„დავოსი და აბასთუმანი -  მსოფლიოში ეს ორ კურორტია უნიკალური, სადაც არის ნული ბაქტერია. ჩვენ შეგვიძლია, ეს წინ წამოვწიოთ“

„დავოსი და აბასთუმანი - მსოფლიოში ეს ორ კურორტია უნიკალური, სადაც არის ნული ბაქტერია. ჩვენ შეგვიძლია, ეს წინ წამოვწიოთ“

access_time2021-05-28 17:00:11

„ყველაზე მთავარი გამოწვევა არის, რომ არ დავთვალოთ ტურისტების რაოდენობა და დავთვალოთ ის შემოსავლები, რომელსაც მივიღებთ ტურისტული ბიზნესიდან“, -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ახალმა კონსულტანტმა ვალერი ჩეხერიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.


მისი თქმით, საქართველოს დღესაც კი, პოსტ-პანდემიურ პირობებში აქვს იმის პოტენციალი, რომ მოიზიდოს ტურისტები, შესთავაზოს მათთვის საინტერესო მიმართულებები და პარალელურ რეჟიმში იმუშაოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.


როგორც ვალერი ჩეხერიამ აღნიშნა, ახლა არ არის იმის დრო, რომ ჯერ ქვეყანა მოემზადოს და შემდეგ მოიზიდოს ტურისტები - “ ჩვენ შეგვიძლია დავახვედროთ ის, რაც გვაქვს და სწორად შევფუთოთ“.


„ყველაზე მთავარი გამოწვევა არის, რომ არ დავთვალოთ ტურისტების რაოდენობა და დავთვალოთ ის შემოსავლები, რომელსაც მივიღებთ ტურისტული ბიზნესიდან. ყურადღების გამახვილება უნდა მოხდეს, უფრო მაღალმხარჯველი ტურისტის მოზიდვაზე საქართველოში, უფრო მეტი პროდუქტის შექმნაზე და სწორი მენეჯმენტის გაწევაზე, რომელიც დღეს საქართველოს ძალიან აკლია (და ყოველთვის აკლდა). მე რომელი ბიზნესიდანაც მოვდივარ, შევძელით და მოვიზიდეთ მაღალმხარჯველი ტურისტები და შემოვიყვანეთ არა იმიტომ, რომ შევთავაზეთ „ლაქშერი“ სასტუმროები, არამედ შევთავაზეთ ძალიან ბევრი ისეთი სერვისი, რაც მათ აინტერესებდათ.



ჩვენთან არის ძალიან ბევრი ის ნიშა, რომელიც დღეს გამოუყენებელია ტურიზმის მიმართულებით. ეს არის გასტრონომიული ტურიზმი. დღეს საქართველოში და განსაკუთრებით პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მეტად ხდება ყურადღების გამახვილება სუფთა საკვების მიწოდებაზე. ამას ძალიან ბევრი მოხმარებელი მოჰყვება, რომელიც მზად არის გადაიხადოს, იმიტომ, რომ იცის, სუფთა საკვები არ არის იაფი. ამიტომ ძალიან კარგად შეგვიძლია გამოვიყენოთ ის ფერმერული მეურნეობები, რომელიც მიბმული იქნება სასტუმროს ბიზნესზე და იმ ეკო-ტურისტულ მიმართულებებზე, რომელიც საქართველოს ძალიან ბევრი აქვს. მაგალითად, აბასთუმანი. ყოველთვის ვიცოდით, რომ ფილტვებისთვის იყო ძალიან კარგი სამკურნალო მიმართულება და ჩამოდიოდნენ სამკურნალოდ. ზუსტად ეს დაავადებაც, ვგულისხმობ პანდემიას, ფილტვებს უკავშირდება და დარწმუნებული ვარ, ამის მარკეტინგულად სწორად შეფუთვა, კარგ შედეგს მოგვცემს. დავოსი და აბასთუმანი - მსოფლიოში ეს ორ კურორტია უნიკალური, სადაც არის ნული ბაქტერია. ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს წინ წამოვწიოთ“,- განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.


მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა ისწავლოს პანდემიასთან თანაცხოვრება ისე, რომ ტურიზმის განვითარებაც შესაძლებელი იყოს.


„ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება პანდემიასთან, რა თქმა უნდა, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ და არ გავავრცელოთ. ამასთან, ვაქცინაცია იქნება ნომერ პირველი ამოცანა, თუმცა შეიძლება პანდემიასთან ერთად ჩატარდეს და მოვიზიდოთ კონფერენციები და გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი.


დღეს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დაველოდოთ ჯერ ინფრასტრუქტურის მოწყობას და შემდეგ ტურიზმის მოზიდვას. ეს ყველაფერი პარალელურ რეჟიმში უნდა განხორციელდეს. ჩემი, როგორც კონსულტანტის რეკომენდაციები ამ მიმართულებით არის, რომ იდენტიფიკაცია გავაკეთოთ, სად შეიძლება მივიღოთ მაღალმხარჯველი ტურისტი, მხოლოდ იმ რეგიონებზე გავაკეთოთ აქცენტი და შევთავაზოთ და სად შეიძლება მივიღოთ ექსტრემის მოყვარული მოგზაურები, რომელსაც ცუდი გზა, იგივე უსინათლობა მოსწონს... ასეთი მოგზაურებიც არიან, ვინც დავუშვათ „დროში მოგზაურობს“, ე.წ. ექსტრემ ტურისტები არიან. პარალელურ რეჟიმში კი აუცილებლად ვიმუშავებთ ახალი პროდუქტების, ახალი მიმარულებების შექმნაზე. თუნდაც მომავალი წლისთვის მოვემზადოთ, რომ ტურისტებს ახალი ქალაქები, სოფლები შევთავაზოთ, რომელსაც აქვს ბევრი შეთავაზება, ტალახიდან დაწყებული, დამთვრებული ისეთი უნიკალური მიმართულებებით, როგორიც არის ბახმარო, აბასთუმანი... დღეს არ შეგვიძლია და არ გვაქვს დრო, ვიფიქროთ, რა დავახვედროთ, დღეს შეგვიძლია რომ დავახვედროთ ის რაც გვაქვს და სწორად შევფუთოთ“,- განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.


bpn.ge

თეგები:
აბასთუმანი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up