„პანდემია დასრულდება ჩვენ ირგვლივ, ეპიდემია კი დარჩება საქართველოში და შემდეგ იზოლირებას გაგვიკეთებს მთელი მსოფლიო“

„პანდემია დასრულდება ჩვენ ირგვლივ, ეპიდემია კი დარჩება საქართველოში და შემდეგ იზოლირებას გაგვიკეთებს მთელი მსოფლიო“

access_time2021-04-10 11:00:03

ვაქცინაცია არის ჯერჯერობით ერთადერთი იარაღი, იმისათვის რომ დავასრულოთ შეზღუდვები და ის  დამთრგუნველი ცხოვრების წესი, რაც პანდემიამ მოგვიტანა - ამის შესხებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ ისაუბრა.


მისივე განცხადებით, მასობრივი შეკრებები არის განგაშის პირველი ნიშანი იმაზე, რომ საქართველოში კლასტერული გავრცელება იწყება. ზოიძემ აღნიშნა, რომ ახალი შტამის, რომელიც საქართველოში გამოჩნდა კონტროლქვეშ მოქცევა გაცილებით რთულია.


ჩვენზეა დამოკიდებული რა გაკვეთილი ვისწავლეთ შემოდგომა - ზამთრიდან, როდესაც ზუსტად ასეთი სცენარით ვითარდებოდა ვითარება, ბათუმში 9 ქორწილი იყო ერთ  დღეში და მაშინ აფეთქდა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, მაშინ პოლიტიკური მოსაზრებების გამო  არ მოხდა  ლოკალური შეზღუდვა და შედეგად მივიღეთ ის რაც მივიღეთ. არჩევნებზე მოვიყვანეთ 2 მილიონი ადამიანი და  გვყავდა 3800 გარდაცვლილი. იმედი მაქვს, რომ ამ გაკვეთილს გავითვალისწინებთ და პირბადის ტარების  მაჩვენებელს 50% -იდან 75%-მდავიყვანთ, რადგან ამან შეგვაძლებინა, რომ დაგვესრულებინა მაშინ გამოცხადებული ასეულობით ადამიანის  სიკვდილის  ქრონიკა, თუმცა დღეს უკვე მივეჩვიეთ სიკვდილის  ანონიმურ შემთხვევებს.  


Covid 19 - ით გამოწვეულმა დაღლილობამ ამ ტრაგიზმის განცდის დასრულება გამოიწვია და თითქოს უკვე  მიჩვეულები ვართ, რომ ყოველ დღე ათი მოქალაქე დაიღუპება“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.


ზოიძის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ სტრატეგიული კომუნიკაცია ორივე მიმართულებით დაიწყოს, რაც გულისხმობს რეგულაციების აღსრულებას და ადამიანებისთვის იმის ახსნას, რომ პანდემია არ დასრულებულა და კოვიდი რეალური სიფრთხეა და სახელმწიფოს ერთადერთ გამოსავლად კვლავ მკაცრი ლოქდაუნის დაწესება რჩება, რომელიც წინა ლოქდაუნებთან შედარებით გაცილებით მძიმე ფორმით იქნება, რაც ზოიძის განცხადებით ქვეყნისთვის სრული კატასტროფაა.



აკაკი ზოიძემ ვაქცინაციის ტემპების დაჩქარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინციასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე არსებობს ამომწურავი პასუხები.


დღეის მდგომარეობით 700 მილიონი ადამიანია აცრილი, გარდა ამისა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ 100 000 - მდე ადამიანი კვლევებში მონაწილეობდა და მათზე დაკვირვება დღემდე გრძელდება და ყველა ეს ადამიანი  დაცულია იმ გართულებებისგან, რომელიც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს. პირველ რიგში ვიცით, რომ ვაქცინა ადამიანებს სიკვდილისგან იცავს.


გარდა ამისა, ერთეული შემთხვევებია, რომ ვაქცინაციას ისეთი გართულება მოჰყვეს, რომ ვაქცინირებული ადამიანი საავადმყოფოში მოხვდეს, ფაიზერის ვაქცინაზე მონაცემებმა უკვე აჩვენა, რომ ის ადამიანს 90% - ით იცავს ან საერთოდ აღარ არის ვირუსის მატარებელი, სხვას არ გადასცემს და მასთანაც სრულიად  უსიმპტომოდ მიმდინარეობს.


ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა იმისთვის, რომ მას შემდეგ რაც მოსახლეობის 60-70% აიცრება სახელმწიფოებმა შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება უფრო თამამად მიიღოს. ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მეცხრე და 30-ტალღის მოლოდინში ვიქნებით“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.


აკაკი ზოიძე აღნიშნავს, რომ ადამიანები ვაქცინციის აუცილებლობაში უნდა დარწმუნდნენ, მთავრობის მხრიდან ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ აქტიური სტრატეგიული კომუნიკაცია, რომელშიც ერთიანი ფაბულით ჩაერთვებოდა საზოგადოების სხვადასხვა ინსტიტუტები ჯერ  არ დაწყებულა. მისივე განცხადებით,  მხოლოდ სარეკლამო რგოლები, ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსება და რამდენიმე ადამიანის საკუთარი ინიციატივით საჯაროდ აცრა საკმარისი არ არის.


ჩვენ ვირუსთან ვართ ომში და ამ ომში სტრატეგიული კომუნიკაცია არის ვერტიკალური და ექვემდებარება  ერთიან ძალისხმევას. იგივე თუნდაც როდესაც ვაქცინასთან დაკავშირებით გამოჩნდება მითი, უნდა  დავუპირისპიროთ სანდო წყაროდან შესაბამისი ინფორმაცია და ყველას თავისი და გასაგები ენით უნდ ავუხსნათ ვაქცინაციის მნიშვნელობა. ვაქცინის შოვნა და მობილიზება კარგია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვაქცინა თითოეულ ადმიანამდე მივიტანოთ და ამას ვერ გავაკეთებთ თუ სტრატეგიული კომუნიკაცია  არ ვაწარმოეთ.


ისრაელისთვის უკვე დასრულდა პანდემია, ცოტა ხანში დასრულდება ინგლისისთვის და შტატებისთვის და ჩვენ დავრჩებით ბოლოს, პანდემია დასრულდება ჩვენ ირგვლივ და ეპიდემია დარჩება საქართველოში და შემდეგ იზოლირებას გაგვიკეთებს მთელი მსოფლიო როგორც ანტივაქსერულ ქვეყანას“, -  აღნიშნა აკაკი ზოიძემ.


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up