დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო მინისტერიალში მსოფლიო პრესის თავისუფლების კონფერენციის ფარგლებში

დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო მინისტერიალში მსოფლიო პრესის თავისუფლების კონფერენციის ფარგლებში

access_time2020-12-10 22:20:00

2020 წლის 9 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო პრესის თავისუფლების კონფერენციის „WPFC2020“ ფარგლებში გამართულ მინისტერიალში, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფ ბლოკის ინიციატივით გაიმართა. ამის შესახებ „კომერსანტს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.


მაღალი დონის ონლიან მინისტერიალში მონაწილეობდნენ 60-მდე ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები.


მინისტერიალის ფარგლებში, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტი „The Hague Commitment on the Safety of Journalists“. მინისტერიალის პროგრამის შემადგენელი ძირითადი ნაწილი იყო მრგვალი მაგიდა ჟურნალისტების უსაფრთხოების თემაზე.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი გამოსვლისას ხაზი გაუსვა თავისუფალი მედიის არსებობის მნიშვნელობას დემოკრატიის განმტკიცების პროცესში და ისაუბრა ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. დავით ზალკალინმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე საინფორმაციო ეპოქაში დეზინფორმაციის, როგორც ჰიბრიდული ომის წარმოების ყველაზე აქტიური ინსტრუმენტის საკითხზე და კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიზე.



„საქართველოს მთავრობა რჩება მედიის თავისუფლებისა და ქვეყანაში ჟურნალისტების დაცვისა და ხელშეწყობის ერთგულად, შესაბამისი ვალდებულებებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.


Freedom House-ის ანგარიშის „Freedom of the Net 2020“ მიხედვით საქართველო „თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში და ასევე იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც „ინტერნეტ თავისუფლებით (freedom on the net)“ სარგებლობენ. 2020 წელს „Reporters Without Borders-ის“ მიერ შედგენილი მსოფლიო პრესის თავისუფლების რეიტინგში „World Press Freedom Index“ საქართველომ მე-60 ადგილი დაიკავა.


მსოფლიო პანდემიის ფონზე, როდესაც ყველა ძალისხმევა მიმართულია ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ, საქართველოს უწევს ასევე „ინფოდემიის“ მოგერიებაც. რუსეთი აგრძელებს აგრესიულ მოქმედებას, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გაძლიერების გზით. კორონავირუსის წინაღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინსტიტუტი, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, მოექცა მძიმე „დეზინფორმაციული იერიშის“ ქვეშ - რუსეთი მას ადანაშაულებდა დაავადებების შექმნაში და ცდილობდა პანდემიის წინააღმდეგ მისი როლის დისკრედიტირებას.


ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საერთაშორისო საზოგადოებამ დაიკავოს მტკიცე და გადამწყვეტი პოზიცია, ჰიბრიდული ომის გამოწვევებთან ეფექტიანი გამკლავებისა და საერთაშორისო წესრიგზე დამყარებული წესებისა და პრინციპების დაცვის მიმართებით.“ - განაცხადა მინისტრმა თავის გამოსვლაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up