დავოსში ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა

დავოსში ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა

person access_time2016-01-20 09:07:05

შვეიცარიის ქალაქ დავოსში დღეს, ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი  გაიხსნა. ფორუმის თემაა ინოვაციური განვითარების პერსპექტივები და ორგანიზატორების აზრით, სწორედ ამაზეა გადაჯაჭვული ყველა აქტუალური მსოფლიო კრიზისი: ევროპაში დევნილთა ტალღით დაწყებული და ჩინეთის ეკონომიკის ვარდნით დამთავრებული. სულ ღონისძიებას 2500 ადამიანი დაესწრება. ფორუმის ამჟამინდელი თემა ჯერ კიდევ ნოემბერში გაჟღერდა და ეს არის „მეოთხე სამრეწველო რევოლუციის ათვისება“. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დირექტორი კლაუს შვაბი აცხადებს, რომ ჩვენ გვესაჭიროება ამომწურავი და მსოფლიო დონის გაცნობიერება იმისა, როგორ ცვლის ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებას და შეცვლის მომავალი თაობების ცხოვრებას. ფორუმზე ქართული დელეგაცია პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით იქნება წარმოდგენილი. 


დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სესიაზე - Eurasia and the Modern Silk Road სიტყვით გამოვა. ასევე, მონაწილეობას მიიღებს "მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში", სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები, დაესწრება სამუშაო შეხვედრებს სახელწოდებით, „შეხვდი ევროკომისიას" და "მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია: ევროპის ახალი დღის წესრიგი".

 

გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის ჰილდე შვაბის სახელით გამართულ სადილს.



დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან - მათ შორის, BP, Tata Sons Ltd, Lazard-ი, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკისა და EBRD-ის პრეზიდენტებთან.


ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან, მათ შორის, შვეიცარიის კონფედერაციის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, ყაზახეთისა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდთან და ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. საქართველოს პრემიერი ასევე შეხვდება დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს. 


საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, შვეიცარიას 22 იანვარს დატოვებს.

 

„კომერსანტი“ დავოსის ფორუმის სიახლეებს პერმანენტულად შემოგთავაზებთ.



ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
access_time2020-08-10 20:00:57
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!
access_time2020-08-10 16:00:18
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პროგრამებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს და აანონსებენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი სოციალური პაკეტი მომავალი წლის...


მსგავსი სიახლეები

up