დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ქართულ დელეგაციას გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ქართულ დელეგაციას გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს

access_time2018-01-17 12:00:22

საქართველოს პრემიერ–მინისტრი შვეიცარიაში დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. როგორც „კომერსანტს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი  მიხეილ ჯანელიძე და თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი.  რაც შეეხება დაგეგმილ შეხვედრებს, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.


დავოსის ეკონომიკური ფორუმი 23-26 იანვარს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს-სექტორისა და მედიის 3 ათასზე მეტი წარმომადგენელი. ყოველწლიური ფორუმი 48-ედ იმართება. 


ფორუმზე სიტყვით გამოსასვლელად ემზადება აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ტრამპის გარდა, ფორუმში მონაწილეობას იღებენ ინდოეთის, იტალიის, ევროკომისიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების, ორგანიზაციებისა თუ ინსტიტუციების წარმომადგენლები.


48-ე ეკონომიკური ფორუმის მთავარი თემა  მსოფლიოში ნათელი მომავლის შექმნა იქნება. მონაწილეები 400-ზე მეტ სესიას დაესწრებიან, სადაც განიხილავენ არსებულ პრობლემებს და იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ გაუმჯობესდეს ცხოვრება მსოფლიოში.  



ამასთან, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განსახილველ თემებს შორისაა ციფრული ეკონომიკა, ალტერნატიული ენერგოსისტემები, მოსალოდნელია თუ არა კიდევ ერთი ფინანსური კრიზისი, კიბერუსაფრთხოება და სხვა.


დავოსის მონაწილეთაგან 21%-ს ქალები შეადგენენ, რაც აქამდე დაფიქსირებულ მონაცემთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


შარშანაც დავოსში ქართულ დელეგაციას გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა.


კომერსანტი




საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up