დავით ზეიკიძე მოსამართლე ქოჩიაშვილსა და მაკარიძეს, კორუფციის გამო, მოწმეების ჩვენებების, მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს

დავით ზეიკიძე მოსამართლე ქოჩიაშვილსა და მაკარიძეს, კორუფციის გამო, მოწმეების ჩვენებების, მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს

access_time2020-06-26 19:30:02

„ლიდერფუდთან“ დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესში, რომელიც 15 მლნ აშშ დოლარის მოცულობის წილის მხარისთვის საქმის არსებითი განხილვის გარეშე მიკუთვნებას შეეხება, კიდევ ერთი ახალი მნიშვნელოვანი დეტალი გაჩნდა. კერძოდ, მოპასუხე მხარის, დავით ზეიკიძის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა უზენაეს სასამრთლოს დამატებითი განცხადებით მიმართა, სადაც დეტალურადაა ახსნილი, თუ კონკრეტულად რა დარღვევები ჩაიდინეს ჯერ საქალაქო, ხოლო შემდგომ სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებმა. მან ასევე მოითხოვა, რომ რომ საქმე განსახილველად დიდ პალატას გადაეცეს.


დავით ზეიკიძე აღიშნავს, რომ მტკიცებულებების ის დეტალური ანალიზი, რაც უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრებისადმი კბილაშვილის მიერ გაგზავნილ დამატებით განცხადებაშია წარმოდგენილი, კითხვის ნიშნებს საერთოდ აღარ ტოვებს, თუ რა ფუნდამენტური მნიშვნელობის დარღვევები, ანუ დანაშაულებები ჩაიდინეს, ჯერ საქალაქო სასამართლოში ქოჩიაშვილმა და მერე სააპელაციო ინსტანციაში მაკარიძემ.


„ყველაფერი გააყალბეს, ჩვენი მხარის მიერ წარდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომ სარჩელი არ ჩაგვბარებია, არ გაითვალისწინეს. სასამართლოსვე მიერ გამოძახებული მოწმის, საკურიერო ფირმის თანამშრომლის პირდაპირი ჩვენება, რომ სასამართლოს კონვერტი „ლიდერფუდში“ არასოდეს მოუტანია, არ გაითვალისწინეს. აი ნახეთ, სიტყვა-სიტყვით, რას ამბობს ეს მოწმე – კიდევ კარგი, სასამართლო სხდომები იწერება და ეს ჩანაწერიც არსებობს.


„რაც ნათია კიკალეიშვილს („ლიდერფუდის“ ოფისმენეჯერი) ჩაბარდა, სიმართლე გითხრათ, ეს არ მახსოვს რა წერილი იყო. ბევრი წერილი მიმიტანია და ეხლა კონკრეტულ შემთხვევაში, საერთოდ, ზოგადოდ რომ სასამართლოს წერილი მიმეტანოს, ეგეთი რაღაც არ მახსოვს“. – ამას ამბობს, ანუ საერთოდ, ზოგადად, სასამართლოს წერილი „ლიდერფუდში“ არ მიმიტანიაო, კაცი ამბობს. და ამან, ამ მოსამართლედ წოდებულმა ქოჩიაშვილმა, რა მოიფიქრა იცით? – ხომ შეიძლებოდა, სასამართლოს ლურჯი კონვერტი თეთრ კონვერტში ჩაედოთ ფოსტაში და ისე გაეგზავნათო. და ამ მოსაზრებას – „ხომ შეიძლებოდას“ დაეყრდნო.


სააპელაციოში უკვე გენადი მაკარიძემ აჯობა ქოჩიაშვილს , მის არგუმენტს, ანუ კონვერტის კონვერტში ჩადების შესაძლებლობას არ დაეყრდნო, რადგან დაინახა, რომ ეს არგუმენტი სასაცილოც კი არ იყო – ერთი და იგივე ზომის კონვერტი, ერთი მეორეში ვერ ჩაიდება, მით უმეტეს, თუ შიდა კონვერზე ამბობ, რომ 49 თაბახის ფურცელია შიგნითო. სამაგიეროდ, უარესი მოიმოქმედა, ქოჩიაშვილს გადაწყვეტილებაზე კვერი დაუკრა და ამის დასტურად მხოლოდ ის მოიყვანა, რომ აი მოსარჩელე მხარე ამბობს, რომ ნამდვილად სარჩელი აქვს აქვს გამოგზავნილიო. ჩვენი წარდგენილი კიდევ სხვა არგუმნტები, რაც უტყუარად ამტკიცებს, რომ სარჩელი არ ჩამბარებია, საერთოდ არ გაითვალისწინა.



აი, ამ დამახინჯებული, გაკრეჭილი ვითომ მტკიცებულებებით დაუმტკიცეს 15 მილიონი დოლარის ღირებულების წილი ჩემს არამზადა და თაღლით სიძეს. ახლა ვინ დამარწმუნებს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები გარეშე, ქრთამის გარეშე გამოდის სასამართლოში? ამას ჰაერზე არ ვამბობ, ამ საფუძვლიანი ეჭვის გამო, ჩემს ადვოკატ, არჩილ კბილაშვილს, პროკურატურაშიც აქვს განცხადება შეტანილი.


ხოლო, რაც შეეხება იმას, ირაკლი დუმბაძე, ეგრეთ წოდებული სიძე, უმადური თაღლითი რომ არის, ამას მეორე სერიაში დავამტკიცებ. ახლა იმას ვამტკიცებ, რომ ლურჯი თეთრი არ არის. საოცარია, მართლა ამას ვამტკიცებ, რომ ლურჯი თეთრი არ არის. და ეს ხდება სასამართლოში.


იმედია, უზენაეს სასამრთლოს მაინც არ უმტყუნებს მხედველობა და ჩვენს საჩივარსა და დამატებით განცხადებას, სადაც ბოლო წერტილამდეა ახსნილი, რა ხდება სინამდვილეში, კარგად წაიკითხავს და საქმეს პირველ ინსტანციაში დააბრუნებს არსებით განხილვაზე.


გაიგეთ ადამიანებო, მე დავას არ გავურბივარ, – ვიდავოთ. რა ეკუთვნის, სასამართლომ გადაწყვიტოს. მე ვთვლი, რომ ეკუთვნის კი არა, ჩვეულებრივი მიმტაცებელი და უმადური კაცი აღმოჩნდა. ვიდაოთ, კი ბატონო და სასამრთლომ გადაწყვიტოს. მაგრამ ასე? – რომ არც განიხილოს და ისე მიაკუთვნოს 15 მილიონი დოლარი? – ეს დაუშვებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი რამ, საქართველოს ბიზნეს-დავების ისტორიაში, რომ განხილვის გარეშე, ასეთი დიდი რაოდენობის ქონება მიეკუთვნებინოს ვინმესთვის სასამართლოს, არ მომხდარა.


აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, უზენაესი სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და მოგვცემს საშუალებას, დავა სასამართლოში საგნობრივად გავაგრძელოთ“, – ითხოვს დავით ზეიკიძე.


შეგახსენებთ, უზენაეს სასამართლოს, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში აქვს მიღებული „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის საკასაციო საჩივარი. ზეიკიძეს ბიზნესის 50%-ს, მისივე სიძე, ირაკლი დუმბაძე ედავება. სასამართლოს ორმა ინსტანციამ დუმბაძის სარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა და მას წილი მიაკუთვნა. როგორც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მისი გამოტანის საფუძველი ზეიკიძის მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობა გახდა. დავით ზეიკიძე კი ამტკიცებს, რომ მას სარჩელი არ ჩაბარებია და შესაბამისად, ვერც შესაგებელს წარადგენდა. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა, ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები ზეიკიძეს მხარეს სასამართლოში წარდგენილი აქვს.


ზეიკიძე უზენაესი სასამართლოსგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის არსებითად განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნებას ითხოვს.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up