დავით ზალკალიანის განცხადებით, სოფელ გუგუტიანთკარში პრემიერის დავალებით ჩავიდა

დავით ზალკალიანის განცხადებით, სოფელ გუგუტიანთკარში პრემიერის დავალებით ჩავიდა

access_time2019-08-17 18:54:01

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოფელ გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას დახურულ კარს მიღმა შეხვდა და მათი პრობლემებისა და შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. როგორც ზალკალიანმა მედიასთან განაცხადა, ის გუგუტიანთკარში პრემიერ-მინისტრის დავალებით იმყოფებოდა. მისი თქმით, მოსახლეობის პრობლემების შესახებ ინფორმაციას ის პრემიერს მიაწვდის.

ამასთან, როგორც ზალკალიანმა განმარტა, მოსახლეობას დახურულ ფორმატში იმიტომ შევხდა, რომ მსგავსი საკითხების პიარული მიზნებისთვის გამოყენება არ უყვარს.

„ჩემი სურვილი იყო, რომ ეს შეხვედრა მედიის გარეშე შემდგარიყო. არ მიყვარს, ასეთი საკითხების გამოყენება სხვადასხვა პიარული მიზნებისთვის. მინდოდა, რომ ამ ადამიანებს ძალიან ღიად და გულწრფელად ეთქვათ თავიანთი სათქმელი. ისინი იყვნენ ძალიან გულწრფელები და მადლიერი ვარ მათი, რომ გაგებით ეკიდებიან არსებულ სიტუაციას. მე მათ მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია, იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელა. მათი თხოვნაც არის, რომ არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია და გამწვავება.

მე მათ პირობა მივეცი, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას. არის გარკვეული პრობლემები სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. მე აქ პრემიერ-მინისტრის დავალებით ვიმყოფებოდი და აუცილებლად გადავცემ მას ამის შესახებ,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.


ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ სარწყავი წყლის რეზერვუარი უკანონო საზღვრის მიღმა აღმოჩნდეს, ზალკალიანმა უპასუხა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს არ მოხდეს.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოექცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება და საშუალება, რომ საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაზე წვდომა ჰქონდეთ. ამიტომ, რაც კი რესურსია ჩვენ ხელთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობამ სარწყავი წყლით ისარგებლოს. ჩვენ მუდმივად პულსზე გვჭირავს ხელი, რომ აქ არსებული სიტუაცია არ გამოვიდეს კონტროლიდან,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

IPN




კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...

Bloomberg: კორონავირუსმა ჩინური ბიზნესი დააზარალა

Bloomberg: კორონავირუსმა ჩინური ბიზნესი დააზარალა
access_time2020-01-25 13:30:14
  ახალმა კორონავირუსმა, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის, შეამცირა ინვესტორების ენთუზიაზმი ჩინური საფონდო ბაზრისადმი, რომელიც ბოლო თვეებში სწრაფად იზრდებოდა.   დანაკარგებს ძირითადად ითვლიან სამომხმარებლო ბაზრის მოთამაშეები, ტუროპერატორები, და ავიაკომპანიები.   საფონდო ინდექსი FTSE China A50, რომელიც ასახავს ჩინეთის 50 უმსხვილესი კომპანიის კაპიტალიზაციას, 22 იანვარს შემცირდა 1,7%-ით, რაც არის ბოლო 6 თვის ყველაზე ძლიერი...

საქორწილო ტურიზმი საქართველოში და ყველაზე პოპულარული ლოკაცია უცხოელებისთვის

საქორწილო ტურიზმი საქართველოში და ყველაზე პოპულარული ლოკაცია უცხოელებისთვის
access_time2020-01-25 12:00:29
როგორია საქორწილო ტურიზმი საქართველოში და რა ლოკაციაა ყველაზე პოპულარული უცხოელებისთვის ? - ამ თემაზე ისაუბრეს რადიო კომერსანტზე Malibu Flowers • მალიბუს ყვავილები-ს დამფუძნებლებმა მარიამ კლდიაშვილმა და ლიკა ჯიღაურმა. „ჩვენი კომპანია მოიცავს ქორწილის,როგორც ორგანიზებას, ისე გაფორმებას. ვმუშაობთ დეკორაციაზე, ყვავილებსა და სხვადასხვა დეკორაციაზე,რომლებსაც ჩვენ ვაწყობთ. ასევე ვგეგმავთ და ვაფორმებთ კორპორატიულ ღონისძიებას, ივენთებს,...

პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ
access_time2020-01-24 17:00:32
დღეს, პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.ბანკის მენეჯმენტთან შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო დისკუსია თემაზე „ინოფინის საგარანტიო პროგრამა და მისი მნიშვნელობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის“. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების ძირითადი მიზანი გახლდათ,...


მსგავსი სიახლეები

up