„დავსვათ დღის წესრიგში საკითხი - ხომ არ ჯობია, დავუტოვოთ მოქალაქეებს და ბიზნეს მეტი ფული ჯიბეში“ - გიორგი ხიშტოვანი

„დავსვათ დღის წესრიგში საკითხი - ხომ არ ჯობია, დავუტოვოთ მოქალაქეებს და ბიზნეს მეტი ფული ჯიბეში“ - გიორგი ხიშტოვანი

access_time2018-12-09 11:00:29

„5,1% საშუალოზე მაღალი მაჩვენებელია, ბევრი ქვეყანა ოცნებობს მსგავს მაჩვენებელზე, მაგრამ საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი საკმარისი არ არის. იმისთვის,რომ დავინახოთ საზოგადოების კმაყოფილება მეტი რეფორმა და ეკონომიკის სტრუქტურაში მეტი ცვლილებები და ახალი ინიციატივები გვჭირდება. სხვა შემთხვევაში ეს ზრდა,რომელიც მხოლოდ ქაღალდზეა დატანილი, საზოგადოებისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი,“ - განაცხადა რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა.


მანვე გადაცემაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისა და ინკლუზიურობის პრობლემის შესახებ ისაუბრა.



„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იზრდება, მაგრამ პრობლემაა მისი ინკლუზიურობა. აუცილებელია დეტალებში ჩავიხედოთ, და გავიგოთ,რომელია ის სექტორები,რომლებზეც მოდის ზრდა და რამ განაპირობა. შესაბამისად, მხოლოდ 5,1%- იანი ზრდა არ არის საკმარისი იმისთვის,რომ შეფასება გაკეთდეს. აუცილებელია შევხედოთ ზრდის მახასიათებლებს. რამდენიმე თვის წინ ორი კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა სტატისტიკის სამსახურმა და აშკარა იყო,რომ რამდენიმე მიმართულება, მათ შორის სოფლის მეურნება კლებით გამოირჩევა. ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულია მოსახლეობის ნახევარი. ზოგადი ზრდის მიუხედავად ეს სექტორი კლებულობს, ეს არის სიგნალი იმის,რომ რაღაც შესაცვლელია. მაღალი ეკონომიკური ზრდა ნამდვილად პოზიტიური მოვლენაა, თუმცა ცალსახაა,რომ ქვეყანას სჭირდება კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ისე,რომ იგი იყოს ინკლუზიური. ამას აღიარებს მთავრობაც, ოპოზიციაც და საზოგადოებაც. ვიფიქროთ ეფექტიანობაზე და არა უბრალოდ ზრდაზე. იმაზე,თუ როგორ უნდა ხარჯოს მთავრობამ ფული ეფექტიანად. და თუ ის არ საჭიროებს იმ რაოდენობის თანხებს, რომელსაც იგი იღებს მოქალაქეებისგან და ბიზნესისგან, იქნებ დავსვათ დღის წესრიგში საკითხი ისე,რომ ხომ არ ჯობია, დავუტოვოთ მოქალაქეებს და ბიზნეს მეტი ფული ჯიბეში, იქნებ ამით უფრო მეტად მოხდეს ეკონომიკური აქტივების გაძლიერება ქვეყანაში?!.“ - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.





კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს

კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს
access_time2019-01-24 09:10:03
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ კომისია ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს, იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოახდინოს და კომპანიებს, რომლებიც კომისიის აზრით უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესოს. „ჩვენ დავიწყებთ საცალო ბაზრის სეგმენტზე, ნებისმიერ მობილურ, თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზრის კვლევა-შესწავლას, ბაზრის კვლევა დაიწყება იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოვახდინოთ. კერძოდ, საცალო ბაზარზე...

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“
access_time2019-01-24 09:25:01
ბილაინს არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს, შეასბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა“-ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა მექაურმა...

Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

 Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება
access_time2019-01-23 17:51:34
როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ნიდერლანდური კომპანია Damen Shipyards-იის მიერ საქართველოში გემთმშენებლობის საწარმოს აშენებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში საერთაშორისო კომპანიის ექსპერტები ჩამოვლენ და ბაზარს შეისწავლიან. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება კონკრეტულად სად და რა ტიპის...

ვარკეთილის მეტროს ჩამონგრევიდან ერთ წელში “ყვარელრემშენთან” სახელმწიფომ დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის ღირებულების სატენდერო ხელშეკრულება გააფორმა

ვარკეთილის მეტროს ჩამონგრევიდან ერთ წელში “ყვარელრემშენთან” სახელმწიფომ დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის ღირებულების სატენდერო ხელშეკრულება გააფორმა
access_time2019-01-24 12:30:58
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, თუმცა ამ ხნის მანძილზე მეტროში არაფერი შეცვლილა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მეტროსადგურის პროექტი თავიდან უნდა განხორციელდეს, რისთვისაც  უახლოეს მომავალში საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადდება. „სამხარაულის მიერ დაწუნებული იქნა ძველი პროექტი. ჩატარებული საექსპერტო-კვლევითი სამუშაოების შედეგად დადგენილია, რომ არსებული კონსტრუქციების...

პაატა შეშელიძე : „მიუხედავად კარგი განცხადებებისა, პრემიერს საქართველოს რეგიონში ჰაბად გადაქცევის რეალური ბერკეტები არ აქვს“

პაატა შეშელიძე : „მიუხედავად კარგი  განცხადებებისა, პრემიერს საქართველოს რეგიონში ჰაბად გადაქცევის რეალური ბერკეტები არ აქვს“
access_time2019-01-24 10:00:55
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკვე ნახევარ წელზე მეტია,  საქართველოს  რეგიონულ  ჰაბად ქცევაზე საუბრობს. ამის შესახებ მან გუშინ “დოიჩე ველესთან” ინტერვიუშიც განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობის სტრატეგიაა, საქართველო რეგიონის ცენტრად აქციოს ბიზნესის, ვაჭრობის, ფინანსების, ლოჯისტიკის, ტურიზმისა და განათლების სფეროში.   შეკითხვაზე — რა პერსპექტივა აქვს საქართველოს გახდეს რეგიონში ჰაბი და რა ნაბიჯებს...


მსგავსი სიახლეები

up