დავით ზალკალიანი -  სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივას, რომელიც ჩვენი პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გახლდათ, ევროკავშირის მხრიდან აქვს ძალიან ძლიერი, სერიოზული მხარდაჭერა

დავით ზალკალიანი - სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივას, რომელიც ჩვენი პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გახლდათ, ევროკავშირის მხრიდან აქვს ძალიან ძლიერი, სერიოზული მხარდაჭერა

access_time2021-11-30 21:57:19

ევროკავშირის სამ პრეზიდენტს ხვდებიან პრემიერ-მინისტრები, ევროკომისიის, ევროპის საბჭოს, ასევე, ევროპარლამენტის პრეზიდენტს და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამ ვიზიტის დიდ მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რაოდენ მაღალი მოლოდინები არის ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ასოცირებული ტრიოს ფორმატში გაიმართა.

დავით ზალკალიანის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ ფორმატში, პირველად, პრემიერ-მინისტრების დონეზე, ასოცირებული ტრიოს შეხვედრა იმართება და უმაღლეს დონეზე არის მიღება.


„სწორედ ეს შეხვედრა, რომელიც გაიმართა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ასოცირებული სამეულის ფორმატში, იყო ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინების შესახებ გვქონოდა საუბარი, რა მოლოდინები გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის ის, რომ იყოს შესაბამისად ასახული ჩვენი ევროპული არჩევანი და ევროპული მისწრაფება, ასევე ის, რომ მხარდაჭერილი იყოს მთავარი, ფუნდამენტური პრინციპი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობაზე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ევროკაშირთან შემდგომი უახლოესი პერსპექტივის ურთიერთობების და ის 5 საფლაგმანო პროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი ევროკავშირის მხრიდან, თუ როგორ შეიძლება მისი პრაქტიკულ განზომილებაში გადაყვანა და კონკრეტული შედეგების მიღწევა. ასევე მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ერთიან ევროპულ ბაზარზე წვდომის კუთხით, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი და ეს საერთო პრიორიტეტია, არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ, ასევე პრიორიტეტია უკრაინისთვის და მოლდოვისთვის. რა თქმა უნდა, გარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებისა, საუბარი იყო ბევრ სხვა ძირითად თემებზე, განსაკუთრებით რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების სიტუაციასთან დაკავშირებით. ძალიან პოზიტიურად აღინიშნა ის როლი, რომელსაც საქართველო ასრულებს, კერძოდ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამართული მედიაციის პროცესი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და ასევე, ჩვენი ინიციატივები სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის სახელით რომელიც არის ცნობილი და ჩვენი პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გახლდათ და ევროკავშირის მხრიდან ამ ინიციატივას აქვს ძალიან ძლიერი, სერიოზული მხარდაჭერა და მნიშვნელოვანია, რომ მათი ჩართულობაც იყოს უზრუნველყოფილი. ამ თემებზე გვქონდა ჩვენ ძალიან კარგი საუბარი“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.


ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up