დავით ზეიკიძე - „დუმბაძეს და მის  ხელშემწყობებს მეტი გზა აღარ რჩებათ, გარდა იმისა, რომ სასამართლოს გადაეფარონ , რადგან ამით კიდევ უფრო დიდი დანაშაულებების დამალვას ცდილობენ“

დავით ზეიკიძე - „დუმბაძეს და მის ხელშემწყობებს მეტი გზა აღარ რჩებათ, გარდა იმისა, რომ სასამართლოს გადაეფარონ , რადგან ამით კიდევ უფრო დიდი დანაშაულებების დამალვას ცდილობენ“

access_time2020-06-19 15:00:41

„ლიდერფუდთან“ დაკავშირებული სამართლებრივი პროცესი დრამატულ ხასიათს იღებს. საქმე ეხება დავას „ლიდერფუდის“ 50%-იან წილზე, რაც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელე ირაკლი დუმბაძეს მიანიჭა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველს მოპასუხე მხარის მიერ შესაგებელი სარჩელის შეტანის ვადის გაშვება გახდა. მოპასუხე მხარე სარჩელის ჩაბარების ფაქტს სადაოს ხდის და უკვე უზენაეს სასამართლოს თხოვს არსებითი განხილვისთვის საქმის საქალაქო სასამართლოსთვის დაბრუნებას.


ირაკლი დუმბაძემ ახლახანს გავრცელებულ განცხადებაში, მის სიმამრს, „ლიდერფუდის“ დამფუძნებელ დავით ზეიკიძეს, ასევე მის ვაჟს, კოტე (ვიტალი) ზეიკიძეს და ადვოკატ არჩილ კბილაშვილს ბრალს დასდო 90-იანი წლების მეთოდებით საქმის მოგვარების მცდელობასა და სასამართლოზე უკანონო ზეწოლაში. დუმბაძის განცხადება, გამოხმაურება აღმოჩნდა არჩილ კბილაშვილის მიერ წინა დღეს მედიასთან საუბრისას გაკეთებულ ერთგვარ ანონსზე, რომ ის რამდენიმე დღეში გეგმავს დავით ზეიკიძის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოს დამატებითი განცხადებით მიმართოს.


„კომერსანტი“ არჩილ კბილაშვილს და დავით ზეიკიძეს დაუკავშირდა და დუმბაძის ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება სთხოვა.


კბილაშვილის განცხადებით, მისთვის ირაკლი დუმბაძის პოზიცია გასაგებია, რადგან მას დავის სწრაფად და იოლად მოგება სურს. მას პრეტენზია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამომტანი და მისი ძალაში დამტოვებელი მოსამართლეების მიმართ აქვს, რომლებმაც დავით ზეიკიძეს ქონება კანონის დარღვევით, საქმის განხილვის გარეშე ჩამოართვეს.


„ირაკლი დუმბაძე დაინტერესებული პირია და იოლად ახსნადია ის, რომ იგი დავის მოგებას საქმის განხილვის გარეშე ცდილობს. ამიტომ, მე მისი განცხადების კომენტირებას არ შევუდგები. მე ვაკრიტიკებ გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეებს, რომლებმაც გამოიტანეს და ძალაში დატოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამ საკითხის გადაწყვეტის დროს მათ დაუშვეს ფუნდამენტური დარღვევები, გამოამჟღავნეს მიკერძოება და არაობიექტურობა და შედეგად დავით ზეიკიძეს 15 მილიონი დოლარის ქონებაზე საკუთრება საქმის განხილვის გარეშე ჩამოართვეს. ამის საილუსტრაციოდ მხოლოდ ერთი ფაქტიც საკმარისია.


კერძოდ ის, რომ არც პირველი და არც მეორე ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს სასამართლოს მიერვე გამოძახებული ნეიტრალური მოწმის, ფოსტის კურიერის ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ სასამართლოს კონვერტი „ლიდერფუდის“ ოფისში რომ მიეტანოს, ასეთი რამ არ ახსოვს. სხვა მტკიცებულებებზე აქ აღარ შევჩერდები.


მე ვამტკიცებ, რომ კონკრეტულმა მოსამართლეებმა კანონი დაარღვიეს. ეს არის ჩემი აბსოლუტური რწმენა. ამის სადემონსტრაციოდ მე საქმის მთელი მასალები გავასაჯაროვე და იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადე. მზად ვარ ნებისმიერ დაინტერესებულ სამართალმცოდნესთან ერთად განვიხილო და დავასაბუთო ის უხეში და, სავარაუდოდ, განზრახ, შეგნებული დარღვევები, რაც კონკრეტულმა მოსამართლეებმა ჩაიდინეს.



ჩემთან მიმართებით საუბარი 90-იანი წლების მეთოდების გამოყენებაზე და სასამართლოს ზეწოლაზე, არის არსებული პრობლემიდან ყურადღების გადატანის მცდელობა. ამ არსენალს რომ ვფლობდე, არც ამ განცხადების გაკეთება დამჭირდებოდა. დამატებითი განცხადებით, რომლითაც უზენაეს სასამართლოს უახლოეს დღეებში მივმართავ, მე ვითხოვ, საქმე სასამართლოს დიდმა პალატამ (რომლის შემადგენლობაში ცხრა წევრია) განიხილოს. იქნებ ვინმემ ამიხსნას როგორ შემიძლია ცხრა მოსამართლეზე ზეწოლა და თუ ეს ძალმიძს, მაშინ რატომ არ შემიძლია ამ ზეწოლის განხორციელება იმ სამ მოსამართლეზე, ვინც წესით და რიგით საჩივარი უნდა განიხილოს მაშინ, თუკი საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა არ მოხდება“
, - აღნიშნა კბილაშვილმა.


მოსარჩელე სიძის განცხადების შეფასებისას ხისტი იყო დავით ზეიკიძე. მისი თქმით, დუმბაძეს და მის წამქეზებლებსა და ხელშემწყობებს მეტი გზა აღარ რჩებათ, გარდა იმისა, რომ სასამართლოს გადაეფარონ და ილანძღონ, რადგან ამით კიდევ უფრო დიდი დანაშაულებების დამალვას ცდილობენ და მათ მხარეს სიმართლის 1%-იც კი არ არის.


„დიდი ცხოვებისეული გამოცდილების კაცი ვარ და კარგად ვიცი, რომ როცა ადამიანი ფსკერზე ეშვება, ის ყველაფერს კადრულობს. საკუთარ თავზე ვარ გაბრაზებული, რატომ დროულად ვერ შევნიშნე, რომ ჩემივე სიძე ჩემს ზურგს უკან მოქმედებდა, დიდ თანხებს იტაცებდა და ბიზნესს ღუპავდა. რას ვიზამ, დროს უკან ვერ დავაბრუნებ, ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთო საიმისოდ, რომ კანონის ფარგლებში მივუჩინო ამ, არც ვიცი რა ვუწოდო, - ამ სუბიექტს, თავისი კუთვნილი ადგილი.


90-იანი წლების მეთოდებითო, - სასაცილოა. რა იცის დუმბაძემ 90-იანი წლებისა, 81 წელსაა დაბადებული. თუ სმენია რამე, კარგად მოიკითხოს და გაიკითხოს, რას წარმოადგენდა მისი სიმამრი ზუსტად იმ 90--იან წლებში, რას აკეთებდა, რას იცავდა და რას ებრძოდა. აი, პირდაპირ მივმართავ - ჩამოთვალე, დაასახელე, რა მეთოდებზე ლაპარაკობ, სად და როდის იგრძენი თავი დაჩაგრულად და ყველა შენს მიერ ჩამოთვლილზე მიჩივლე გინდა პროკურატურაში, გინდა სასამართლოში.
იქნებ მაშინ იგრძენი თავი დჩაგრულად, ნაქირავებ ბინაში მცხოვრებმა, ჩემი ქალიშვილი რომ მოიყვანე ცოლად და ვაგზალზე ძეხვეულის ჩაბარება რომ მოგანდე. ან იქნებ მაშინ, შენივე მამა ჩემს ბიზნესში რიგით პოზიციაზე რომ მუშაობდა, შემდეგ თბილ ადგილზე რომ დავასაქმე და იქაც თავს რომ ირცხვენდა. თუ მაშინ, „ლიდერფუდის“ ახალი ქარხანა რომ გავაკეთე, ფორმალურად შენზე რომ გავაფორმე და დირექტორად დაგნიშნე. ან იქნებ მაშინ, წავკისის დუმბო რეზიდენსით რო ყელყელაობ, აი მაგის აშენება რომ დაგიფინანსე. რომელი ერთი გითხრა.. ბინები, თუ მანქანები, მოგზაურობები, თუ სხვა სიკეთეები... შენს ადგილზე, პატიოსან კაცს, მიწა გაუსკდებოდა ფეხქვეშ...


კარგად იცი შენ, ძალიან კარგად, რომ მე ჩემი ქალიშვილისა და შვილიშვილებისთვის არაფერი მენანება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ წლების მანძილზე უკადრებელი აკეთო, ფული მპარო, ძირი მითხარო, შვილებში და შვილიშვილებში მტრობის ჩამოგდება ეცადო. ეს არსაპატიებელია და არც გეპატიება.


რა ბიზნესმენობაზე დებ თავს, ან ბიზნესის, ან წარმოების რამე მაინც გაგეგებოდეს. მოყევი, საზოგადოებას რომ აცოდებ თავს, იმ საზოგადოებას მოუყევი, რა სახსრებით დაიწყე ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესი. მოყევი, დეტალებში, რა თანხები ჩადე, საიდან გქონდა, რას რა მოყვა, ვინ საიდან რა დანადგარები მოიძია, რა ნედლეული, რა ტექნოლოგიები... გისმენ, დეტალებში მოყევი, ზოგადი ფრაზები არავის ჭირდება... საქმეც ის არის, რომ ვერაფერს მოყვები, რადგან არც საამისო ფული, არც ცოდნა და ინტელექტი და არც გამოცდილება შენ არ გქონდა.


შენ ახლა ცდილობ, სასამართლოს გადაეფარო, რომელმაც უკვე მესამე ინსტანციაში უნდა „გაგიპრავოს“ საქმე. ესაა სულ შენი და შენი დამქაშების მიზანი. საქმის განხილვა არ გინდა, რადგან იცის, თავშივე წაგებული გაქვს ყველაფერი. ისე გინდა მიითვისო ქონება, რომ განხილვაც არ შედგეს. გამორიცხულია, ამას სასამართლო სისტემა არ დაუშვებს. რაც აქამდე 2 ინსტანციაში დაუშვა, ეგ შენი და შენი წამქეზებლების მიერ ჩაწყობილი საქმის შედეგია კონკრეტულ მოსამართლეებთან და მე ამის თაობაზე პროკურატურაში განცხადება მაქვს შეტანილი“, -
აღნიშნავს ზეიკიძე.


მისი თქმით, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ ჩადენილი დარღვევების შესახებ უამრავი მტკიცებულებაა წარდგენილი, რომლებზე გვერდის ავლასაც უზენაესი სასამართლო არ იკადრებს, რადგან სასამართლოში ყველა ქოჩიაშვილი და მაკარიძე არ არის.


„საქმე აუცილებლად დაბრუნდება არსებით განხილვაზე საქალაქო სასამართლოში და აი ზუსტად იქ გამოჩნდება, ვინ არის, რას წარმოადგენს რეალურად ირაკლი დუმბაძე. იმედი მაქვს, ის დამატებითი განცხადება, რომლითაც ჩემი ადვოკატი არჩილ კბილაშვილი უახლოეს დღეებში მიმართავს უზენაეს სასამართლოს, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ყველა ის უკანონობა, რაც წინა ორი ინსტანციის სასამართლომ ჩაიდინა, უზენაეს ინსტანციას დაანახვებს რეალობას და სწორი გადაწყვეტილების გამოტანაში დაეხმარება.


ყველაზე მეტად რისაც ეშინია და უფრთხის დუმბაძე, ისაა, რომ მისი დირექტორობის პერიოდში მომუშავე მისი მთავარი ბუღალტერი 2 მილიონ 200 ათასი ლარის მითვისებაზე რომ იხდის 9 წლიან სასჯელს, იმას გადაეწურება დუმბაძის მხრიდან დახმარების იმედი და ალაპარაკდება. გარდა ამისა, ძიებაში რომ არის გამოყოფილი საქმე კიდევ სხვა 2 მილიონ ლარამდე თანხის მითვისებაზე, ესეც მივა ბოლომდე. კიდევ სხვა საქმეებიც იხსნება ამასობაში და ამის ეშინია. იცის, რაც აქვს ჩადენილი. ხვდება, რომ გამოაშკარავებულია ყველაფერი და იმასაც ხვდება, როგორც დასრულდება ეს ამბავი და ამანაა, რომ გააგიჟა და დააკარგვინა თავიც და სახეც. კარგად ხედავს, რომ მისი ყველა ბინძური ქმედება გამოაშკარავდება და დარჩება ისე, როგორც იმსახურებს, - უქონელი, მტაცებლისა და ოჯახის შემარცხვენელის სახელით. თუ სიმართლე გინდათ, ესაა“,- განაცხადა დავით ზეიკიძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up