დავით ზალკალიანი: საქართველო - თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია. ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მომართულებაზე

დავით ზალკალიანი: საქართველო - თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია. ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მომართულებაზე

access_time2021-03-03 14:20:00

2021 წლის 3 მარტს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია, რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საჭიროებს მჭიდრო კოორდინაციას და ორივე მხრიდან პოზიციების შეჯერებას. მისივე თქმით, ეს ვიზიტი წარმოადგენს კარგ საშუალებას იმისათვის, რომ მხარეებმა იმსჯელონ ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რაც აქტუალურია არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ რეგიონალურ კონტექსტშიც.



„მოგეხსენებათ, რომ თურქეთი არის საქართველოს ძალიან მკაფიო მხარდამჭერი- ჩვენი ატლანტიკური ინტეგრაციის, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის. გარდა ამისა, ის არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩართულია გეოპოლიტიკური მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებში და ასევე გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი,“ - განაცხადა ზალკალიანმა.



საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ შავი ზღვის რეგიონს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, შეხვედრებისას, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება რეგიონალური უსაფრთხოების საკითხი.



„თანამშრომლობა, როგორც შავი ზღვის რეგიონში, ასევე რეგიონს მიღმა და ჩვენი, როგორც დამაკავშირებელი ქვეყნის ფუნქციის ხაზგასმა იქნება განსახილველ საკითხებს შორის,“ - აღნიშნა მინისტრმა.




მისივე განმარტებით, ასევე განხილულ იქნება გლობალური პანდემიის თემა და ის მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც ამ პერიოდში თურქეთმა საქართველოს გაუწია. მინისტრის თქმით, საუბარი შეეხება საერთო გამოწვევებს, როგორც პანდემიის დამარცხების კუთხით, ისე ეკონომიკური რეაბილიტაციის თვალსაზრისით და ცხადია, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.



ვიზიტი შეაფასა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა. გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერის რანგში ოფიციალურად პირველად სტუმრობს ანაკარას და ამ უმნიშვნელოვანესი ვიზიტის ფარგლებში, როგორც ომხრივი ურთიერთობების, ისე რეგიონში მიმდინარე პროცესების კუთხით ძალიან საყურადღებო საკითხები განიხილება.



ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ Covid 19-ის პანდემიიდან გამომდინარე დაპაუზებული ურთიერთობები განახლდება და მას მიეცემა ახალი იმპულსი სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს თანამშრომლობა ენერგეტიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის თუ სხვა სფეროებში.



მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ დავით ზალკალიანი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, ასევე, შეხვდება თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს.



ვიზიტის დასასრულს კი, დავით ზალკალიანი მოინახულებს საქართველოს საელჩოს ანკარაში, სადაც სიმბოლურად აღინიშნება დიპლომატიური მისიის გახსნის 100 წლის იუბილე.











„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up