„დახლზე ვადა ისე გასდის ძვირიან პროდუქტს, რომ ვერავინ ყიდულობს და კომპანიას უკან დაბრუნება უწევს“

„დახლზე ვადა ისე გასდის ძვირიან პროდუქტს, რომ ვერავინ ყიდულობს და კომპანიას უკან დაბრუნება უწევს“

access_time2021-01-28 20:00:00

უნდა მოხდეს სწორი პოლიტიკის განსაზღვრა სახელმწიფო სტრუქტურების და არა ეპიდემიოლოგების მხრიდან და ბიზნესს მიეცეს მუშაობის უფლება - ამის შესახებ, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ ,,ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.



ივა ჭყონია ამბობს, რომ მთავრობა უნდა განსაზღვრავდეს სახელმწიფო პოლიტიკას და არა ეპიდემიოლოგები.



,,ახლა ერთადერთი და მთავარი გამოწვევა ჩვენი სექტორისთვის ტრანსპორტის შეზღუდვაა, რაც გვიზრდის თანამშრომელთა გადაადგილების ხარჯს. ეს არის სექტორალურად ჩვენი პრობლემა. თუმცა, ჩვენ ვართ იმ ძალიან დიდი ჯაჭვის ნაწილი, რომლის შეზღუდვებიც საბოლოოდ ჩვენს ბიზნესზე აისახება. ჩვენ გვაქვს ქსელიდან ამოსაღები კოლოსალური თანხები და თითოეული ბიზნეს ოპერატორის გაჩერება ჩვენთვის არის მომაკვდინებელი პრობლემა. თუ ფული ვერ ამოვიღეთ, როგორ განვაგრძობთ ფუნქციონირებას?



უკვე აღარაა მთავრობასთან შეღავათებზე საუბარი, მხოლოდ მუშაობის უფლებას და გასაქანს ვითხოვთ ადამიანები, რომლებსაც გვაქვს ბიზნესის კეთების გამოცდილება და ამას ვაკეთებთ ახლაც. ძალიან მარტივია, მთავრობა უნდა განსაზღვრავდეს სახელმწიფო პოლიტიკას და არა ეპიდემიოლოგები, არ უნდა გვეუბნებოდნენ, რომ ისინი (ეპიდემიოლოგები) ასე თვლიან და ვერაფერს შეცვლიან სახელმწიფო უწყებები “,- აცხადებს ჭყონია.




მისივე თქმით, ბაზარი სადისტრიბუციო კომპანიებს ჯერ არ დაუტოვებიათ, მაგრამ ძვირადღირებულ პროდუქციას გაყიდვიდან იღებენ.



,,გამომდინარე იქედან, რომ დენი და გაზი დასუბსიდირებულია რაღაც სექტორებისთვის, იქ ფასის მატება არ მომხდარა, თუმცა რიგ წარმოებებს, უკვე დაეტყო ფასის მატება. მსყიდველუნარიანობა ისედაც დავარდნილია და ნებისმიერი ფასის ცვლილება კომპანიებისათვის იქნება დამღუპველი.



ჯერჯერობით ბაზარი არ დაუტოვებიათ სადისტრიბუციო კომპანიებს, თუმცა უკვე მოუწიათ ძვირად ღირებულ ბრენდულ პროდუქტზე უარის თქმა და გაყიდვიდან ამოღება. ჩემგან არ იქნება სწორი ამ კომპანიების დასახელება, თუმცა ეს ინფორმაცია უტყუარად მაქვს. ამონაშთვაზე არიან მესამე-მეოთხე კატეგორიის პროდუქტების, რადგან დაბრუნებაა ძალიან დიდი. დახლზე ვადა ისე გასდის ძვირიან პროდუქტს, რომ ვერავინ ყიდულობს და კომპანიას უკან მიღება უწევს. 2020 წლის მონაცემები რომ გამოქვეყნდება სექტემბერში, მონაცემები იქნება ძალიან მძიმე, ეს უკვე ფაქტია“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.




BPN.GE









თეგები:
ივა ჭყონია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up