დავით ზალკალიანი: ფაქტობრივად არ არსებობს საერთაშორისო ტრიბუნა, სადაც არ განიხილება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი

დავით ზალკალიანი: ფაქტობრივად არ არსებობს საერთაშორისო ტრიბუნა, სადაც არ განიხილება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი

access_time2020-12-21 20:40:06

2020 წლის 21 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და საგარეო უწყების მიერ მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარმოადგინა, ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ზალკაკლიანმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით მიღწეულ შედეგებსა, გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე.

ზალკალიანის თქმით, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაზე, დეოკუპაციაზე, დევნილების დაბრუნებაზე და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაზე 24 საათის განმავლობაში უწყვეტლივ მუშაობს საქართველოს მთელი დიპლომატიური სისტემა და შედეგად, დღეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა ძალიან მაღალ დონეზე დგას ყველა საერთაშორისო ფორმატში, მსოფლიო თანამეგობრობა რეგულარულად ხმამაღლა საუბრობს რუსული ოკუპაციიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გამოწვევებზე და მოუწოდებს მოსკოვს, საოკუპაციო ძალები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან.

„ჩვენი ინტენსიური ძალისხმევის შედეგად, წლის განმავლობაში მიღებული იქნა არაერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო დოკუმენტი - რეზოლუციები, დეკლარაციები, განცხადებები, ანგარიშები, სადაც ცალსახადაა დაფიქსირებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა საქართველოსადმი ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები"- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებულად გამოყო ისეთი დოკუმნეტების მნიშვნელობა როგორიცაა: გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, რომლის თანასპონსორობას შეუერთდა 54 ქვეყანა, ხოლო რეზოლუციას მხარი დაუჭირა 84-მა სახელმწიფომ; გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია - თანამშრომლობა საქართველოსთან, რომელიც პირველდ 2012 წლის შემდეგ გავიდა; გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ; გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში - საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ; ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება - ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში, სადაც პირდაპირაა ხაზგასმული რუსეთის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა; ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები - „კონფლიქტი საქართველოში"; ეუთოს-ს ყოფილი, მოქმედი და მომდევნო 3 წლის თავმჯდომარე ქვეყნების (ე.წ. ხუთეულის) განცხადება, სადაც ბოლო წლების განმავლობაში პირველად აისახა საქართველოს კონფლიქტის თემა და ხაზი გაესვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას; ეუთო-ს საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადებები; აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი; აშშ-ის ასიგნებების აქტი, რომელიც უმნიშვნელოვანესი ზომაა საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების საქმეში; აშშ-ს ადამიანის უფლებათა ანგარიში, სადაც დეტალურადაა აღწერილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების კუთხით არსებული რთული ვითარება; გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეშვიდე რაუნდის ერთობლივი კომუნიკე, რომელიც ეხება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს.


ზალკალიანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში პირველად იქნა დამკვიდრებული ტერმინი „ოკუპაცია" და 2012 წლამდე მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის საკანონმდებლო სტრუქტურაში იყო აღნიშნული ტერმინი დანერგილი, ხოლო დღეს ტერმინის „ოკუპაცია" ყველგან ჟღერს, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში, მათ შორის მთავარი ტსრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მნიშვნელოვან განცხადებებში.

„საქმე გვაქვს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, ყველაზე მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემებთან და ყველა ერთად უნდა ვიყოთ, როგორც პოზიცია, ისე ოპოზიცია. არ შეიძლება ჩასაფრებული პოზიციიდან და ნიშნის მოგებით საუბარი. როგორ შეიძლება გიხაროდეს რომ საქართველოსთან მიმართებაში ესა თუ ის დეკლარაცია არ იქნა მიღებული?! ეს ხომ არ არის რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმატება ან წარუმატებლობა?! ეს ქვეყნის წარმატებაა. როგორც არასდროს გვინდა კონსოლიდაცია! როგორ შეიძლება დღეს, როდესაც ასეთი სერიოზული გამოწვევები არის გარშემო, იგივე რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტინგეტის ზრდა სამხრეთ კავკასიაში, ბორდერიზაცია, ეთნიკური ქართველების გატაცება, მკვლელობა... ერთად უნდა ვიბრძოლოთ. პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა ვისაუბროთ ამაზე. ეს არის ის ადგილი, სადაც თუკი რამეს არ ვაკეთებთ სწორად, უნდა იყოს ამაზე საუბარი. ოღონდ უნდა იყოს ჯანსაღი კრიტიკა და არ მივიღებთ არაობიექტურ კრტიკას" - განაცხადა ზალკალიანმა პარლამენტში.

ზალკალიანის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ დეოკუპაციის საკითხში გადამწყვეტი იქნება საღი აზრი და არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესები.

„რას ვეუბნებით ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს, რომლებიც ოკუპაციის ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობენ, რომ აქ ერთმანეთთან დაპირისპირებით, პოლიტიკური მანიპულაციებით, რაღაც პოლიტიკური ინტერესების გამო ჩვენ ყურადღებას ვადუნებთ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვებებზე, როგორიც არის დეოკუპაცია"- განაცხადა მან.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, საგარეო უწყება განაგრძობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვას კუთხით საერთაშორისო თანამაგებრობის მობილიზირებას, ასევე გარძელდება აქტიური მუშაობა რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებში პასუხისმგებელ პირებს მოეკითხოთ პასუხი და თავიდან იქნას აცილებული დაუსჯელობის სინდრომის გაბატონება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობაბა ასევე საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის შემდგომი კონსოლიდაციას, რაც დიპლომატიური მუშაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up