დავით ზალკალიანი - ჩვენ კვლავ ვხედავთ ადამიანის უფლებათა უმძიმეს დარღვევებს იმ ტერიტორიებზე, სადაც სახელმწიფო ხელისუფლების კონტროლი ვერ ხორციელდება

დავით ზალკალიანი - ჩვენ კვლავ ვხედავთ ადამიანის უფლებათა უმძიმეს დარღვევებს იმ ტერიტორიებზე, სადაც სახელმწიფო ხელისუფლების კონტროლი ვერ ხორციელდება

access_time2020-01-27 19:48:32

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

 

ზალკალიანმა სხვა თემებთან ერთად, იმ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ოქტომბრიდან მოყოლებული აქტიურად ფიგურირებს მინისტრთა კომიტეტის დღის წესრიგში.

 

ზალკალიანის თქმით, პირველ რიგში, საკითხი შეეხება მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის დამატებით ერთობლივ პროცედურას.

 

„ამ მიმართულებით საქართველოს თავმჯდომარეობამ გააგრძელა ფინეთისა და საფრანგეთის თავმჯდომარეობის პერიოდში დაწყებული სამუშაო. საფრანგეთის თავმჯდომარეობის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ასამბლეის პრეზიდენტს გაუგზავნა წერილი, მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტთან ერთად, რომელიც უნდა ჩათვლილიყო საპარლამენტო ასამბლეასთან შეთანხმების საფუძვლად. თქვენთვის წარმოდგენილი წინადადება, რა თქმა უნდა, წარმოადგენდა ჰელსინკის გადაწყვეტილებათა განხორციელების შესახებ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს შორის გამართული დიალოგის შედეგს. ხვალ ჩვენ უდიდესი ყურადღებით მივადევნებთ თვალს აღნიშნულ საკითხზე თქვენს მიერ გამართულ დებატებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს, ხოლო კვირის ბოლოს, ამ ორ ორგანოს საკითხის შემდგომი განხილვის შესაძლებლობა ერთობლივ კომიტეტში მიეცემა. შესაბამისად, მომდევნო ნაბიჯს წარმოადგენს 5 თებერვალს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღება დამატებითი ერთობლივი პროცედურის, პროცედურის ძირითადი პრინციპებისა და სხვა ნაბიჯების შესახებ. გასულ წელს, ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, პოზიტიურ მოვლენას წარმოადგენდა გასული წლის ნოემბერში 2020-2021 წლების პროგრამისა და ბიუჯეტის მიღება. ახალი ბიუჯეტი ასახავს ნულოვან ზრდაზე გადასვლას – პირველად ექვსი წლის მანძილზე, რაც უზრუნველყოფს ბიუჯეტის ინფლაციასთან ადაპტირებას. ეს დროული გადაწყვეტილებაა ჩვენი ორგანიზაციის დაარსებიდან 70 წლისთავზე და წარმოადგენს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს ვალდებულების შესრულების მზაობასთან დაკავშირებით“ ,- განაცხადა ზალკალიანმა.

 

მან წევრ სახელმწიფოებს, ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის ფინანსური ვალდებულებების სრულად შესრულებისკენ მოუწოდა.


 

„ბიუჯეტთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებთან ერთად, მინისტრთა კომიტეტმა ასევე დაამტკიცა ყოვლისმომცველი რეფორმების პროგრამა, რომლის მიზანია ევროპის საბჭოს მუშაობის მეთოდების გაუმჯობესება და მისი გრძელვადიანი ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა. ბიუჯეტთან და პროგრამასთან დაკავშირებით მიღებული ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი ჩვენს ორგანიზაციას აძლევს მომავლის პერსპექტივას, რათა მან კვლავ განაგრძოს იმ სამუშაოს შესრულება, რომელსაც ევროპის საბჭო თავისი მნიშვნელოვანი მანდატის ფარგლებში ასრულებდა. რაც შეეხება ბავშვთა უფლებების დაცვას, გასული წლის დეკემბერში, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია წევრი ქვეყნებისთვის, რომელიც შეეხება ეფექტიანი მეურვეობის მექანიზმის შექმნას მიგრაციის პირობებშითანმხლებისადა ოჯახის გარეშე დარჩენილი ბავშვებისთვის. ამ რეკომენდაციის მიზანია ამგვარ ბავშვთა უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვა საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მათი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით. როგორც ჩემთვის ცნობილია, კვირის ბოლოს, ასამბლეა გამართავს ერთობლივ დებატებს მიგრანტთა უკანონო შემოყვანისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მიგრანტ ბავშვთა საკითხებზე. მე მივესალმები ამ ინიციატივას და ხაზგასმით აღვნიშნავ მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის მიერ აღნიშნული მიმართულებით კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობას. მოცემულ კონტექსტში, მინდა შეგახსენოთ, რომ გასული წლის დეკემბერში, მინისტრთა კომიტეტმა ასევე მიიღო პასუხი თქვენს რეკომენდაციაზე „მიგრანტ ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობისა და მათი ექსპლუატაციის შეწყვეტის შესახებ“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ქალთა და გოგონათა მიმართ კიბერძალადობა თანამედროვე საზოგადოების წინაშე მდგარი კიდევ ერთი გამოწვევაა.

 

„ის ერთ-ერთი ახალი ფენომენია, რომელიც მნიშვნელოვან ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს ჩვენს საზოგადოებაზე ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. 2019 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს თავმჯდომარეობამ ორგანიზება გაუწია არაფორმალურ შეხვედრას აღნიშნულ თემაზე. ეს ღონისძიება დაინტერესებულ მხარეთა გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გაცნობის შესანიშნავ შესაძლებლობად იქცა, რამაც ხელი შეუწყო კიბერძალადობის სხვადასხვა ფორმისა და ქალებსა და გოგონებზე მისი ზემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ამასთან, მან წარმოაჩინა ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს სხვადასხვა ინსტრუმენტების კომბინირებულად გამოყენება ამგვარ ძალადობაზე ყოვლისმომცველი და ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით, ყურადღება გამახვილდა სტამბულის კონვენციის მნიშვნელობაზე. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდო, მიუერთდნენ ამ კონვენციას. ზემოაღნიშნულის გარდა, საქართველოს თავმჯდომარეობა ორგანიზებას გაუწევს ღონისძიებას ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ციფრული განზომილების შესახებ, რომელიც ნიუ-იორკში, 2020 წლის მარტში, ქალთა სტატუსის კომისიის 64-ე სხდომის ფარგლებში გაიმართება“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს მისიას წარმოადგენს ევროპაში ყველა ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა და ხელშეწყობა, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

 

„და მაინც, ჩვენ კვლავ ვხედავთ ადამიანის უფლებათა უმძიმეს დარღვევებს იმ ტერიტორიებზე, სადაც სახელმწიფო ხელისუფლების კონტროლი ვერ ხორციელდება და სადაც მოსახლეობას წართმეული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები. ამ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ არ აქვთ წვდომა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ევროპის საბჭოს“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

წყარო: პირველი არხი





„თიბისი“ ლიდერია - ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით

„თიბისი“ ლიდერია - ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით
access_time2020-09-28 15:15:11
ბანკების აქტივები მიმდინარე წლის აგვისტოში 50.98 მლრდ ლარამდე, 197 მლნ ლარით შემცირდა (მიმდინარე ფასებში) ანუ კლებაა 0.39%, (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 0.01% პროცენტით შემცირდა). ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.38 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.55 პროცენტია. Top 5 ბანკი აქტივების მოცულობის მიხედვით: თიბისი — 19,694,904,000 ლარი; ...

ირაკლი სესიაშვილი - თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა

ირაკლი სესიაშვილი - თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა
access_time2020-09-28 14:20:55
თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა და ეს ჩვენი ინტერესიც არის, თუმცა, სამწუხაროდ დღეს ამის ნიშნები არ ჩანს,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო მზად არის ასევე ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარება საერთაშორისო ფორმატში აღმოუჩინოს. რაც...

საკონდიტრო საიდანაც აჭარაში ეპიდაფეთქება დაიწყო, იხსნება

საკონდიტრო საიდანაც აჭარაში ეპიდაფეთქება დაიწყო, იხსნება
access_time2020-09-28 14:10:42
„დონას“ კლასტერი ბათუმში სექტემბრის დასაწყისში ჩამოყალიბდა და იგი ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება, რომლის შემდეგაც აჭარა კოვიდინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ „დონა“ აჭარაში ეპიდაფეთქების პირველწყარო იყო. თავდაპირველად ვირუსი დაუდასტურდა „საკონდიტროს“ თანამშრომელს. საკონდიტრო „დონას“ ბათუმში ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ტესტირების ჩატარებისკენ...

ფულის დაბანდების პრაქტიკა ჩვენთან პრიმიტიულ დონეზეა - ბიზნესმენები კაპიტალის ბაზარზე

ფულის დაბანდების პრაქტიკა ჩვენთან პრიმიტიულ დონეზეა - ბიზნესმენები კაპიტალის ბაზარზე
access_time2020-09-28 11:00:13
 „ვფიქრობ, რომ უახლოეს პერსპექტივაში კაპიტალის ბაზარი  არ განვითარდება.  ადამიანები მაინც  ენდობიან ბანკში ფულის განთავსებას და იქიდან სტაბილურ შემოსავალს, მცირეს მაგრამ მაინც,   ვიდრე იმის გარისკვას, რომ ბიზნესი ან აქცია  შეიძინონ,...

გიორგი ვაშაძე - საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს

გიორგი ვაშაძე - საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს
access_time2020-09-27 18:00:55
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყნაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც მისი თქმით, „ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული გეგმის...


მსგავსი სიახლეები

up