დავით ზალკალიანი - საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად

დავით ზალკალიანი - საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად

access_time2020-02-24 17:46:07

საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.გამოცემასთან საუბარში საგარეო უწყების ხელმძღვანელი აქცენტს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკური გავლენის შემცირება.“


დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს ესაჭიროება ევროკავშირისა და ნატოს პარტნიორების ყურადღება და ჩართულობა როგორც პოლიტიკური და სამხედრო, ისე სოციალურ-ეკონომიკური კუთხით.


„ზალკალიანის განცხადება ცხადყოფს, რომ ენერგორესურსებით მდიდარი სავაჭრო მარშრუტისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრი ორი სახელმწიფოს სანაპირო ზოლს მოიცავს, და ევროპას აზიასთან, ასევე ხმელთაშუაზღვისპირეთს ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებს, ბრძოლა ძლიერდება“, – წერს გამოცემა. ამის მაგალითად მოყვანილია 2019 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა, რომელზე პასუხისმგებლობაც აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის სპეცსამსახურებს დააკისრეს.


„კიბერთავდასხმის შესახებ გამოხმაურებების გავრცელებამდე, The Financial Times-თან ინტერვიუში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე უახლეს სამხედრო ტექნიკას და ამუნიციას აგზავნის“, – წერს გამოცემა.


ზალკალიანი იმასაც აღნიშნავს, რომ ევროკავშირისა და სხვა დასავლელი პარტნიორების ყურადღების ნაკლებობის შემთხვევაში „სიცარიელის შესავსებად“ სხვები ისარგებლებენ.



სტატიაში ასევე საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და რუსეთის მხრიდან ადგილზე განლაგებულ თანამედროვე რადარებსა და სარაკეტო სისტემებზე.


სტატიის ავტორები იუწყებიან იმასაც, რომ ერთი კვირის წინ, ზალკალიანმა, თავის უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკომისიას მიმართა დაფინანსების გაზრდის თაობაზე. მინისტრი ევროკავშირს საქართველოსა და ზოგადად, შავი ზღვის რეგიონში, რომლის წარმომადგენლებიც მისი წევრი ქვეყნები - რუმინეთი და ბულგარეთიც არიან, მეტი ინვესტიციის განხორციელებას სთხოვს, მათ შორის, შავ ზღვაზე წყალქვეშა ელექტროგაყვანილობის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის, ასევე, საბორნე მიმოსვლის კუთხით, რაც საქართველოს პორტებს ევროკავშირის სივრცესთან დააკავშირებს.


„ეს შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტის შესამცირებლად,“ - აღნიშნავს დავით ზალკალიანი ინტერვიუში და დასძენს, რომ ეს უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის სავაჭრო მარშრუტების განსავითარებლად. "საქართველო იმავდროულად არის ზღვაზე გასასვლელი კარიბჭე ზღვაზე გასასვლელის არმქონე, ცენტრალური აზიის 8 ქვეყნისთვის"- აღნიშნავს მინისტრი.


საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ „თურქეთი ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ქვეყნის სუვერენიტეტს.“


ზალკალიანი აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისი ყურადღებით აკვირდებოდა აშშ-სა და თურქეთს შორის სირიის საკითხთან დაკავშირებით შექმნილ დაძაბულობას და თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენას. მისი თქმით, თურქეთის ურთიერთობებში აშშ-სთან, თუ რუსეთთან, ყოველთვის არის აღმასვლა და პირიქით, მაგრამ საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა არ იცვლება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up