დავით ზალკალიანმა საყოველთაო ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

დავით ზალკალიანმა საყოველთაო ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

access_time2020-10-08 23:20:00

2020 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო საყოველთაო ჯანდაცვის (UHC) მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც იაპონიის მთავრობის ინიციატივითა და ჯგუფის თანათავმჯდომარეების - იაპონიის, საქართველოსა და ტაილანდის, ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამასპინძლობით დისტანიურ რეჟიმში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



„ღონისძიებაში პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, მონაწილეობდნენ ასევე გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჰერიეტა ფორი.



შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალ კორონავირუსთან ეფექტურად ბრძოლის საქმეში საყოველთაო ჯანდაცვის როლის და მნიშვნელობის შეფასება და ამ მხრივ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება; ასევე საყოველთაო ჯანდაცვის თემაზე 2019 წლის მაღალი დონის შეხვედრის პოლიტიკური დეკლარაციის შესრულების საჭიროების ხაზგასმა და საყოველთაო ჯანდაცვისა და კოვიდ 19-ის თემებზე გაეროს გენერალური მდივნის ახალი დოკუმენტის განხილვა.




გამოსვლისას მინისტრმა ხაზი გაუსვა ჯანმრთელობის უფლების, როგორც ადამიანის ძირითად უფლებათაგან ერთ-ერთის, რეალიზაციის მნიშვნელობას. მისი განმარტებით, საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც საკვანძოა მდგრადი განვითარების მე-3 მიზნის (ყველა ასაკში ჯანმრთელი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა) მიღწევისათვის, წარმოადგენს ჯანდაცვის სერვისებთან წვდომის გზაზე ფინანსური ბარიერების აღმოფხვრის მნიშვნელოვან მექანიზმს.



მინისტრმა მიმოიხილა COVID19-თან ბრძოლაში საქართველოს გამოცდილება და აღნიშნა, რომ ამ მხრივ მიღწერულ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმამ, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2013 წელს დაიწყო და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით განხორციელდა.



საყოველთაო ჯანდაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფი შეიქმნა იაპონიის ინიციატივით და ის წარმოადგენს არაფორმალურ პლატფორმას წევრი ქვეყნებისათვის, რომლის ფარგლებშიც ხდება მოსაზრებათა გაცვლა და ინფორმაციის გაზიარება 2030 წლისთვის საყოველთაო ჯანდაცვის მიღწევის მხარდამჭერი ინიციატივებისა და გზების შესახებ.



აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური დეკლარაციის ტექსტზე მთავრობათაშორის მოლაპარაკებებს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის თემაზე 2019 წლის სექტემბერში გამართული მაღალი დონის შეხვედრისას იქნა მიღებული, გაეროსთან საქართველოსა და ტაილანდის მუდმივი წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up