საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და არსებული ვითარებიდან გამოსავლის გზებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების მნიშვნელობას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.