილდღეობა მოუტანა და მათ ცხოვრებაზე დადებითად აისახა?

 

- ყველა კანონი მოსახლეობის საკეთილდღეოდ არის მიღებული, თუმცა, კანონმდებლობა ასე პირდაპირ არ აისახება. მგონია, რომ კითხვის ფორმულირებაა არასწორი, უფრო კარგი იქნება ამ საკითხზე კომენტარი აღმასრულებელ ხელისფულებას გააკეთებინოთ.

 

-  წინასაარჩევნოდ როდესაც  მოსახლეობას ხვდებოდით, თქვენ მათ სოციალურ კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას ჰპირდებოდით.

 

-მე როგორც მაჟორიტარი დეპუტატი ბევრ რამეს მოგიყვებით გურჯაანში რა გავაკეთე.  რამდენიმე პროექტი ხორციელდება, რომელი გრძელვადიან პერიოდში  მოსახლეობას და მუნიციპალიტეტს კარგ შედეგს მისცემს.

 

პირველი პროექტი, რომელზეც მინდა ვისაუბრო ტექნოპარკის მშენებლობაა, რომელიც ახალგაზრდებისთვის და საგანმანათლებლო მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. მიმდინარეობს პარკის რეაბილიტაცია. რაც როგორც ადგილობრივებისთვის,ასევე ტურისტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ინფრასტრუქტურული მიმართულებით თითქმის ყველა სოფელში ბევრი პროექტი განხორციელდა, დაიგო გზები და შევიყვანეთ წყალი. გასულ წლებში გურჯაანისთვის გამოყოფილი თუ იყო 3-4 მლნ. ლარი, ახლა ეს რიცხვი 12 მლნ-მდე გაიზარდა.

 

თვითონ მუნიციპალიტეტის ცნობადობის გაზრდისთვის მოეწყო ღვინის ფესტივალი და ყველის ფესტივალი, ასევე ბევრი სხვა ღონისძიება . ეს დიდ ინტერესს იწვევს ტურისტებშიც, სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტს ბევრი სტუმარი ჰყავდა.  

 

ახლა ველისციხის რეაბილიტაციის პროცესი მიდის, გამოცხადდა ტენდერი ცხოველების თავშესაფარზე. წელს პოლონეთთან დავმეგობრდით და გაცვლითი პროგრამით 2 კვირის განმავლობაში 20 ბავშვი იყო წასული. ძალიან ბევრი პროექტი შემიძლია ჩამოვთვალო, რომელიც გურჯაანში განხორციელდა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და ხელისფულება ახორციელებდა და რომლშიც აქტიურად ვარ ჩართული.  

 

იანვარში იტალიიდან აგრარული უნივერსიტეტის, san miguel university-ს ლექტორი ჩამოდის და საუბარი გვექნება მეღვინეობა-მევენახეობის უნივერსიტეტის გახსნაზე, ეს პროექტები დაძრულია და გვინდა რომ ბოლომდე განვახორციელოთ.

 

 

გოგი მეშველიანი

 

 - 2019 წელს მიღებული რომელი საკანონმდებლო პაკეტი გახსენდებათ,რომელმაც საქართველოს მოსახლეობას სწრაფი კეთილდღეობა მოუტანა და მათ ცხოვრებაზე დადებითად აისახა?

 

-წელს 2020 წლის ბიუჯეტი დავამტკიცეთ, რომელიც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიების მატარებელია იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. მომავალი წლის ბიუჯეტით ჩვენი პენსიონერებისთვის გათვალისწინებულია პენსიების ორ ეტაპიანი ზრდა, გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გარანტიებია სამხედრო და სამხედრო სამსახურთან გათანაბრებული მოსამსახურეებისთვის ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. ასევე გათვალისწინებულია ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელებიც თავისთავად ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის დასაქმებას გამოიწვევს, რაც მათი ეკონომიკურ სტაბილურობას ხელს შეუწყობს. რაც შეეხება საკანონმდებლო პაკეტებს, 2019 წელს ჩვენ დაახლოებით 700- მდე ინიციატივა მივიღეთ. რომელიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე ეს არის კანონპროექტი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.


 

- თქვენ პირადად რომელ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობდით?

 

-გარკვეული ცვლი​ლების ინიცირება მოხდა საგადასახადო კოდექსის მიმართულებით. იცით, რომ წელს სალარო აპარატების შემოღების საკითხი გადავადდა, ასე ვე გამარტივდება მიწის რეგისტრაციის წესები,რაც საკუთრების აღრიცხვას და დარეგისტრირებას ხელს შეუწყობს. ეს განსაკუთრებით წაადგებათ სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს იმისათვის, რომ მათ მფლობელობაში არსებული ქონება ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაერთოს.

 

- ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი ბრძანდებით, რა საკითხებზე მუშაობდით თქვენს მუნიციპალიტეტში?

 

-გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გარემოს დაცვის მიმართულებით, ერთ-ერთ მსხვილ საწარმოსთან ვიმუშავეთ,რომელიც წლების განმავლობაში გარემოს დამაბინძურებელი იყო. საწარმომ აიღო ვალდებულება და ახორციელებს ღონისძიებებს რომელთა ღირებულებაც 30 მლნ ლარია. შედეგად, ბოლნისში ეკოლოგიური მდგომარეობა გაჯანსაღდება.

 

 

-  რა პრობლემები აქვს ბოლნისში მოსახლეობას?

 

ძირითად პრობლემა არის დასაქმების საკითხი, სიღარიბე, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემები. არის ისეთი სოფლები,რომელიც არ არის გაზიფიცირებული და არის სოფლები,სადაც არ არის ასფალტირებული გზა. პერიოდულად თავს იჩენს პრობლემები,რომელიც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს უკავშირდება. ვგულისხმობ,მოსვლის გასაღების- შენახვის საკითხებს, თუმცა, აქტიურად ვმუშაობთ ამ პრობლემების მოგვარების საკითხზე.

 

 

- მუნიციპალიტეტში რა გაკეთდა სიღარიბის დასაძლევად?

 

 -გაიხსნა რამდენიმე საწარმო, მაგალითად, ქვის დამამუშავებელი საწარმო, გვაქვს დიდი კომპლექსი,რომლშიც სხვადასხვა სახის ხორც-პროდუქტები იწარმოება. მეღვინეობის განვითარების მიმართულებით ბოლნისს მიკროზონის სტატუსი მიენიჭა, რაც მომავალში  მეღვინეობის დუღილს განაპირობებს. დაახლოებით 20-მდე მცირე მეუნეობა ჩამოყალიბდა. გეტყვით, რომ მარტო წელს 50 ჰექტარზე მეტი ვენახი ჩაიყარა, გაისად ველოდებით 200 ჰექტარის გაშენებას,რაც ეკონომიკისთვის გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

 

 

ისკო დასენი

 

- 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა რომელი საკანონმდებლო ინიციატივა მიიღეთ, რომელიც საქართველოს მოსახლეობას სწრაფ კეთილდღეობას მოუტანდა?

 

2019 წლის ყველაზე დიდ მიღწევად ახალი კონსტიტუცია მიმაჩნია, მეცხრე მოწვევის პარლამენტი ამით დაამახსოვრდება საქართველოს მოსახლეობას. რაც შეეხება კანონპროექტებს, მე პირადად მიმაჩნია, რომ  დახურული ტიპის შენობებში მოწევის აკრძალვა ყველაზე საუკეთესო კანონი იყო, რომელიც დაეხმარება მოსახლეობას თავი დაანებოს მავნე ჩვევას და დაიწყოს ჯანსაღ ცხოვრება.

 

- როდესაც მოსახლეობის უმეტესობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, თქვენ თვლით, რომ ყველაზე ეფექტური კანონი, მათ პრობლემების მოსაგვარებლად თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვის დაწესებაა?

 

 -ქვეყანაში სამწუხაროდ გაჭირვება ნამდვილად არის, მე მაინც მაქვს იმედი, რომ 2020 წელს არჩევნებამდე მდგომარეობა შეიცვლება. გუნდი ამ მიმართულებით მუშაობდა პირველივე დღიდან, ეტყობა ყველაფერი ვერ შევასრულეთ, ალბათ შეცდომებიც იყო, დანარჩენს იტყვის მოსახლეობა 2020 წლის არჩევნებზე.

 

 -  რომელი საკანონმდებლო ინიციატივა გახსენდებათ, რომელმაც ბიზნესის საქმიანობას ხელი შეუწყო?

 

 -გუნდი მუშაობდა გადასახადებთან დაკავშირებით და წარმატებული კანონპროექტებია მიღებული. ხალხი არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ იყოს მაღალი გადასახადები. ისიც შემიძლია გულწრფელად ვთქვა, რომ  ბიზნესი დღეს არის თავისუფალი. თუ ადამიანს სურს ბიზნესის დაწყება, ამ მხრივ ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს.

 

 - პირადად თქვენ, რომელ საკანონმდებლო პაკეტებზე მუშაობდით?

 

-2019 წელს წელს ვიყავი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, დღეს ვარ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.მაქვს იმედი,რომ შევიტან ჩემს წვლილს ამ მიმართულებით. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ყოფნის დროს მრავალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ვიმუშავე, არ ვიცი რომელი ერთი დაგისახელოთ. იქნებ მითხრათ რომელი იყო მოსახლეობის საწინააღმდეგოდ მიღებული კანონპროექტი? ყველაფერს ვაკეთებდით მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, თუნდაც ის, რომ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა ავუკრძალეთ. მე მაქვს იმედი, რომ ბიზნესმენები უფრო იმუშავებენ წინსვლა შესამჩნევი რომ იყოს.

 

 მას შემდეგ რაც ქართული ოცნების დეპუტატმა განაცხადა, რომ მრავალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმუშავა „კომერსანტი“ დაინტერესდა დეპუტატის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტებით. საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე,სადაც კანონპროექტებია თავმოყრილი, ვხედავთ, რომ 2019 წელს ისკო დასენი მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე მუშაობდა, რომლის ავტორი „ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე-ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი მდივანი-ირაკლი კობახიძეა“. დეპუტატი თავისი საპარლამენტო საქმიანობის პერიოდში, 2017 წელს - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობდა. ასევ „ქართული ოცნების“ გუნდთან  ერთად დასენი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუშაობდა.




რაც შეეხება დავით სონღულაშვილის. 2019 წელს დეპუტატი მუშაობდა:

 


 

ხოლო გოგი მეშველიანი მუშაობდა:




 

 

 

ბაჩო ადამია




შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია
access_time2020-09-19 14:45:19
„სააკაშვილმა მეკვიდრეობით მიიღო ფაქტიურად მომაკვდავი ქვეყანა თავისი ყველა მაჩვენებლით, არანაირი სახელმწიფოებრიობის ნიშნებით. ამავე დროს, არ იყო დრო, არ იყო კადრები, არც ფული, მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ უნდა გვემოქმედა ძალიან სწრაფად და შეუპოვრად. ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი საშიში პრობლემა იყო კორუფცია და დანაშაული. ამით დაინფიცირებული იყო საქართველოს სხეულის ყველა უჯრედი. საჭირო იყო გადაგვერჩინა მთლიანად სხეული და არა მისი ცალკეული ორგანოები და ჩვენ...

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ
access_time2020-09-19 12:00:34
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 13 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ახალი სასწავლო წელი მათთვის და მათი სასწავლებლებისთვის გამკაცრებული რეგულაციებით და გაზრდილი ხარჯით იწყება....


მსგავსი სიახლეები

up