დავით ზალკალიანი - თავისუფალი ეკონომიკის განვითარების მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კარგი შეფასებები გვაქვს

დავით ზალკალიანი - თავისუფალი ეკონომიკის განვითარების მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კარგი შეფასებები გვაქვს

access_time2019-01-23 21:05:03

საქართველოს თავისუფალი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ასევე სავაჭრო და სატრანსპორტო პოტენციალის შესაძლებლობის კუთხით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან კარგი შეფასებები აქვს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.


საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს და ასევე, ყურადღებას ამახვილებს პანელზე Eurasia in a New Global Contex, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. ზალკალიანმა მედიას მოკლედ გააცნო საკითხები, რაზეც პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს.


„ყურადღებას გავამახვილებთ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში არსებობს. ხაზი გაესმევა საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქციის მქონე ქვეყანას. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თანმიმდევრულად ვითარდება და, რომელსაც აქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები ეკონომიკური კუთხით. ძალიან კარგი შეფასებები გვაქვს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან თავისუფალი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ასევე სავაჭრო და სატრანსპორტო პოტენციალის შესაძლებლობის კუთხით“ – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


მისი განმარტებით, პრემიერი ასევე ისაუბრებს სამშვიდობო პოლიტიკასა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.



„საუბარი შეეხება სამშვიდობო პოლიტიკას. აუცილებელია, გარე რისკები და საფრთხეები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, რათა ქვეყანაში განვითარების შესაძლებლობა შეიქმნას. თუ არ იქნება სტაბილურობა, არ იქნება განვითარება, არ იქნება ეკონომიკური პროგრესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ყველა ამ საკითხზე და სასურველია, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე საქართველო წარდგეს იმ ეკონომიკური უპირატესობებით, რაც რეგიონში გააჩნია,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.


ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველო პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალივეს შორის, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას მრავალი მიმართულებით. მისი განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ პროექტებს.


„ვისაუბრეთ სატრანსპორტო პროექტებზე და იმ დიდ პოტენციალზე, რომელიც არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანში ცენტრალური აზიიდან ტვირთების მოზიდვის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით შესაძლებლობები ფართოვდება. ვისაუბრეთ TANAP-ის პროექტზე და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლსა და ფუნქციას ასრულებს. მსოფლიოში აღნიშნული მიმართულებით დიდი კონკურენციაა. ყველა ქვეყანა ცდილობს, თავისი მარშრუტების წინა პლანზე წამოწევას, შესაბამისად, საჭიროა, საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი ძალებით იმოქმედონ, რომ აღნიშნულმა სატრანსპორტო მაგისტრალებმა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია შვეიცარიაში, დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში შეხვედრებს განაგრძობს.


1tv.ge





შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

დღგ-ის 18%-დან 10%-მდე შემცირება - რას გულისხმობს დიმიტრი ქუმსიშვილის მოსაზრება

დღგ-ის 18%-დან 10%-მდე შემცირება - რას გულისხმობს დიმიტრი ქუმსიშვილის მოსაზრება
access_time2020-09-19 17:00:14
საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოდის ინიციატივით, გაიხსნას დიალოგი დამატებული ღირებულების გადასახადის გარკვეული პერიოდით შემცირების საკითხზე. ამის შესახებ „ოცნების“ მთავრობის ყოფილმა მინისტრმა, რომელიც ამჟამად კერძო სექტორს წარმოადგენს, bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. დიმიტრი ქუმსიშვილი პანდემიის პერიოდში გიორგი გახარიას მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების თუ ინიციატივების შეფასებისგან თავს იკავებს, რადგან თვლის, რომ ეს მისი მხრიდან არასწორი იქნება,...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია
access_time2020-09-19 14:45:19
„სააკაშვილმა მეკვიდრეობით მიიღო ფაქტიურად მომაკვდავი ქვეყანა თავისი ყველა მაჩვენებლით, არანაირი სახელმწიფოებრიობის ნიშნებით. ამავე დროს, არ იყო დრო, არ იყო კადრები, არც ფული, მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ უნდა გვემოქმედა ძალიან სწრაფად და შეუპოვრად. ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი საშიში პრობლემა იყო კორუფცია და დანაშაული. ამით დაინფიცირებული იყო საქართველოს სხეულის ყველა უჯრედი. საჭირო იყო გადაგვერჩინა მთლიანად სხეული და არა მისი ცალკეული ორგანოები და ჩვენ...


მსგავსი სიახლეები

up