საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ჩვენი ფიქრებით თურქი ხალხის გვერდით ვართ და ვლოცულობთ დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულთა ოჯახებისთვის, დაშავებულებს კი სრულყოფილ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“-აღნიშნულია დავით ზალკალიანის
„ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.