დაწესებული სანქციების დარღვევის გამო აშშ-მა ჩრდილოეთ კორეული სატვირთო გემი დააკავა

დაწესებული სანქციების დარღვევის გამო აშშ-მა ჩრდილოეთ კორეული სატვირთო გემი დააკავა

access_time2019-05-10 23:30:14

აშშ-მა დააკავა ჩრდილოეთ კორეული სატვირთო გემი, რომელიც აშშ-ს მიერ ქვეყნისათვის დაწესებულ სანქციებს არღვევდა.


გემს Wise Honest ჩრდილოეთ კორეიდან სხვა ქვეყნებში, ძირითადად ჩინეთში ქვანახშირი გადაჰქონდა. აშშ-ს და გაეროს მიაჩნიათ, რომ ჩრდილოეთ კორეა ქვანახშირის გაყიდვიდან შემოსულ თანხას ბირთვული და ბალისტიკური იარაღის განსავითარებლად იყენებს.


აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადების მიხედვით ეს მსგავსი გემის კონფისკაციის პირველი შემთხვევაა და ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წინააღმდეგ შემოღებული მაქსიმალური ზეწოლის კამპანიის ნაწილია. Wise Honest მეორე ყველაზე დიდი ჩრდილო კორეული სავაჭრო გემია. აშშ-ს მიაჩნია, რომ ის ჩრდილოეთ კორეაში მძიმე ტექნიკის და სხვადასხვა დანადგარების შესატანადაც გამოიყენებოდა.


გემი თავდაპირველად ინდონეზიის საზღვაო ძალებმა დააკავეს და აშშ-ს გადასცეს.


აშშ-ში უარყოფენ, რომ ამას რაიმე კავშირი აქვს ჩრდილოეთ კორეაში რაკეტების გამოცდის ხელახლა გააქტიურებასთან.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით გუშინ ჩრდილოეთ კორეამ სულ მცირე ერთი ჯერ-ჯერობით უცნობი ტიპის რაკეტა გამოსცადა.


ეს ბოლო 5 დღის მანძილზე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან იარაღის გამოცდის მეორე შემთხვევაა.


რაკეტის გამოცდამდე რამდენიმე საათით ადრე ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაში შაბათს გაშვებულ მცირე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებზე საუბრობდნენ და ამას თავდაცვითი სამხედრო წვრთნა უწოდეს.



აღნიშნულ შემთხვევას აშშ-ს პრეზიდენტი Twitter-ზე გამოეხმაურა - ამ ძალიან საინტერესო სამყაროში ყველაფერია შესაძლებელი, თუმცა მჯერა, რომ კიმ ჩენ ინი სრულიად იაზრებს ჩრდილოეთ კორეის უდიდეს ეკონომიკურ პოტენციალს და არაფერს ისეთს გააკეთებს, რაც ამას ხელს შეუშლის ან დაასრულებს. მან ასევე იც, რომ მე მასთან ვარ და არ მინდა ჩემთვის მოცემული დაარღვიოს. შეთანხმება მიიღწევა!“



თეთრი სახლის სპიკერმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ იციან ჩრდილოეთ კორეის ქმედებების შესახებ და მონიტორინგს აგრძელებენ.


გასულ თვეს კი ჩრდილოეთ კორეამ ე.წ. ტაქტიკურად მართვადი იარაღი გამოსცადეს მას შემდეგ, რაც ვიეტნამში კიმ ჩენ ინისა და ტრამპის სამიტი წარუმატებლად დასრულდა.


ვიეტნამში გამართული სამიტი, სადაც მხარეები ნახევარკუნძულის დენუკლერიზაციისაკენ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე უნდა შეთანხმებულიყვნენ უშედეგოდ დასრულდა. აშშ-ის თქმით მოლაპარაკებების წარუმატებლობის მიზეზი ის იყო, რომ ჩრდილოეთ კორეა სანქციების სრულად მოხსნას ითხოვდა. ტრამპის თქმით, ამისათვის მათ საკმარისი პროგრესი არ უჩვენებიათ.


სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში არსებულ საკვლევ ცენტრებში ბირთვულ იარაღზე მუშაობა კვლავ გრძელდება.


ტაბულა





ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...

"თვეში 200-ლარიან დახმარებას ვერ აიღებს პირი,ვისაც დამსაქმებელმა ანაზღაურება აპრილში ან მაისში ჩაურიცხა"-როგორ გაიცემა ფულადი დახმარებები

access_time2020-05-30 14:00:19
ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს - უმუშევრად დარჩენილებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის მიზერულმა (200-300 ლარიანი) თანხებმაც უსაშველოდ დაიგვიანაო. დავა გაგრძელდა 29 მაისსაც, როცა ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერი პარლამენტში მივიდა. სწორედ 29 მაისს დაანონსდა - თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყოო. ვინ მიიღო, ვინ არ მიიღო და ვინ საერთოდ ვერ მიიღებს? რა ეტაპზეა ფულადი დახმარებების...

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა
access_time2020-05-30 13:00:33
ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ამ საკითხზე არცერთ სხვა კვლევას, ან პუბლიკაციას, რომელიც...

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ
access_time2020-05-30 11:30:23
– „ტელევიზორი ან სხვა რამე ტექნიკა გაქვთ? – კი, პატარა ტელევიზორი გვაქვს, ძველებური… სახლი გვაქვს გადასახურავი. წყალი ჩამოდის. შედგმული გვაქვს ვედრო და რაღაცები“ – ამბობს ქალი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანიდან. „მე არ მეგონა, ამას თუ მომიტანდით. მადლობა“. – ამბობს სოფელ რიყეთში მცხოვრები კაცი და აცრემლებულ თვალებზე  ხელებს იფარებს. ამ და სხვა ვიდეობს Facebook-გვერდზე –...


მსგავსი სიახლეები

up