დავით ზეიკიძე: ეს არ არის ოჯახური ბიზნესდავა. ეს არის ჩემი დავა დამნაშავე მოსამართლეებთან და თაღლით ადვოკატთან

დავით ზეიკიძე: ეს არ არის ოჯახური ბიზნესდავა. ეს არის ჩემი დავა დამნაშავე მოსამართლეებთან და თაღლით ადვოკატთან

access_time2020-07-24 12:20:51

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლიდერი-ფუდის“ 50%-იან წილთან დაკავშირებული სასამართლო დავის მიმდინარეობის პარალელურად არ კლებულობს ურთიერთბრალდებები დაპირისპირებულ მხარეებს შორის. რამდენიმე დღის წინ ირაკლი დუმბაძემ მედიას მორიგი  განცხადება დაუგზავნა, სადაც აღნიშნა, რომ 2 წელია მას და მის ოჯახს, მისივე სიმამრის - დავით ზეიკიძის მიერ მათ ირგვლივ შექმნილ, ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში უწევს ცხოვრება, - ამის შესახებ ინფორმაციას დავით ზეიკიძე ავრცელებს.

 

როგორც დავით ზეიკიძის განცხადებაშია აღნიშნული, საპასუხოდ, დავით ზეიკიძემ ირაკლი დუმბაძის, მისი ადვოკატის პაატა სალიასა და მოსამართლეების, ლაშა ქოჩიაშვილისა და გენადი მაკარიძის მიმართ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

კიდევ ერთხელ მიწევს იმ ხალხის გასაგონად საუბარი, ვინც ტყუილში, მაქინაციაში, კორუფციასა და ბოროტებაში ცხოვრება გადაწყვიტა. ადვოკატ პაატა სალიაზე და მოსამართლეებზე, ლაშა ქოჩიაშვილსა და გენადი მაკარიძეზე ვსაუბრობ. რაც შეეხება ირაკლი დუმბაძეს, რომელიც ამბობს, რომ თურმე მე ვუწყობ მას ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს, მასზე საუბარსაც არ აქვს აზრი, რადგან ის არის ადამიანი, რომელმაც მისი ფეხზე დამყენებელი ოჯახი თაღლითურად ძარცვა და საერთოდაც, კარგს იზამს, თუ გაიაზრებს და დაიმახსოვრებს, რომ ჩემთვის სიმამრის დაძახების უფლება არ აქვს. ის არის ჩემი ყოფილი სიძე, რომელიც წლების მანძილზე იტყუებოდა და ქურდობდა. ეს კონკრეტული თანხებია, კონკრეტული საქმეებია, კონკრეტული დანაშაულობებია, რომლებიც კონკრეტული მტკიცებულებებით არის გამყარებული და რომლებზეც მას მოუწევს პასუხისგება. გაღმა შეედავეს პრინციპით, სწორედ ამიტომ ცდილობს საზოგადოებას თავი შეაცოდოს, დაჩაგრულად მოაჩვენოს.

 

დუმბაძის ამბავი გასაგებია, - გაშიფრული თაღლითი და მიმთვისებელი თავის გადარჩენას ცდილობს. ამქვეყნიური ჯოჯოხეთი კი საკუთარ თავს იმ დღიდან მოუწყო, რაც სრულიად უპოვარმა ჩემი ნდობით ისარგებლა და თაღლითობით 18 მილიონი მიითვისა. არადა, როცა ჩემს ოჯახში შემოვიდა, მას მერე 16 წელიწადი სამოთხეში ვაცხოვრე, - ამქვეყნიური ჯოჯოხეთის გზა თავად აირჩია, როცა ქურდობა დაიწყო.

 

კარგით, დუმბაძის ამბავი გასაგებია, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, როგორ, რა სინდისით ახერხებენ და უწყობენ ხელს მას ამაში ადვოკატი პაატა სალია და მოსამართლეები ქოჩიაშვილი და მაკარიძე. - პასუხი მხოლოდ ერთია - მათ სინდისიც და პროფესიული ღირსებაც ფულზე გაყიდეს, საკმაოდ დიდ ფულზე. იმ ფულზე, რომელიც ირაკლი დუმბაძეს აქვს ჩემთვის მოპარული და მათთვის გადახდილი ამ საქმის „გასაიმასქნებლად“.


 

სწორედ მათი დანაშაულებრივი ხელშეწყობის გამოა, რომ ეს დავა დიდი ხანია აღარ არის ოჯახური დავა. ეს დავა გადაიზარდა და იქცა დავად ჩემსა და დამნაშავე მოსამართლეებსა და თაღლით ადვოკატს შორის. სხვა შემთხვევაში, ეს დავა საერთოდ არ წარმოიშობოდა, რადგან ირაკლი დუმბაძეს ერთი თეთრიც არ აქვს დახარჯული ამ ბიზნესში. არც სათანადო ცოდნა და გამოცდილება გააჩნდა, რომ მსგავსი წარმოება შეექმნა. აქედან გამომდინარე, რომ არა თაღლითური სქემა და ჩემი გაძარცვის ამ გზით დაგეგმვა, დუმბაძე დავას ვერც წამოიწყებდა. სწორედ ამიტომაც აირჩიეს დანაშაულებრივი, კორუმპირებული და თაღლითური მოკლე გზით სიარული - დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ესე იგი, განუხილველად, ანუ არსებითი განხილვის გარეშე, 15 მილიონი დოლარის ქონების ჩაქუჩის ერთი დარტყმით გადაცემა. თუმცა არ გაითვალისწინეს, რომ ლურსმანი არ ვარ, ჩაქუჩის ჩარტყმა ავიტანო.

 

ვეკითხები პაატა სალიას - მშვიდად როგორ სძინავს იმის მერე, რაც ე.წ. „კუკლა“ გააკეთა. ვითომ გამომიგზავნა სასამართლო სარჩელი, რელურად კი ის თეთრ კონვერტში ჩადებული ჩვეულებრივი გზავნილი იყო. მერე ამაზე ააგო თავისი თაღლითური სქემა, მოსამართლეებსაც თვალები დააბრმავებინა, ხვდებით ალბათ, რისი საშუალებითაც, ისე რომ არც ქოჩიაშვილმა და არც მაკარიძემ თეთრი კონვერტი სასამართლოს ლურჯი კონვერტისგან არ გაარჩიეს.

 

ეს თაღლითური სქემა, დარწმუნებული ვარ, მის თავშია მოხარშული და ამაზე ააგო ჩემი ქონების დუმბაძისთვის მარტივად გაფორმების მოკლე გზა. სხვათა შორის, რეიდერული შეტევების ასეთი გზა რუსეთშია აპრობირებული და როგორც ჩანს, პაატა სალიამ იქედან გააკეთა სქემის იმპორტი, მაგრამ ესეც უხარისხო გამოუვიდა და მისი კვალიფიკაციის დაბალი დონე აქაც გამოჩნდა.

 

რაც შეეხება მოსყიდულ ქოჩიაშვილსა და მაკარიძეს. მათ გასაგონად აქ, კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ ელექტრონულად წერილს, დამატებით საჩივარს, რომელიც ჩემი ადვოკატის, არჩილ კბილაშვილის მიერ მაღალპროფესიულ დონეზეა შექმნილი, მიწოდებულია უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრებისთვის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირებისთვის, დიპლომატიური კორპუსისთვის და სადაც ნათლად ჩანს ყველა ის დანაშაულებრივი მოქმედება, რომელიც მათ ჩაიდინეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მისი ძალაში დატოვების დროს.

 

სალიასთან ერთად მინდა ვკითხო სისხლის სამართლის დამნაშავე მოსამართლეებს ლაშა ქოჩიაშვილსა და გენადი მაკარიძეს, რომლებმაც გააყალბეს და იგნორირება გაუკეთეს მტკიცებულებებს, - როგორ გგონიათ, თქვენს მიერ დაგეგმილ შედეგს რომც მიაღწიოთ ამ თაღლითობით და დანაშაულით, როგორ გგონიათ, ასე დასრულდება ეს ამბავი? - თუ გიფიქრიათ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს თქვენს თაღლითობას და უსამართლობას ოჯახში, სადაც სამი შვილის 12 შვილიშვილი იზრდება. თქვენ გინდათ, რომ ბაბუის შექმნილი დოვლათის ნახევარი 2 შვილიშვილს თაღლითობით გადასცეთ და დანარჩენ 10-ს ასევე ნახევარი? მე არ მეკითხებით? ეს ბავშვები პატარები აღარ არიან და კარგად არჩევენ მტყუანსა და მართალს და სიკეთეს და ბოროტებასაც. არც იმაზე ფიქრობთ, ღმერთმა ნუ ქნას და შვილებმა და ბიძაშვილ - მამიდაშვილებმა თქვენი უსამართლობით გაგულისებულებმა რაიმე გამოუსწორებელი რომ მოსწიონ ერთმანეთს, თქვენ სად მიდიხართ მერე? ღმერთმა არ ქნას, რაიმე ამდაგვარი მოხდეს, თორემ მერე სად წამიხვალთ? - მე, დათო ზეიკიძე, გაპატიებთ ამას? ხაზს ვუსვამ, არ გემუქრებით, ვაჟკაცები არ იმუქრებიან - აფრთხილებენ - აქედან გამომდინარე, მეც გაფრთხილებთ.

 

კიდევ ერთხელ ვამბობ - მას შემდეგ, რაც თქვენ - სალიამ, ქოჩიაშვილმა და მაკარიძემ ეს დავა ხელის გადაგრეხვით, თაღლითობით და სიყალბეებით წარმართეთ, ეს დავა აღარ არის ოჯახური ბიზნეს-დავა, ეს არის ჩემი დავა დამნაშავე მოსამართლეებთან და თაღლით ადვოკატთან. პირობას გაძლევთ, ვიცოცხლებ და ვიბძოლებ მინიმუმ იმდენ ხანს, რამდენი ხანიც ამ დავის გამარჯვებით დასრულებას და თქვენთვის, ირაკლი დუმბაძესთან ერთად, იმ ადგილის მიჩენას დასჭირდება, რასაც თქვენი თაღლითობით იმსახურებთ. შეხვედრამდე...“, - ნათქვამია დავით ზეიკიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up