დავით ზალკალიანი - სერგეი ლავროვთან შეხვედრა იყო საჭირო, დროული და აუცილებელი

დავით ზალკალიანი - სერგეი ლავროვთან შეხვედრა იყო საჭირო, დროული და აუცილებელი

access_time2019-10-03 21:35:54

სერგეი ლავროვთან შეხვედრა იყო საჭირო, დროული და აუცილებელი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.


„ამის თქმის საფუძველს მაძლევს მე ის კომუნიკაცია, რომელიც მქონდა ნიუ იორკში მთელი კვირის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ აუცილებელია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ბორდერიზაციის პროცესი და ასევე ჟენევის პროცესში არსებული პრობლემატიკა იყოს განსაკუთრებულად განხილული და ამ პროცესს მივცეთ ახალი დინამიკა“,- განაცხადა ზალკალიანმა.


როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა.


„მინდა, კიდევ ერთხელ მეორე სპეკულაცია გავაქარწყლო, რომ თითქოს იქ საუბარი იყო რაღაც ფორმატების ცვლილებაზე და რაღაც ფორმატის ჩანაცვლებაზე. არამც და არამც, არანაირი ფორმატის ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა. პირიქით, კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობებს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჟენევის ფორმატში. რა თქმა უნდა, პერსონალიები შეიცვალა, მაგრამ ახალი პერსონალიები, რომლებიც ეყოლება რუსეთის ფედერაციას, მისი მონაწილეობით იქნება გაგრძელებული ჟენევის მოლაპარაკებები“, – აღნიშნა ზალკალიანმა.



მისივე თქმით, ლავროვთან შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი შვეიცარიის მხარე იყო, რაზეც ქართულმა მხარემ თანხმობა განაცხადა.


„ნიუ იორკში მთელი კვირის განმავლობაში მქონდა შეხვედრა პარტნიორებთან. განვიხილავდით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას. რამდენიმე დღით ადრე, ამ შეხვედრამდე, მე მქონდა შეხვედრა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელმაც ჩემთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ხომ არ იქნებოდა განხილული ჩვენი მხრიდან ამ შეხვედრის შესაძლებლობა გაერო-ს ფორმატის ფარგლებში შვეიცარიელების ინიციატივით, მათი ორგანიზებით და შუამდგომლობით. რა თქმა უნდა ეს, ჩვენი მხრიდან იყო განხილული და დავთანხმდით ამ შეხვედრაზე. რატომაც არა. გაერო-ს ფორმატებში ყველა ყველას ესაუბრება. იქ მიდის საუბარი ისეთ ქვეყნებს შორის. რომლებთაც დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ. იცით თქვენ, რომ ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით სომხეთი და აზერბაიჯანი საუბრობს. სერბეთი და კოსოვო საუბრობს ირანის თემატიკასთან. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და რატომაც არა, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა. ამიტომ მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება“,- განაცხადა ზალკალიანმა.


ამასთან, დავით ზალკალიანის თქმით, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზეც იყო საუბარი.


„ფრენებთან დაკავშირებით საუბარი იყო და ბუნებრივია, ამას მივესალმეთ. ფრენებთან დაკავშირებით ამ შეხვედრის წინა დღეს გაკეთდა კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ერთ-ერთ გამოცემაში. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას. შეხვედრაზეც აღვნიშნე, რომ ხალხთა შორის ურთიერთობის წინააღმდეგი ვინ შეიძლება იყოს? მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთი რუსეთის მოქალაქე ვერ იტყვის, რომ მას რაიმე პრობლემები შეექმნა. ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ჩვენ ძალიან რაციონალურად, პრაგმატულად გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას და ეს ყველაფერი არის ჩვენი, საქართველოს გადასაწყვეტი“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს
access_time2020-07-14 13:00:03
პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა ლევან კობერიძემ განუცხადა.   ეს კანონი უკვე ანტიკონსტიტუციურია, მაგრამ ის იმ დათქმით არის მიღებული, რომ იმოქმედოს 15 ივლისამდე. ეს კანონი პარლამენტის გვერდის ავლით, მთავრობას აძლევს იმ უფლებების შეზღუდვის საშუალებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო...

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

EMC - ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ

EMC - ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ
access_time2020-07-14 11:00:46
საქართველოს პარლამენტი შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით არის მომზადებული და რომელიც გულისხმობს  ცვლილებებს შრომის კოდექსში და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში. ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. საკანონმდებლო წინადადებას განსაკუთრებული კრიტიკა „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ მხრიდან...

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან
access_time2020-07-13 20:00:35
დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.   "იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს...

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს
access_time2020-07-13 18:35:20
საზოგადოებრივი მაუწყებელი (საზმაუ)  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მზარდი დაფინანსებით ყველაზე მდიდარი ტელევიზიაა საქართველოში. ჯამური შემოსავალი 55.9 მლნ ლარია.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით,   ტელეკომპანიას სარეკლამო შემოსავლები 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს 1.5 მლნ ლარით შეუმცირდა, თუმცა, სარეკლამო შემოსავლების ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავა . საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამა მნიშვნელოვნად 2018 წელს გაიზარდა. ამავე წლის...


მსგავსი სიახლეები

up