დავით ზალკალიანი - ის ფაქტი, რომ  ხვალიდან სამღვდელოებისთვის გახსნილი იქნება დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული  ეკლესიები, სწორედ საქართველოს პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგია

დავით ზალკალიანი - ის ფაქტი, რომ ხვალიდან სამღვდელოებისთვის გახსნილი იქნება დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები, სწორედ საქართველოს პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგია

access_time2019-10-10 12:01:03

„განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრას და ამ შეხვედრაზე განხილულ საკითხებს. მათ შორის, მოგეხსენებათ დავით გარეჯის თემა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და ის რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგით დავბრუნდით, სწორედ ამ ორმხრივი შეხვედრიდან გამომდინარეობს, სადაც იყო ძალიან გულწრფელი საუბარი ყველა მიმართულებაზე“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში წარმოქმნილი დაბრკოლებები მოიხსნა, რაც სწორედ აღნიშული შეხვედრის შედეგია.



„ჩვენ შევთანხმდით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწევთ წინ, გამომდინარე იქიდან , რომ პრობლემა არის ძალიან მგრძნობიარე, საბჭოთა პერიოდიდან გვერგო უმძიმესი მემკვიდრეობა, რომლის გადაწყვეტაც ასე სწრაფად ვერ მოხდება, ამიტომ მთავარია, რომ ის არსებული დაბრკოლებები რომელიც ბოლო პერიოდში წარმოიშვა დაუყოვნებლივ მოვხსნათ და კარგია, რომ სწორედ ამ შეხვედრის შედეგად მივაღწიეთ ამას“-აღნიშნა მინისტრმა.



მისივე განცხადებით, პარარელურად გაგრძელდება მუშაობა სადემილიტაციო კომისიის ფარგლებში.




„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთობლივად მივარწევთ იმას, რომ საკითხი მოგვარდეს ორივე მხარისთვის მისაღებ ფორმებში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესებიდან გამომდინარე“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.



მისი თქმით, შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს.
დავით ზალკალიანის განცხადებით, ეკონომიკური თანამშრომლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტის განვითარება და ინვესტიციები იყო ასევე ის ძირითადი თემები, რომლებზეც შეხვედრებზე გამახვილდა ყურადღება.



მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში ვიზიტის შედეგად დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა ნოემბერში გაიმართება.







ლევან კობერიძე: მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს

ლევან კობერიძე: მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს
access_time2019-11-17 10:00:29
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს:"-მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს: მოგმართავთ თქვენ, როგორც ექიმი ექიმებს - ჩვენ გვაერთიანებს მინიმუმ ჰიპოკრატეს ფიცი , რომლითაც პაციენტის მკურნალობა არის უზენაესი დანიშნულება ექიმის და არ ცნობს არანაირ ბარიერებს ნებისმიერი სახის დაპირისპირების ან ომის პირობებშიც კი. უამრავი. ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებელი,...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...


მსგავსი სიახლეები

up