დავით ზალკალიანმა სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ისაუბრა

დავით ზალკალიანმა სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ისაუბრა

access_time2020-12-28 15:50:00

2020 წლის 28 დეკემბერს გაიმართა სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინ-შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა, აურელიო ჩოკოიმ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვასილი ბოდნარმა და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა, ალთაი ეფენდიევმა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.




„აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან, საქართველო აზერბაიჯანიდან გადმოიბარებს სუამ-ის თავმჯდომარეობას 1 წლით. ამ კონტექსტში, ონლაინ-შეხვედრის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა კოლეგებს გააცნო სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და აღნიშნა, რომ ყურადღება გამახვილდება ორგანიზაციის ფარგლებში ურთიერთქმედების გაძლიერებაზე როგორც პოლიტიკური, დარგობრივი და საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებებით, ისე, ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების კუთხით. მინისტრებმა დავით ზალკალიანს წარმატებები უსურვეს ორგანიზაციაში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კოლეგებმა მიულოცეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და მთავრობის დამტკიცება.




ონლაინ-შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ორგანიზაციის ფარგლებში გამართული ღონისძიებები, ისაუბრეს სამუშაო ჯგუფების/ქვეჯგუფების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს წევრი ქვეყნების საბაჟო უწყებებს შორის აქტიური და წარმატებული თანამშრომლობა, რაც პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე უაღრესად მნიშვნელოვანია.




ასევე, მინისტერიალზე ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებულ ყველა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის პოლიტიკური, დარგობრივი, პარლამენტთაშორისი და პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით.





სხდომის ფარგლებში, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს სუამ+ ფორმატის თანამშრომლობა ორგანიზაციის ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან და განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები სხვა ქვეყნებთან. ახალი პარტნიორების კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა ისრაელის სახელმწიფოსთან.



შეხვედრის დასასრულს, ხელი მოეწერა გადაწყვეტილებებს საორგანიზაციო საკითხების შესახებ და გაფორმდა ონლაინ-სხდომის ოქმი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up