ყოფილ გენერალურ პროკურორს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა სურს-ირაკლი დუმბაძე

ყოფილ გენერალურ პროკურორს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა სურს-ირაკლი დუმბაძე

access_time2020-06-17 15:00:46

„დავით ზეიკიძიე და არჩილ კბილაშვილი 90-ანი წლების მეთოდებით ცდილობენ დავების გადაწყვეტას“ ,- ასე ეხმაურება „ლიდერფუდის“ დამფუძნებელი ირაკლი დუმბაძე ყოფილი გენერალური პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებას. კბილაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებდა, რომ საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში, „ლიდერფუდის“ საქმის განმხილველ მოსამართლეთა მხრიდან ფუნდამენტური მნიშვნელობის დარღვევები იქნა ჩადენილი და იგი არსებული კორუფციის ნიშნების გასაჯაროებას გეგმავს. დუმბაძე კბილაშვილის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადებით სურს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა. მედიაჰოლდინგი ირაკლი დუმბაძის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ:

 

„თუ შპს „ლიდერი-ფუდის“ ირგვლივ არსებულ დავასთან დაკავშირებით ბოლო თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს გადავავლებთ თვალს, ნათლად დავინახავთ თუ როგორ მიზანმიმართულად ცდილობს ბატონი კბილაშვილი ჩემს მიმართ შეურაცხმყოფელი კამპანიის წარმოებას. რა თქმა უნდა, თავად კბილაშვილს ჩემს მიმართ პირადი დაინტერესება არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ სამაგიეროდ მის დამკვეთებს, ჩემს სიმამრს - დავით ზეიკიძეს და მის ვაჟს - ვიტალი ზეიკიძეს ასეთი ინტერესი დიდი ოდენობით აქვთ მოზღვავებული და არანაირ ფინანსებს არ იშურებენ ჩემი დისკრედიტაციის მიზნით, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ 2019-20 წლებში იმავე წარმატებით აღარ მუშაობს მათთვის კარგად ცნობილი, 90-ანი წლების მეთოდები, როდესაც შანტაჟით, რეკეტით და კორუფციით ადვილი იყო ბინძური მიზნების მიღწევა.

 

პირველ რიგში, მინდა საზოგადოებისათვის გასაგები იყოს თუ რას მოყვა შპს „ლიდერი-ფუდის“ წილთან დაკავშირებული დავა. საქმე ეხება ჩემს მიერ 2008 წელს, 100% წილის უფლებით დაფუძნებულ კომპანიას, რომელსაც ვმართავდი 2018 წლამდე და რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა საქართველოში. სწორედ ამ წარმატებამ გამოიწვია დავით ზეიკიძის მტაცებლური მადის გაღვიძება, რომელმაც არც ოჯახი, არც შვილი და არც შვილიშვილები დაინდო ფულის გამო, მოტყუებით და შანტაჟით გადამაფორმებინა მასზე ჩემი წილის 50%-ი და დღემდე ცდილობს ჩემს ოჯახზე ზემოქმედებას, რათა უარი ვთქვა ჩემს კანონიერ მოთხოვნაზე. სწორედ ამ ძალმომრეობამ მიმიყვანა სასამართლომდე და წილის დაბრუნების მიზნით დავიწყე სამართლებრივი დავა დავით ზეიკიძესთან. თუმცა ეს უკანასკნელი იმდენადაა დარწმუნებული საკუთარ ყოვლის შემძლეობაში, რომ არაფრად მიიჩნევს არც კანონს და არც სასამართლოს. მან სრულიად უგულებელყო როგორც სახელშეკრულებო ასევე საპროცესო ვალდებულებები და საქმის „მოგვარება“ მისთვის კარგად ცნობილი, „90-ანი წლების მეთოდებით დაიწყო“ (რასაც დღემდე მიჰყვება).

 

დღეს, როდესაც დავით ზეიკიძემ სასამართლოს ორ ინსტანციაში დავა წააგო და დარწმუნდა, რომ მისი შანტაჟის მეთოდები შედეგს არ იძლევა, თავისი ადვოკატის მეშვეობით წამოიწყო ბინძური კამპანიის ახალი ტალღა, რომ თითქოს მე სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენა შემიძლია და კორუფციულ გარიგებაში ვარ ვინმესთან. ეს აბსურდი მხოლოდ მათ შეეძლოთ მოეგონათ, რამდენადაც, როგორც ჩანს არც ბატონი კბილაშვილისთვის (ყოფილი მთავარი პროკურორი) და არც ბატონი დავით ზეიკიძისთვის (ყოფილი თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი) უცხო არ არის კორუფციული გარიგება და ნეპოტიზმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოფილმა პოლიციის და პროკურატურის მაღალჩინოსნება შესანიშნავად უწყიან, თუ ვის უნდა მიმართონ და როგორ მოიქცნენ დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში. 


 

დღეს, ბატონი კბილაშვილი პირდაპირ გვიცხადებს, რომ უზენაეს სასამართლოსთან არაპროცესუალური ფორმით აპირებს ურთიერთობას და დამატებითი განცხადებების მიწერას, მაშინ როცა, მას უკვე წარდგენილი აქვს საკასაციო საჩივარი. საინტერესოა რას შეიძლება ემსახურებოდეს ურთიერთობის ეს ფორმა, თუ არა სასამართლოზე უკანონო ზემოქმედების მოხდენის მცდელობას? გასაგებია, რომ დამკვეთი კარგად გიხდის, მაგრამ იურისტმა კაცმა, შენს დამკვეთს, საკუთარ ოჯახთან ურთიერთობა თუ არა, კანონის პატივისცემა ხომ შეიძლება ასწავლო?!

 

პირადად ჩემთვის და ალბათ ყველასთვის, ვინც ამ საქმის დეტალებით ობიექტურად დაინტერესებულა, ცხადზე უცხადესია, თუ როგორ ცდილობს ზეიკიძე-კბილაშვილის მხარე ჩემზე, სასამართლოზე, კანონზე და სამართლიანობაზე ზეწოლას, როგორ შეუძლიათ ყველაფრის კადრება, ოღონდ კი თავი აარიდონ კანონიერ ვალდებულებას. 

 

მე და ჩემს ოჯახს გვჯერა და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საზოგადოებრივი აზრი სწორად და ჯანსაღად ვითარდება შპს „ლიდერი-ფუდის“ დავასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა სამართლიანობისთვის ბრძოლის, მიუხედავად იმისა თუ ვინ დგას მეორე მხარეს და სწორედ ეს გვაძლევს სასიცოცხლო ძალას მთელ იმ ჯოჯოხეთში, რომლის გავლაც მე და ჩემს მეუღლეს - ინგა ზეიკიძეს გვიწევს.  

 

მე მინდა მივმართო ბატონ ზეიკიძეს და ბატონ კბილაშვილს: ბატონებო, თუ ჩემს რომელიმე ქმედებაში ხედავთ დანაშაულის ნიშნებს, კეთილი ინებეთ და მიმართეთ სამართალდამცავ უწყებებს, ხოლო თუ მთელი ეს ბინძური კამპანია ჩემს დისკრედიტაციას და სასამართლოზე ზეწოლას ემსახურება, რაშიც მე პირადად დარწმუნებული ვარ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მთელი თქვენი ფინანსები და გავლენები ფუჭად იფლანგება, ვინაიდან ყველა ჯანსაღი აზრის მქონე ადამიანისთვის, ვინც მეც მიცნობს, თქვენც და ამ დავაშიც მეტ-ნაკლებად გარკვეულია, ადვილად გასარჩევია თუ ვინ დგას სიმართლის და ვინ სიცრუის მხარეს“, - აცხადებს ირაკლი დუმბაძე.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up