გზები, რომელზეც ხელისუფლებამ რამდენიმე მილიარდი დახარჯა, მსოფლიო ორგანიზაციამ დაიწუნა

გზები, რომელზეც ხელისუფლებამ რამდენიმე მილიარდი დახარჯა, მსოფლიო ორგანიზაციამ დაიწუნა

access_time2018-06-05 20:00:29


საქართველოს გზები უკვე მერამდენე ხელისუფლებისთვის მერამდენედ იქცა ქვაკუთხედად.  რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ გზების ხარისხის რეიტინგში ( Global Competitiveness Index 2017-2018) - საქართველო ისეთი დაბალი ეკონომიკური განვითრების ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა, როგორიცაა ბოცვანა და ჰონდურასი. 7— ქულიანი სისტემით საქართველოს გზებმა 3,8 ქულა დაიმსახურა და    80-82 ადგილი დაიკავა.

 

არადა ეს მაშინ, როდესაც დასახელებული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს გზების მშენებლობასა თუ რემონტზე წელიწადში მილიარდ ლარზე მეტი  იხარჯება.

 

ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებად დასახელებულ მაგისტრალებისა და შიდა გზების მოწყობისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იყო გამოყოფილი, მილიონობით აშშ დოლარის სესხი კი ქვეყანამ საერთაშორისო ბანკებიდან აიღო. ეს ტენდენცია დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც  გრძელდება.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2013 წლიდან 2018 წლის I კვარტლის ჩათვლით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე სულ 1 მილიარდ 616 მილიონი ლარი დაიხარჯა. ხოლო  მისი რეაბილიტაციის ფარგლებში 811.319 მილიონი ლარის სამუშაოები შესრულდა.

 

დასახელებული რიცხვებიდან რამდენია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა და რამდენია ქვეყნის ვალი, ინფრასტრუქტურის სამინისტროში არ დაუკონკრეტებიათ. ჩვენთვის ოფიციალურად ცნობილია ის, რომ ქვეყანის საგარეო ვალი 9 მილიარდ 901,001 ლარს შეადგენს და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი წლების განმავლობაში სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურაზე იხარჯება.

 

ფაქტია, რომ გზებზე და ინფრასტრუქტურაზე სახელმწიფო საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს და ქვეყანამ, რომელსაც ტურისტული იმიჯის შექმნა სურს, მსოფლიო დონის ორგანიზაციისგან ასეთი დაბალი შეფასება არ უნდა მიიღოს. ამიტომ მიზეზები არა დახარჯულ თანხებში, არამედ სხვაგან უნდა ვეძებოთ.

 


ექსპერტები დიდი ხანია საგზაო სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ის, რომ მუშები სამუშაოს ხარისხიანად ვერ ასერულებენ, ეს არგუმენტი მათთვის ყველაზე მიუღბელია. მით უფრო, რომ საქართველოში ამ მიმართულებით თავის დროზე საკმაოდ მაღალი გამოცდილების მქონე უცხოური კომპანიებიც მუშაობდნენ. სპეციალისტები მინიშნებებს ზედა რგოლებზე აკეთებენ და დაწყებული მენეჯმენტის მართვის პრობლემიდან, ჩაწყობილ ტენდერებსა და ხშირად ამ სფეროში არსებულ კორუფციაზეც მიანიშნებენ.   

 

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის განცხადებით, დღეს გზების მშენებლობის პროცესში ბევრი დეტალია დასახვეწი, ძირითადი პრობლემა კი გზების მშენებლობის პროცესში მენეჯმენტშია.

 

 

„სამწუხაროდ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში საქართველოს 82-ე ადგილი უფრო მეტად მუნიციპალურმა გზებმა განაპირობა, ვიდრე ავტობანმა. ქვეყანაში მაგისტრალები ცუდ მდგომარეობაში არ არის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბევრი რამ აქაც დასახვეწია. გზის საფარი პრობლემატურია, რაც ხშირ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი ხდება, რადგან მაღალ რისკს შეიცავს.

 

ეს მონაცემი არ გამკვირვებია, რადგან „ქართული ოცნების“ პირობებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ყურადღება არ ექცევა.

 

რა თქმა უნდა, მენეჯმენტის პრობლემაა, ამასთან ხშირია ტენდერებში არაკვალიფიციური კომპანიების გამარჯვების ფაქტები, რაც საბოლოოდ გზის ხარისხზე აისახება,“ - განმარტა მესხიშვილმა.

 

 მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ გზების ხარისხის რეიტინგში“ საქართველოს 82-ე ადგილზე მოხვედრის საკითხი  ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ-ჯერობით არ შეუფასებიათ. „კომერსანტი“ გზებზე არსებული პრობლემებით მომავალშიც დაინტერესდება და შესაბამისად ყველა მხარის პოზიციას დააფიქსირებს.



კომერსანტი

 

 

 

 




კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up