დავით ზალკალიანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და კულტურის მინისტრს კატარინ ეგერბერგეს შეხვდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ლიხტენშტაინის ურთიერთობები როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და განიხილეს დარგობრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები ისეთ სფეროებში, როგორიც არის განათლება და ტურიზმი. დადებითად შეფასდა „ეფტას“ ქვეყნებთან, რომლის წევრი ლიხტენშტაინიც გახლავთ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიხტენშტაინს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე.
2020 წლის მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენცია 14-16 თებერვალს იმართება. საქართველოს დელეგაცია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მონაწილეობს.