დავით ზალკალიანი - შეუძლებელია საუბარი ახალ გამყოფ ხაზებზე, ნებისმიერ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები

დავით ზალკალიანი - შეუძლებელია საუბარი ახალ გამყოფ ხაზებზე, ნებისმიერ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები

access_time2022-01-25 10:00:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, დასავლელ პარტნიორებს სურთ, უკრაინასთან დაკავშირებით ვითარება დეესკალაციისკენ წაიყვანონ.



ზალკალიანის განმარტებით, დასავლელი პარტნიორები რუსეთის ფედერაციას სთავაზობენ თემებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არსებული ვითარების განმუხტვის საშუალებას იძლევა.




ზალკალიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეუძლებელია საუბარი გავლენის სფეროებზე, ახალ გამყოფ ხაზებზე, ნებისმიერ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და ეს დაფიქსირდა კიდეც დასავლელი პარტნიორების მხრიდან.



„დასავლელი პარტნიორების პოზიციაა, რომ მათ სურთ, სიტუაცია დეესკალაციისკენ წაიყვანონ. ამიტომ ისინი რუსეთის ფედერაციას სთავაზობენ თემებს, რომლებიც მისცემს შესაძლებლობას, თუკი მათი მხრიდან არის პოლიტიკური ნება, რომ განიმუხტოს არსებული სიტუაცია, ამის საშუალებას ჩვენი დასავლელი პარტნიორები აძლევენ რუსეთის ფედერაციას, ეს ასევე დაფიქსირებული იქნება წერილობით პასუხში, რომელსაც ამერიკელი პარტნიორები უახლოეს დღეებში მიაწვდიან რუსეთის ფედერაციას, რომ არის მიმართულებები, რომელზეც შეიძლება საუბარი, მათ შორის განიარაღების კუთხით, მათ შორის სხვადასხვა შეთანხმებასთან დაკავშირებით, საიდანაც რუსეთის ფედერაცია გამოვიდა. თუკი რუსეთის მხრიდანაც იქნა ნება, რომ წავიდნენ დეესკალაციის მიმართულებით, სწორედ ეს მისცემს საფუძველს, რაც გამოჩნდება უახლოეს პერიოდში, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ არ იქნება დათმობები იმ წითელ ხაზებთან მიმართებაში, რაც არის ფუნდამენტური, რაც არის დაკავშირებული მიღებულ გადაწყვეტილებებთან, მათ შორის ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებებთან, არის დაფიქსირებული შემდგომ მინისტერიალებში, მათ შორის 2021 წლის ბრიუსელის სამიტზე. სულ ცოტა ხნის წინ, ჩემს უკრაინელ კოლეგასთან ერთად, მონაწილეობა მივიღე მინისტერიალზე რიგაში, სადაც აღნიშნული კიდევ ერთხელ იყო დაფიქსირებული და ის, რომ შეუძლებელია საუბარი გავლენის სფეროებზე, ახალ გამყოფ ხაზებზე, ნებისმიერ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები. ჩემი მხრიდან ეს უნდა იყოს ასევე დაკავშირებული ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან, ასევე ჩვენს სუვერენულ არჩევანთან უსაფრთხოების ალიანსებთან მიმართებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.


1tv.ge






S&P 500 ESG-დან Tesla გარიცხეს

S&P 500 ESG-დან Tesla გარიცხეს
access_time2022-05-18 21:32:18
ილონ მასკის კომპანია Tesla ინდექსიდან S&P 500 ESG გარიცხეს. ამის შესახებ პორტალი investing.com სააგენტო RBC–ზე დაყრდნობით წერს. საინდექსო პროვაიდერის აღმასრულებელმა დირექტორმა რამდენიმე პრობლემაზე მიანიშნა, რომლებმაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება განაპირობეს. პრეტენზიების ნაწილი შეეხებოდა საკითხებს, თუ როგორ იძიებს ელექტრომობილების მწარმოებელი ავტოპილოტთან...

Reuters: ევროკავსირი უკრაინას დამატებით €9 მლრდ-ს გამოუყოფს

Reuters: ევროკავსირი უკრაინას დამატებით €9 მლრდ-ს გამოუყოფს
access_time2022-05-18 21:00:42
ყველაზე ცოტა რაც უკრაინას ეკონომიკური აღდგენისთვის დასჭირდება 600 მლრდ აშშ დოლარია, ზოგი დათვლით უკვე 1 ტრლნ. ომის პარალელურად ნგრევა და ზარალის მოცულობაც იზრდება. ძირითადი ტრანშები ომის დასრულების შემდეგ გადაირიცხება. გარვეული მონახაზები კი უკვე არსებობს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დენ ლაიენმა განაცხადა, რომ ბრიუსელი კიევს დამატებით 9 მლრდ ევროს გამოუყოფს. ინფრომაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.   დახმარების ყველაზე დიდ წყაროდ რუსეთისთვის გაყინული $300...

„საიდუმლო ოთახი“ ხელოვნების სასახლეში 18 მაისიდან გაიხსნა – გიორგი კალანდია გადაცემაში „ბრენდი საქართველო“

„საიდუმლო ოთახი“ ხელოვნების სასახლეში 18 მაისიდან გაიხსნა – გიორგი კალანდია გადაცემაში „ბრენდი საქართველო“
access_time2022-05-18 18:30:34
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელოვნების სასახლეში საინტერესო სიახლეებია დაგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი ხელოვნების სასახლეში იმ „საიდუმლო ოთახის“ გახსნაა, რომელიც ლეგენდარული სიყვარულის ისტორიას უკავშირდება. სიყვარულის ისტორიაზე და საიდუმლო ოთახზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ ისაუბრა. ...

18 მაისი - ლარი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

18 მაისი - ლარი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-05-18 17:10:24
18 მაისი ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.12 თეთრით 2.9442-მდე გამყარდა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 2.08 თეთრით 3.0973-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.23 თეთრით 3.6538-მდე, ლარი 100 რუსულ რუბლთან 3.48 თეთრით 4.5576-მდე, 10 უკრაინულ გრივნასთან 0.29 თეთრით 1.0014-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 8.49 თეთრით 6.4031-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.1846-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.23 თეთრით 1.7354-მდე გამყარდა.

რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს - ფხაკაძე საწვავის ფასზე

რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს - ფხაკაძე საწვავის ფასზე
access_time2022-05-18 16:25:08
საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია, ამ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სოსო ფხაკაძის თქმით, ამ ეტაპზე, ფასების შემცირების რესურსი არ არსებობს.   „დღეს არის არაორდინალური ვითარება ომის გამო. დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ისეთი პროცესი, სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთ-უკრაინას შორის ასევე...


მსგავსი სიახლეები

up