დავით ზალკალიანი: საქართველოს ძალისხმევა მიმართულია მნიშვნელოვანი  საერთაშორისო ენერგო-ტრანზიტული პროექტებისკენ

დავით ზალკალიანი: საქართველოს ძალისხმევა მიმართულია მნიშვნელოვანი საერთაშორისო ენერგო-ტრანზიტული პროექტებისკენ

access_time2020-02-15 15:00:14

„დიდი პოტენციალის მქონე რეგიონის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს რეგიონის ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა, ტრანსპორტის და ენერგიის სფეროში კავშირების გაღრმავება და მთავარ სტრატეგიულ პროექტებსა და ინიციატივებში ჩართულობა. საქართველომ არსებულ რეგიონულ პროექტებში აქტიური ჩართულობით დაამტკიცა თავისი სანდოობა და ამის მაგალითია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი. ამავე დროს, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მნიშვნელოვანი საერთაშორისო ენერგო-ტრანზიტული პროექტებისკენ, როგორიცაა სამხრეთის გაზის დერეფანი (TANAP, TAP), თეთრი ნაკადი, ტრანს-კასპიური გაზსადენი, ევრაზიის ენერგოსატრანსპორტო დერეფანი და AGRI." - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შავი ზღვის რეგიონისადმი მიძღვნილ პანელზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული სატრანზიტო მარშრუტების და დერეფნების განვითარების პროცესში და ისეთ პროექტებში, როგორებიცაა შავი და კასპიის ზღვების სატრანსპორტო დერეფანი, „ლაპის ლაზული", სამხრეთ-დასავლეთის დერეფანი, ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ მნიშვნელოვნად შეამცირა ევროპიდან ჩინეთამდე ტვირთის გადაზიდვის დრო.



„საქართველო ძალისხმევა სრულად არის მიმართული სტრატეგიულად მნიშნელოვანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისკენ და მოვუწოდებთ როგორც აშშ-ს, ისე ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.




თავის გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასებას, 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელს (5,2%), რაც აჭარბებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს და რაც აჩვენებს ქართული ეკონომიკის მედეგობას. ზალკალიანის თქმით, 2020 წელს ეკონომიკის ზრდის პერსპექტივა სტაბილურია და ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტს შეადგენს, ხოლო რისკები დაბალანსებულია 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი აქტივობის გამო. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქეყანაში არსებულ გარემოს აფასებს, როგორც რეფორმების გაგრძელების კარგ შესაძლებლობას.



მინისტრის აზრით, გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობის წინაშე ეფექტიანი ქმედებისთვის, შავი ზღვის რეგიონი საჭიროებს ყოვლისმომცველ მიდგომას და ნატოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობას პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მიმართულებით. ასეთი სტრატეგიით გათვალისწინებული უნდა იყოს შავი ზღვის ქვეყნების მიღწევები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მეტი ჩართულობა კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში, რეგიონალური პარტნიორობის შესაძლებლობების შენების და რეგიონალური და გლობალური პროექტების მხარდაჭერის პარალელურად.



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს 14-15 თებერვალს მიმდინარე მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up