დავოსი 2023: ძირითადი შედეგები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან

დავოსი 2023: ძირითადი შედეგები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან

access_time2023-01-25 00:00:25

სამწლიანი პაუზის შემდეგ, შვეიცარიის სამთო კურორტზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. 2023 წლის ეკონომიკურ ფორუმზე ბიზნეს ლიდერების რეკორდული რაოდენობა იყო მიწვეული. დავოსს ხუთი დღის განმავლობაში 130 ქვეყნიდან 2700-მდე ბიზნეს ლიდერი ეწვია.


მიმდინარე წლის ეკონომიკური ფორუმის მთავარი საკითხები რეცესია და ეკონომიკურად გაურკვეველი მომავალი იყო, თუმცა შემაჯამებელ პანელზე გლობალური ეკონომიკის პერსპექტივა იმაზე უფრო დადებითად შეფასდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. 


მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განხილული იყო შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:


ეკონომიკა: დავოსში არსებული სიბნელე და განწირულობა ბოლოსკენ ფრთხილ ოპტიმიზმში გადაიზარდა, რადგან მომავალი წლის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივა იმაზე უკეთესი ჩანს, ვიდრე მოლოდინი არსებობდა.


თუმცა WEF-ის ყოველწლიური შეხვედრა სავსე იყო მრავალი რისკების განხილვით, მათ შორის ინფლაციური ზეწოლით ჩინეთის ხელახალი გახსნის გამო და განვითარებად სამყაროში მზარდი ვალის სტატისტიკით. იქვე აღინიშნა, რომ დასავლური ქვეყნებისთვის ყველაზე რთული გზა ჯერ კიდევ წინ არის - ინფლაციის 2%-მდე შემცირება.


„საქმე არ არის კარგად, მაგრამ ის ბევრად უკეთესია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო.” – განაცხადა დანიელ პინტომ, JP Morgan-ის პრეზიდენტმა და ოპერაციულმა დირექტორმა.



უკრაინა: უკრაინის მოკავშირეებისთვის დავოსი მიზნად ისახავდა კიევისთვის უკეთესი იარაღისა და ფინანსური მხარდაჭერის მიწოდების გაორმაგებას, რუსეთის წინააღმდეგ თავის დასაცავად. თუმცა, უკრაინის დახმარების გაძლიერების პარალელურად, შეხვედრაზე დელეგატთა ნაწილი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაუყოვნებლივი დაბრუნების მოწოდებითაც გამოდიოდა.


„ამ კვირაში პოლიტიკოსების მოსმენისას გაკვირვებული დავრჩი, რადგან ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ არავინ იცის ზუსტად სად მივდივართ და რა შეიძლება იყოს გამოსავალი“, – აღნიშნა სლოვენიის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ტანია ფაიონმა.


„თუ გვსურს ხვალ მოლაპარაკებების გზით მშვიდობიანი გადაწყვეტა, დღეს უფრო მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ“,  თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.


ვაჭრობა: „შეშფოთებული ვარ, რადგან გლობალიზაციის გარდაქმნა ჩვენ სწორედ იმ ქვეყნებისა და რეგიონების ჩასართავად უნდა გამოვიყენოთ, რომელიც აქამდე ამ სიტუაციის გარეთ იყო დარჩენილი“, განაცხადა ნგოზი ოკონჯო-ივეალამ, სამი ქვეყნის „ინდუსტრიული მეგობრობის“ შეფასებისას.


გაუგებარია, თუ როგორ მოერგება დანარჩენი მსოფლიო ახალ სავაჭრო სისტემას, რომელიც მუშახელის დაცვასა და მიწოდების ჯაჭვების განახლებას ითვალისწინებს.


კლიმატი: მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ნავთობკომპანიების მონაწილეობა ეკოაქტივისტების კრიტიკის საგანი გახდა. ფორუმზე დამსწრეთა შორის იყვნენ BP-ის, Chevron-ის, Occidental Petroleum Corp-ისა და Saudi Aramco-ს წარმომადგენლები. პოლიტიკური ლიდერები, როგორიცაა კიერ სტარმერი, აპროტესტებდნენ ნავთობის ახალ ინვესტიციებს, ხოლო პაკისტანის კლიმატის მინისტრი შერი რეჰმანი უბიძგებდა ზარალისა და ზიანის დაფინანსებისკენ.


„როგორ მივიდეთ იქ? გაკვეთილი, რომელიც მე ვისწავლე ბოლო წლებში… არის ფული, ფული, ფული, ” – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა ჯონ კერიმ პარიზის შეთანხმების გლობალური დათბობის მიზნის შესრულებაზე.


EURONEWS.COM


თეგები:
დავოსი



რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა
access_time2023-01-28 00:30:00
საბანკო სექტორმა დაკრედიტების ზრდა დააპაუზა. 01.01.2023-ის მდგომარეობით წლიური (Y.Y) ზრდა 4%-ია, კურსის ცვლილების ეფექტით (გამორიცხვით...

სომხეთში შესვლა უკვე ელექტრონული პირადობის მოწმობით არის შესაძლებელი - შეთანხმება ძალაში შევიდა

სომხეთში შესვლა უკვე ელექტრონული პირადობის მოწმობით არის შესაძლებელი - შეთანხმება ძალაში შევიდა
access_time2023-01-27 23:55:49
საქართველო-სომხეთის საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.   „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე 26 იანვარს გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილების თანახმად ამიერიდან ორივე ქვეყნის მოქალაქეებს სახელმწიფოთაშორისი საზღვრის გადაკვეთა ელექტრონული პირადობის მოწმობებით შეეძლებათ.   საქართველოს მოქალაქეებისთვის სომხეთი გახდა მესამე ქვეყანა, სადაც შესვლისთვის პასპორტი არ არის საჭირო. ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს თურქეთსა...


მსგავსი სიახლეები

up