დავით ზალკალიანი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

დავით ზალკალიანი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

access_time2020-12-01 11:56:01

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 1-2 დეკემბერს ვარშავაში მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაში პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩაერთვება.
მინისტერიალის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართული სამომავლო აქტივობები, მათ შორის საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვისარსებული ინსტრუმენტების, იგივე „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ განახლების პროცესი, რაზეც ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მათ შორის გლობალური პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებული ღონისძიებები, შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველო-ნატოს თანამშრომლობა, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში ნატო-ს მისიებში მონაწილეობის გზით.
ნატო-ს წევრი ქვეყნების მაღალი დონის შეხვედრებში, ასპირანტი საქართველოს მონაწილეობის რეგულარული ხასიათი ხაზს უსვამს ალიანსისთვის საქართველოს, როგორც სტაბილური და სანდო მოკავშირის მნიშვნელობას და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის მორიგ დემონსტრირებას“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ამასთან, უწყების ცნობით, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნევ რაუსთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრა გაიმართება პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის კაბინეტის უფროსთან კშიშტოფ შცერსკისთან.

1tv.ge





საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო
access_time2021-01-17 11:20:28
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში მართვის იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის დროსაც არ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.   „ჩვენმა სახელმწიფომ დეკლარირება გააკეთა და ამაში ვეთანხმები, რომ საქართველო კოვიდის დროს უფრო დაცული ქვეყანაა და ტექნოლოგიურად შესაძლებელია უცხოელებმა საქართველოდან იმუშაონ, აქედან მართონ თავიანთი კომპანიები. ამას მოჰყვა განცხადებები, რომ მთავრობა საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up