დავით ზალკალიანი - მერწმუნეთ, „კოვაქსის“ პლატფორმის მიღმა ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები გვექნება

დავით ზალკალიანი - მერწმუნეთ, „კოვაქსის“ პლატფორმის მიღმა ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები გვექნება

access_time2021-02-11 15:40:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ „კოვაქსის“ პლატფორმის მიღმა ვაქცინის ქვეყანაში შემოტანასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.



მისი თქმით, უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები გვექნება.



„ძალიან ძნელია კონკრეტულ თარიღებზე საუბარი, რადგან ვითარება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ძალიან სწრაფად იცვლება. ხედავთ, ევროკავშირში ახალი პრობლემები რომ წარმოიქმნება კომპანიების მხრიდან ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ ის, რაც უკვე დაკონტრაქტებულია, მივიღოთ „კოვაქსის“ პლატფორმით. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ „კოვაქს“ პლატფორმის მიღმა ვმუშაობთ ორმხრივად ჩვენს პარტნიორებთან და ამ მხრივ მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს. არ მინდა, გავუსწრო მოვლენებს და მაღალი მოლოდინები შევქმნა, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით, მხედველობაში მაქვს „კოვაქსის“ პლატფორმის მიღმა საქართველოში ვაქცინის შემოტანა. ინდივიდუალურად ყველა ქვეყანასთან ვმუშაობთ, რომ მათთვის ზედმეტი ვაქცინა მოწოდებული იქნას საქართველოსთვის. იყო სპეკულაციები მალტასთან დაკავშირებით, რომელიც აბსოლუტურად ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდა. იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მოწოდება, რომ საქართველოსთან და უკრაინასთან ერთად უფრო აქტიურად იყოს ჩართული ევროკავშირი, რომ რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე მივიღოთ ვაქცინა. ეს ძალიან დაგვეხმარება და ინდივიდუალური მუშაობა როგორც ევროკავშირის, ასევე არა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.






1tv.ge












„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up