გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან პედრო სანჩესთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მინისტრმა ესპანეთის მთავრობის მეთაურს გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სურვილი პირველივე შესაძლებლობის დროს უმასპინძლოს მას თბილისში. დავით ზალკალიანმა ასევე მადლობა გადაუხადა ესპანეთის პრემიერს ესპანეთის „სოლიდარობის გეგმისთვის“ რომელიც ითვალისწინებს ესპანეთის მჭიდრო თანამშრონლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის პროცესში. ყურადღება გამახვილდა ასევე საქართველო-ესპანეთის წარმატებულ თანამშრომლობაზე და იმ მაღალ მხარდაჭერაზე რაც საქართველოს აქვს ესპანეთის მხრიდან ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.