დავით ზალკალიანი - ენტონი ბლინკენთან ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია, ქვეყნის შიგნით ხელოვნურად შექმნილი ე.წ. კრიზისი დროზე დასრულდეს

დავით ზალკალიანი - ენტონი ბლინკენთან ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია, ქვეყნის შიგნით ხელოვნურად შექმნილი ე.წ. კრიზისი დროზე დასრულდეს

access_time2021-04-14 16:20:00

ეს იყო პირველი მაღალი დონის კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის კომენტირებისას.


„თავად ის ფაქტი, რომ თვითონ დარეკა და გამოთქვა სურვილი, გვესაუბრა იმ სერიოზულ საკითხებზე, რაც არის დაკავშირებული გლობალურ უსაფრთხოებასთან, მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ დიდ ადგილს, რა მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი საქართველოს სწორედ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ასევე, ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ წვლილზე, რომელიც საქართველოში შეაქვს გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით, სახელმწიფო მდივანმა ამისთვის მადლიერება გამოხატა. ვისაუბრეთ ასევე ჩვენს შემდგომ კოორდინირებულ თანამშრომლობაზე, სადაც საქართველო მუდმივად იქნება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. რა თქმა უნდა, ვისაუბროთ ასევე ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ასე აქტუალურია საქართველოსთვის. აღინიშნა, რომ აუცილებელია ამ გამოწვევების ფონზე, რაც არის დაკავშირებული პანდემიასთან, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის რეაბილიტაციასთან პანდემიის შემდგომ პერიოდში. ასევე, გამკლავებასთან უსაფრთხოების პრობლემებთან, რაც მომდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ასევე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან, აუცილებელია, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიყოთ ფოკუსირებული სწორედ ამ თემებზე; ვიყოთ ახლო კოორდინაციაში ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და აუცილებელია, რომ ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ქვეყნის შიგნით, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური პროცესი, ე.წ. ხელოვნური კრიზისი, იყოს დროზე დასრულებული, მოიძებნოს გამოსავალი სიტუაციის დეესკალაციისთვის და ჩვენ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად მთავარი აქცენტი გავაკეთოთ სწორედ იმ მიმართულებებზე, რაც არის დაკავშირებული დღეს არსებულ გამოწვევებთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.


საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საუბარი შეეხო ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებასაც.



„გამომდინარე იქიდან, რომ ზარი შედგა ბრიუსელიდან, სადაც სახელმწიფო მდივანი სწორედ ამჟამად იმყოფება ნატოელ პარტნიორებთან კონსულტაციის თვალსაზრისით და ასევე დაგეგმილია მინისტერიალი, სწორედ ამ კონტექსტში ვისაუბრეთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე. სწორედ ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით ჩემი მხრიდან იქნა ხაზგასმული, რომ საქართველო არის წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, საქართველო იმსახურებს, რომ ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, იყოს თარგმნილი პრაქტიკულ განზომილებაში. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პოზიციებში და სახელმწიფო მდივნის მხრიდანაც არის მსგავსი მიდგომა, რომ ქვეყანა, რომელიც აჩვენებს ძალიან სერიოზულ პროგრესს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, პრაქტიკული ინსტრუმენტების იმპლემენტაციის კუთხით, იმსახურებს კიდევ უფრო მეტს. შევთანხმდით, როგორც წელს, ისე მომავალ წელს დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრები იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ამის ასახვა მოხდეს შესაბამის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.


1tv.ge




"ჯერჯერობით კონსესუსს ვერ მივაღწიეთ" - ლუდის ინდუსტრია ხელისუფლებისგან შეღავათებს ითხოვს

access_time2021-05-14 15:00:48
ლუდის სექტორსა და სახელმწიფოს შორის რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. კორონავირუსის პანდემიის პირობებში ინდუსტრია მთავრობისგან დახმარებას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. სექტორის მხრიდან წაყენებულ მოთხოვნებს შორის აქციზის გადახედვა და დღგ-ს გადავადება პრიორიტეტულ საკითხებად სახელდებოდა.   როგორც კომპანია „ზედაზენის“ დირექტორი, კახაბერ კოტრიკაძე აცხადებს, სექტორს მძიმე ტვირთად დააწვა ახლად ამოქმედებული რეგულაციებიც.   „სახელმწიფოს...

საარსებო მინიმუმი გაიზარდა და ახლა 202,8 ლარია — საქსტატი

საარსებო მინიმუმი გაიზარდა და ახლა 202,8 ლარია — საქსტატი
access_time2021-05-14 12:00:55
აპრილში საარსებო მინიმუმი წლიურად 3,2 ლარით გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობამ 202,8 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.   2021 წლის აპრილის თვეში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წლიურად 2,8 ლარით გაიზარდა და 179,6 ლარი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა კი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 1,8 ლარით, ხოლო საშუალო მომხმარებლისთვის 1,5 ლარით არის...

#სპონსორიაკროკობეთი - 1 000 000 ქართული სპორტის მხარდასაჭერად!

  #სპონსორიაკროკობეთი - 1 000 000 ქართული სპორტის მხარდასაჭერად!
access_time2021-05-14 10:55:53
13 მაისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კროკობეთის პრეზენტაცია გაიმართა. კომპანია ბოლო 2 წლის განმავლობაში 10 საფეხბურთო და 1 საკალათბურთო გუნდს, 2 ინვიდიდუალური სპორტის სახეობის წარმომადგენელს, საქართველოს BMW-ს კლუბს, საქართველოს დრაგ რეისინგისა და დრიფტის სერიებს ასპონსორებს, ღონისძიებას კი თითოეული გუნდის წარმომადგენელი და სპორტსმენი ესწრებოდა, რომლებმაც საზეიმო ვითარებაში მემორანდუმს მოაწერეს...

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7% -ით $ 65 მლნ-მდე გაიზარდა - ქვეყნიდან 28,3 მლნ-მდე ბოთლი გავიდა

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7% -ით $ 65 მლნ-მდე გაიზარდა - ქვეყნიდან 28,3 მლნ-მდე ბოთლი გავიდა
access_time2021-05-14 12:30:00
2021 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28,3 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მლნ-მდე აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ს მიაღწია. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 2% (1,841,192 ბოთლი), ჩინეთი - 19%...

2016 წლიდან დღემდე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა

2016 წლიდან დღემდე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა
access_time2021-05-14 13:00:50
კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების მიზნით განხორციელებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში 2016 წლის წლის 9 მარტიდან 2021 წლის 10 მაისის მონაცემებით ჯამში დაკმაყოფილებულ იქნა 1276 პირი. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. მოწოდებული ინოფრმაციის მიხედვით უკვე დასრულებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით - ბინით  99 პირი დაკმაყოფილდა, ხოლო დაზარალებულ პირთათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე და ამავე მიწის ნაკვეთებზე ინტერესთა...


მსგავსი სიახლეები

up