დახურული საწარმოების ამოქმედებას მთელი რიგი დამატებითი ღონისძიებები დასჭირდება - პაატა შეშელიძე

დახურული საწარმოების ამოქმედებას მთელი რიგი დამატებითი ღონისძიებები დასჭირდება - პაატა შეშელიძე

access_time2020-04-30 16:30:09

„ცხადია, ასეთ სიტუაციაში, როდესაც მთავრობამ იძულებით შეაჩერა საწარმოები და ბევრი წარმოება, არ შეიძლება იგივე პირობები შეუნარჩუნდეთ მეწარმეებს, რაც აქამდე ჰქონდათ . ძალიან ლოგიკურია, რომ იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ამ ადამიანებს შეუმსუბუქებს ვალდებულებების შესრულებას. საწარმოთა გადახდისუუნარობის შესახებ კანონის დროული ამოქმედება ყველაზე გონივრული იქნება. ამას გარდა, საკმაოდ ფართო სპექტრია გადაწყვეტილებების და გადასაჭრელი პრობლემების.“- ამის შესახებ ეკონომიკურმა ექსპერტმა პაატა შეშელიძემ კომერსანტთან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის  ვერა მარტინის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც ცნობილია, მარტინმა   ხელისუფლებას მოუწოდა, რომ სწრაფად აამოქმედოს საწარმოთა გადახდისუუნარობის შესახებ კანონი.


პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ  დახურული საწარმოების ამოქმედებას რიგი დამატებითი ღონისძიებები სჭირდება, რათა მათ მოახერხონ დაკარგული დროის და შემოსავლების უმოკლეს ვადაში ანაზღაურება.


რაც შეეხება  ვერა მარტინის  მტკიცებას, რომ პენსიის ინდექსირების წესის დამტკიცება მოხუცთა სიღარიბეს შეამცირებს და ამისთვის მიზანშეწონილად საბაზისო პენსიის ინდექსირების წესის დამტკიცებას მიიჩნევს, პაატა შეშელიძე აღნიშნავს, რომ გარკვეული უნდა იყოს რა მექანიზმით და პრინციპით მოხდება პენსიის ინდექსირების წესი.



„პენსიის ინდექსირება მიბმულია ეკონომიკის ზრდაზე, თუ ეკონომიკური ზრდა არ იქნება მაშინ შემცირდება? ამ კითხვაზე პასუხი ვერ მოვისმინე. მშპ შეიძლება გაიზარდოს 5 პროცენტით ან შემცირდეს, ანუ ყოველ ჯერზე იმატებს და კლებულობს პენსია? მაშინ მინიმალური რამდენია - ეს გაუგებარია ჩემთვის. უნდა იყოს გარკვეული როგორი მექანიზმით და პრინციპით მოხდება ეს ყველაფერი. ინდექსირების ზრდა უკეთესი ცხოვრების წინაპირობაა, მაგრამ პენსიებს ზრდიან და მერე მონეტარულ პოლიტიკაზე  და ინფლაციაზე პასუხისმგებელი არ არიან. რატომღაც ჰქონიათ რომ ეს ყველაფერი ერთმანეთზე მიბმული არ არის. შარშანდელი 200 ლარი დღეანდელი 200 ლარისგან განსხვავებულია. არცერთი მიმართულებით არ უნდა იყოს ხარვეზი, როცა მსგავს გადაწყვეტილებებზე ვსაუბრობთ.“ განმარტავს შეშელიძე.


შეგახსენებთ, პენსიების ინდექსაცია ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა ინფლაციის პარალელურად მოხდება. პენსიის ოდენობა ასევე მიბმული იქნება ქვეყანაში საშუალო ხელფასზე, ეკონომიკურ ზრდასა და სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე. ფინანსთა სამინისტრო პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ინიცირებას 2020 წელს, ხოლო მის ამოქმედებას 2021 წლიდან გეგმავს.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up