დავით ზილფიმიანი საკუთარი უფლების დასაცავად ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს

დავით ზილფიმიანი საკუთარი უფლების დასაცავად ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს

access_time2019-03-19 15:00:37


პირველი კერძო მულტიპლექს ოპერატორის სტერეო პლუსის საკონტროლო პაკეტის მფლობელი დავით ზილფიმიანი საკუთარი უფლების დასაცავად ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს. პარალელურად, მისი ორი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშია შეტანილი. პროცესი უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც დავით ზილფიმიანის ქონება დაყადაღდა.



საქმე ეხება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის Chemexim International-ის მიერ დაწყებულ დავას. კომპანიის მფლობელის დავით ბეჟუაშვილის სარჩელი, რომლითაც ბიზნესმენი დავით ზილფიმიანს სესხის დაბრუნებას სთხოვდა, პირველი ორი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მიიღეს იმ მიზეზით, რომ მოსარჩელემ შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის, სესხის ხელშეკრულება ვერ წარადგინა.
დავით ზილფიმიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესი 7 წლის წინ, სტერეო პლუსის დარბევით დაწებული ისტორიის გაგრძელებაა. ზილფიმიანის განცხადებით, ამაზე მიუთითებს ისიც, რომ დარბევის საქმე პროკურატურას დღემდე არ გამოუძიებია. დავით ზილფიმიანი აღნიშნავს, რომ Chemexim International-ის მიერ დაწყებულ დავაშიც იგივე ფიგურები მონაწილეობენ.


„უზენაესმა სასამართლომ მთლიანად შეცვალა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების შედეგები. არ დააბრუნა საქმე წარმოებაში, რაც უნდა გაეკეთებინა, თუ მიაჩნდა, რომ არასწორი იყო. თვითონ განიხილა, ზეპირი მოსმენის გარეშე. ორი დავის მოგების შემდეგ, ლოგიკურია, მოველოდი, რომ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებდა მიღებულ გადაწყვეტილებებს. მესამე ინსტანციამ, მოულოდნელად გამოიტანა საპირისპირო გადაწყვეტილება.


პირველი ორი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას ახლა ჩემთვის ნულოვანი შედეგი აქვს. ერთადერთი კუნძული, რასაც შეიძლება, მივაკითხო, საკონსტიტუციო სასამართლოა, რომელმაც უკვე შეაჩერა აღსრულება“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.


იგი ამბობს, რომ მისი მიზანი უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების სრულად გაუქმებაა, - „არ დავყრით ფარ-ხმალს და გადავინაცვლებთ ევროპულ სასამართლოში. იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლომდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება“.



სტერეო პლუსის დამფუძნებელი აღნიშნავს იმასაც, რომ „ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენებისთვის ადვილად მიღწევადია ყველაფერი. უზენაეს სასამართლოში გარემო, ალბათ, მზად იყო იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. არავისთვის არ არის დასამალი, როგორ კომფორტულად იმყოფება მსგავსი ბიზნესმენი საქართველოში“.


უზენაესმა სასამართლომ Chemexim International-ის სარჩელი ახალი მოტივაციით განიხილა. დავით ზილფიმიანის ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისა და მასზე მხარეების დასწრების ვალდებულება არსებობდა.


„უზენაესმა სასამართლომ პირველი ორი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება ახალი არგუმენტაციით გააუქმა. გადაწყვეტილება საპროცესო დარღვევით გამოიტანა - საკუთარი არგუმენტაციით, ისეთი არგუმენტაციით, რომელიც მხარეებს არ მოუხმიათ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვის დროს.


ეს არგუმენტაციაა, თითქოს ქვემორე სასამართლოებმა არ იხელმძღვანელეს სესხის ხელშეკრულების პრეზუმფციით, რომლესაც თითქოს ითვალისწინებს კანონი. ამგვარ პრეზუმფციას კანონი არ ითვალისწინებს. მიუთითა რა ამგვარ პრეზუმფციაზე, უზენაესმა სასამართლომ არამხოლოდ არასწორად განმარტა კანონი, არამედ თავად შექმნა კანონის ნორმა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“, - განაცხადა ადვოკატმა.


მისი თქმით, მესამე ინსტანციის სასამართლოს, თუ სურდა გადაწყვეტილება დაეფუძნებინა არგუმენტზე, რომლის განხილვაც არ მომხდარა, „უნდა დაენიშნა საქმის ზეპირი მოსმენა, რათა მხარეებისთვის დაესვა შესაბამისი შეკითხვები და მიეღო მოსაზრებები, საქმის იმგვარად გადაწყვეტაზე, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა უზენაეს სასამართლოს“.


ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ უზენაესმა სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის VI მუხლი.


„უზენაესი სასამართლო ვალდებული იყო, ეხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სათანადო პრაქტიკით, რომლის თანახად, თუ სასამართლოს სურს, მოიხმოს საკუთარი არგუმენტი და ამ არგუმენტზე დააფუძნოს გადაწყვეტილება, ვალდებულია, დანიშნოს ზეპირი მოსმენა, რათა მხარეებისგან მოისმინპს არგუმენტები. ამგვარის დარღვევა იქნებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის - სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, რამდენიმე გარემოების გამო. ამიტომ მიგვაჩნია რომ უსზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონოც და დაუსაბუთებელიც“, - ამბობს ბარამიძე.


დავით ზილფიმიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელი შეიტანა. ერთი ეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს. მეორე - ზეპირი მოსმენის გარეშე, საკუთარი არგუმენტაციის საფუძველზე, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესაძლოობის დაუშვებლობას.





რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up