დავით ზეიკიძე ბიზნესომბუდსმენისგან „ლიდერფუდის“ საქმის შესწავლას მოითხოვს

დავით ზეიკიძე ბიზნესომბუდსმენისგან „ლიდერფუდის“ საქმის შესწავლას მოითხოვს

access_time2020-06-09 13:30:44

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებელმა დავით ზეიკიძემ საქართველოს ბიზნესომბუდსმენს მიხეილ დაუშვილს წერილით მიმართა. ზეიკიძე ბიზნესომბუდსმენს სთხოვს, შეისწავლოს „ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავა და გასცეს საკუთარი რეკომენდაციები.


„კიდევ ერთხელ გეუბნებით და გაფრთხილებთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი საქმე - ეს არის საქმე, რომელსაც თუ დროულად არ მიეხედა, მთლიანად ბიზნეს-სამართლის წარმოებისთვის იქცევა გამოუსწორებელ საფრთხედ“, - აღნიშნავს დავით ზეიკიძე წერილის დასასრულს.



ბიზნესობუდსმენისადმი მის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:


„ბატონო მიხეილ, ვფიქრობდი, რომ თქვენი თანამშრომლები თავად შემეხმიანებოდნენ და საქმის კურსში დეტალურად ჩადგებოდნენ, თუ რა ხდება ხორცპროდუქტების მწარმოებელ ყველაზე მსხვილ კომპანიაში, რატომ გამოვდივარ საჯაროდ და რატომ ვუჩივი საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქოჩიაშვილს (უკვე დააწინაურეს) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაკარიძეს და რატომ ვითხოვ უზენაესი სასამართლოსგან ხმამაღლა იმას, რაც მას ისედაც ევალება, - სამართლიანობას!..


ვფქირობდი, რომ თქვენი სამსახური პირველი გამომეხმაურებოდა, მაგრამ შევცდი. როგორც ჩანს, ვერ მოიცალეთ. არაუშავს. თავად გაწუხებთ და დაჟინებით გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ წერილს.


ბატონო მიხეილ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პირადად თქვენ, ჩემს საქმეს, რომელიც უზენაეს სასამართლომდე ისე მივიდა, რომ არსებითად არც განხილულა, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მიადევნოთ თვალი, რადგან, აშკარად და მაღალი ხარისხით იკვეთება უსამართლობა და შესაძლო კორუფციის ნიშნები.


საქმეს დამოუკიდებელი საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში ანალოგი არ ეძებნება, რამდენადაც მინიმუმ 15 მილიონი დოლარის ღირებულების დავა, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ ისე გადაწყდა ჩემს საწინააღმდეგოდ, რომ საქმის არსებითი განხილვა, როგორც გითხარით, არ შემდგარა.



საქმე ეხება ბიზნეს-დავას. საწარმოს 50% წილს მედავება ირაკლი დუმბაძე (რომელსაც დღემდე ჩემი სიძე ქვია). მის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი პაატა სალია იცავს. ამ საქმის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა ქონება ისე ჩამომართვეს, რომ არც სარჩელი ჩამაბარეს და არც თავის დაცვის საშუალება მომცეს. ყველაფერი ემყარება იმას, რომ თითქოს მე შეპასუხება არ შევიტანე დუმბაძის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, რის გამოც სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქონება ჩამომართვა.


საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც სარჩელის ჩემთვის ჩაბარებას დაადასტურებდა. ამის საწინააღმდეგოდ კი არსებობს ვიდეო და დოკუმენტური მასალები, ასევე, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც სარჩელის ჩაბარებას გამორიცხავენ. ორივე ინსტანციის სასამართლო მათ უბრალოდ იგნორირებას უკეთებს.


ბატონო მიხეილ, სამწუხაროდ, სასამართლო მოქმედებს ხელის გადაგრეხვის პრინციპით და ვარაუდზე დაყრდნობით (რომლის არც საფუძველი არსებობს), თითქოს მოპასუხეს მოსარჩელე მხარის მიერ გაგზავნილი სარჩელი ჩაბარდა და მან განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარადგინა, საქმეს დახურულად და მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილად აცხადებს. ორივე ინსტანციის სასამართლომ უბრალოდ, ადგა და გააყალბა ფაქტები და ეს სიყალბე გამოაცხადა გადაწყვეტილების საფუძვლად.


ჩვენ უნდა შევხვდეთ და თქვენ უნდა გაეცნოთ მტკიცებულებებს და დაინახავთ თანმიმდევრულად აღწერილ დეტალებს, რაც ნათელს ხდის ფაქტს, რომ სარჩელი არ ჩამბარებია, შესაბამისად, შესაგებელის წარდგენის ვადასაც ვერ დავარღვევდი.


ბატონო მიხეილ, ვინ ვინ და თქვენ, ვალდებული ხართ, ამ საქმეს შეხედოთ და განიხილოთ, როგორც არა ერთი რიგითი ბანალური ბიზნეს-დავა, არამედ, როგორც პრეცენდენტული შემთხვევა, რადგან საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში ჯერ არ მომხდარა ფაქტი, როდესაც პირს ესოდენ მაღალი ღირებულების ქონება საქმის განუხილველად ჩამოერთვა და ეს მაშინ, როდესაც საქმე გაჯერებულია მრავალი მტკიცებულებით, რომლებიც სარჩელის ჩაუბარებლობას ადასტურებს.


ორი ინსტანციის სასამართლომ საკუთრების ბედი გადაწყვიტა არასწორი, უსამართლო, ხელის გადაგრეხვის პრინციპით. ეს მაზიანებს არა მარტო მე, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში, აზიანებს ბიზნეს-გარემოს და აღრმავებს იმ ნიჰილიზმს, რაც სამწუხაროდ, სასამართლო სისტემის მიმართ არსებობს. სწორედ ასეთი მოსამართლეების მიერ გამოტანილი ამგვარი უსამართლო გადაწყვეტილებებია, რაც თქვენს ხელისუფლებას, რომლის მხარდამჭერიც იმთავითვე დაწყებული, ვიდრე დღემდე, მეც ვარ, ულახავს რეპუტაციას და აკარგვინებს ამომრჩეველს.


ბატონო მიხეილ, ახლა უკვე მესამე ინსტანციამ, ანუ უზენაესმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს ვერდიქტი - გამოუტანოს ბიზნესს უიმედობის და დაუცველობის განაჩენი, თუ გაუჩინოს განცდა, რომ ბიზნესის საუკეთესო ინტერესები საქართველოში ყოველთვის მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტის დაცვითაა გარანტირებული. გაითვალისწინეთ - ხაზგასმით აღვნიშნავ - მე არ ვითხოვ გამართლებას. მე ვითხოვ მხოლოდ იმას, რომ სასამართლომ საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს.


ერთსაც გაგახსენებთ, ბატონო მიხეილ - დღეს ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი დიპლომატები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით პროგრესი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის“. ეს სიტყვა-სიტყვით გახლავთ ციტატა სულ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანის გამოსვლიდან.


თქვენ ხართ ხიდი, გამტარი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. ამიტომ მოგმართავთ, ჩატყდება ეგ ხიდი, თუ საკითხებს სასამართლო სამართლიანად არ გადაწყვეტს. სახეზეა მრავალმილიონიანი ბიზნეს დავის სასამართლო განხილვის გარეშე გადაწყვეტის მცდელობის საკითხი. უკვე ორი ინსტანცია „გრიალით“ გაიარა. ეს ყველაფერი, მე, სამწუხაროდ, მიტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს საქმე კორუფციის ნიშნებს შეიცავს. ამ ეჭვს იზიარებს ჩემი ინტერესების დამცველი ადვოკატი, არც მეტი არც ნაკლები, თქვენივე ხელისუფლების ყოფილი გენერალური პროკურორი, არჩილ კბილაშვილი და ის ამ ეჭვს საჯაროდ და ხმამაღლა გამოთქვამს.


ნუ იტყვით, რომ ეს საკითხი სასამართლოს პრეროგატივაა და თქვენს კომპეტენციას სცდება, ნურც იმას მირჩევთ, რომ თუკი დანაშაულის ნიშნებს ვხედავ, პროკურატურას უნდა მივმართო (უკვე მივმართე). მე თქვნგან ვითხოვ, შემხვდეთ, გაეცნოთ ჩემს პოზიციას და არგუმენტებს (შეხვდით მომჩივან მხარესაც), შეისწავლეთ საკითხი, თუ როგორ წყვეტს 15 მლნ აშშ დოლარის აქტივის ბედს საქმის განუხილველად სასამართლო და გააკეთეთ განცხადება, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, მკაფიოდ დააფიქსირეთ თქვენი აზრი.


კიდევ ერთხელ გეუბნებით და გაფრთხილებთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი საქმე - ეს არის საქმე, რომელსაც თუ დროულად არ მიეხედა, მთლიანად ბიზნეს-სამართლის წარმოებისთვის იქცევა გამოუსწორებელ საფრთხედ“, - აღნიშნავს დავით ზეიკიძე.



თეგები:
ლიდერფუდი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up