დავით ზალკალიანი - დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და პროცესები დეესკალაციისკენ, სამშვიდობო შეთანხმებისკენ წავიდეს

დავით ზალკალიანი - დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და პროცესები დეესკალაციისკენ, სამშვიდობო შეთანხმებისკენ წავიდეს

access_time2020-07-16 19:50:36

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე პროცესს აქტიურად აკვირდებიან.

 

ზალკალიანის თქმით, აუცილებელია, მხარეები 14 ივლისამდე, სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ვითარებას დაუბრუნდნენ.

 

„ახლო კომუნიკაციაში ვარ ჩემს კოლეგა მინისტრებთან. ორივე მინისტრთან მქონდა სატელეფონო საუბრები და გამოვხატე ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულება და წუხილი სიტუაციასთან დაკავშირებით. მათ იციან ჩვენი პოზიცია – ჩენ არანაირად არ ვართ დაინტერესებულნი სიტუაციის შემდგომი ესკალაციით, პირიქით, აუცილებელია, რომ მხარეები დაუბრუნდნენ სიტუაციას, რომელიც იყო 14 ივლისამდე, ანუ, სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე“, – განაცხადა ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

 

ამასთან, ზალკალიანის თქმით, საყურადღებო ფაქტია ის, რომ კონფლიქტი პირველად გასცდა მთიანი ყარაბაღის გეოგრაფიას და ამჟამად უშუალოდ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზეა.


 

„ამიტომ, კიდევ უფრო მეტი წინდახედულება და სიფრთხილეა საჭირო. აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი და აქტიური ჩრთულობა პროცესში, პირველ რიგში ეუთო-ს მინსკის ფორმატის თანათავმჯდომარეების გააქტიურება და ყველა იმ საერთაშორისო მექანიზმის ამოქმედება, რომელიც ამ კონფლიქტის მოწესრიგების საფუძველი და ფუნდამენტია.

 

დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები და საერთაშორისო მოლაპარაკებებს, მექანიზმებს მიეცეს შესაძლებლობა, რომ წაიყვანონ პროცესი დეესკალაციისა და სამშვიდობო შეთანხმებისკენ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.


პირველი არხი




ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება – მარიამ ქვრივიშვილი

ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება – მარიამ ქვრივიშვილი
access_time2021-06-19 17:55:10
საქართველოს საავიაციო ბაზარს ახალი მიმართულება – აბუ – დაბი ემატება. არაბთაგაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi , 1-ლი ივლისიდანზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი), კვირაში 3 სიხშირით პირდაპირ რეისებსაბუ-დაბი – თბილისი – აბუ-დაბი მიმართულებით შეასრულებს. Air Arabia Abu...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

800%-ით გაზრდილი გაყიდვები და მზადება საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად - „ჭკვიანი თხილის“ პანდემიური წელი

800%-ით გაზრდილი გაყიდვები და მზადება საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად - „ჭკვიანი თხილის“ პანდემიური წელი
access_time2021-06-19 16:00:40
კომპანია „ჭკვიანი თხილი“ მცირე ქართული საწარმოა, რომელიც ადგილობრივი ნედლეულისგან 5 სახეობის თხილის პასტას აწარმოებს. არაქისის, თხილის, ნუშის, პეკანის ნიგვზისა და გოგრის თესლისგან დამზადებული პასტების ონლაინ-გაყიდვები გასულ წელს, დაახლოებით, 800% -მდე გაიზარდა. ინფორმაციას პორტალი EastFruit ავრცელებს. კომპანიის მთავარი სარეალიზაციო ხაზი სწორედ ინტერნეტ-არხებია.   პასტების დასამზადებლად მხოლოდ ადგილობრივ პროდუქციას იყენებენ: არაქისი და ნუში კახეთიდანაა, თხილი -...

“აფბას” ანალიტიკოსი: სებ-მა აპრილის რეფინანსირების მოცულობასა და კურსის კავშირზე საუბრისას ინტერვენციების ფაქტორი დააიგნორა

“აფბას” ანალიტიკოსი: სებ-მა აპრილის რეფინანსირების მოცულობასა და კურსის კავშირზე საუბრისას ინტერვენციების ფაქტორი დააიგნორა
access_time2021-06-19 15:00:49
“ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ ამ პასუხში ვკითხულობთ, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობით ლარის კურსის მერყეობების ახსნა არასწორია, ცენტრალურ ბანკში მაგალითად აპრილის თვის მონაცემები მოჰყავთ, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წლის 31 მარტს (რაც 1-ლი აპრილის ოფიციალურ კურსში აისახა) საშუალო საბაზრო გაცვლითი კურსი დაახლოებით 3.45 იყო, თუმცა 31 მარტს დაახლოებით მილიარდ 200 მილიონის რეფინანსირების სესხი იყო გაცემული. შემდეგ 1-ლი აპრილიდან რეფინანსირების სესხებმა ზრდა დაიწყო და 15 აპრილს 3 მილიარდამდე...


მსგავსი სიახლეები

up