დავით ზალკალიანი: უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის რეგიონის გარეშე წარმოუდგენელია ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობა

დავით ზალკალიანი: უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის რეგიონის გარეშე წარმოუდგენელია ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობა

access_time2020-02-15 14:00:43

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ნატოს გენერალური მდივნ​ის მოადგილესთან და კოლეგა მინისტრებთან ერთად შავი ზღვის რეგიონისადმი მიძღვნილ პანელში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



„შავი ზღვის რეგიონი ყოველთვის იყო ინტენსიური სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების ადგილი და ის სულ უფრო გარდაიქმნება სხვადასხვა აქტორების მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერაქციის მიზიდულობის ცენტრად. რეგიონის ქვეყნების და არა მარტო, ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების ზრდის ფონზე, უფრო მეტად არის ერთმანეთზე გადაჭდობილი ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები. სამწუხაროდ, გამყოფი ხაზების და გავლენათა ზონების შექმნის პოლიტიკური ინტერესი კი, ნეგატიურად აისახება რეგიონის როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების საერთო სურათზე" - განაცხადა პანელზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.



დავით ზალკალიანის თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ დრამატულად შეცვალა პოლიტიკური და უსაფრთხოების ბალანსი შავი ზღვის რეგიონში და გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. შესაბამისად, მინისტრის განცხადებით, ნატოს ჩართულობა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია და საქართველო, როგორც რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით დაინტერესებული ქვეყანა, გააგრძელებს ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებას ამ მიმართულებით.



„2016 წლის ვარშავის სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო ნატოს ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ, შავი ზღვის რეგიონში. ეს ნიშნავს იმას, რომ ნატოში ესმით - უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის რეგიონის გარეშე წარმოუდგენელია ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობა" - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.




მინისტრის თქმით, ალიანსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილებაა, რომელშიც ნატოს ეგიდით მიმდინარე სხვა ოპერაციების მსგავსად, საქართველო მოქმედებს, როგორც უსაფრთხოების უზრუნველმყოფი.



„საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" და შავი ზღვის უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილი აჩვენებს, რომ საქართველო ყველაზე სანდო და უნარიანი პარტნიორია" - აღნიშნა მინისტრმა.



დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო და უკრაინა ალიანსის მნიშვნელოვანი მოკავშირეები არიან და მნიშნელოვანია, რომ ნატოს პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის ორივე ქვეყანა მაქსიმალურად იყოს ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. მინისტრის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია ალიანსს ჰქონდეს გრძელვადიანი სტრატეგია რეგიონის მიმართ, შავი ზღვის ჩათვლით; ძალიან მნიშვნელოვანია ასევე იმ გამოწვევის წინაშე მტკიცედ და ერთად დგომა, რასაც რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებები და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფა წარმოადგენს.



„გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობის წინაშე ეფექტიანი ქმედებისთვის, შავი ზღვის რეგიონი საჭიროებს ყოვლისმომცველ მიდგომას და ნატოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობას პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მიმართულებით. ასეთი სტრატეგიით გათვალისწინებული უნდა იყოს შავი ზღვის ქვეყნების მიღწევები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მეტი ჩართულობა კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში, რეგიონალური პარტნიორობის შესაძლებლობების შენების და რეგიონალური და გლობალური პროექტების მხარდაჭერის პარალელურად" - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს 14-15 თებერვალს მიმდინარე მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up