დავით ზალკალიანი აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

დავით ზალკალიანი აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

access_time2019-02-07 23:33:16

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ელიოტ ენგელთან.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ ამერიკის კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას და კმაყოფილებით აღინიშნა თანამშრომლობის ის უპრეცედენტოდ მაღალი დონე, რაც ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირდა.

 

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ელიოტ ენგელს საქართველოს მტკიცე და აქტიური მხარდაჭერისთვის, მათ შორის აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირებისთვის, რაც მხარეთა შეფასებით საკანონმდებლო დონეზე გაამყარებს აშშ-ის კონგრესის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მკაფიო მხარდაჭერას.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და რუსეთის აგრესიული ქმედებების მიმართ მისი მკაფიო დამგმობი პოზიციისთვის და  საკანონმდებლო ინიციატივების დონეზე გამოხატული მხარდაჭერისთვის.


 

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობის მნიშვნელობას.

 

მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ევრო-ატლანტიკური  ინტეგრაციის პროცესს და აშშ-ს, მათ შორის კონგრესის მტკიცე მხარდაჭერას ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიმართ. 

 

აღინიშნა საქართველოს წარმატება დემოკრატიული, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური კლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით.  საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გათვალისწინებით ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მნიშვნელობას.

 

 






„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება
access_time2019-02-19 21:45:40
„ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ აუქიონს რადიოქალაქის პროექტზე“,— ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ facebook-ლაივში განაცხადა. „კომერსანტის“ კითხვაზე, რომელი კომპანია ჩაიბარებს პროექტს, როგორც კალაძემ განაცხადა ამ ეტაპზე უცნობია და აუციონის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული.  „ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. ზოგადად გლდანის, თემქის და მუხიანის მოსახლეობისთვის ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო...

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს
access_time2019-02-19 21:53:39
„კომერსანტის“ კითხვაზე, რამდენად რეალურია დიდ დიღომში მიწისზედა მეტროსაგდურის მშენებლობა და თუ იგეგმება ამ კუთხით კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც მერის მაოდგილებ მაია ბითაძემ განაცხადა დიდი დიღმის განვითარება ორი მიმართულებით იგეგმება.  „ფაქტია, დიდ დიღომში გადაადგულება პრობლემას წარმოადგენს და მგზავრთნაკადთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, ვგეგმავთ ამ ადგილის ორი მიმართულებით განვითარებას. პირველი, ჩვენ ზაფხულის ბოლოს აზიის...

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“
access_time2019-02-19 21:33:00
„კომერსანტის“ კითხვაზე, როდის იგეგმება ღამის ეკონომიკის ფარგლებში კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ განაცხადა ძალიან მალე ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე მოეწყობა ფუდ-გარდენი, იგივე მოძრავი კვების ობიექტები.  „ღამის ეკონომიკა ეს არის კომუნიკაცია მერიასა და  მცირე ბიზნესს შორის, ასევე მოსახლოებასთან,...

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა
access_time2019-02-19 19:15:56
თბილისის მერი კახა კალაძე ამ წუთებში მოადგილეებთან ერთად facbook-live-ში მოსახლეობის კითვებს პასუხობს. პირველი თემა, რასაც კალაძე შეეხო ეს კომპანია „ცენტ-პოინტის“ მიერ დაზარალებულებია.  თემაზე ისაუბრა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა და როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე გადაწყტვეილება მიღებული არ არის. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ყველამ ვიცით, რომ 4000-ზ მეტი ოჯახია დაზარალეული და რა თქმა უნდა, თბილისის მერიას აქვს როლი ამ პრობელემების დარეგულირებაში. გარდა...

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით
access_time2019-02-19 20:00:47
"საქართველოსადმი რუსების ინტერესის ზრდა შესამჩნევია არასპეციალისტებისთვისაც კი - საკმარისია ჰკითხოთ ნაცნობებს, სად გაატარეს მათ შვებულება და ალბათ, გამოკითხვის 10 მონაწილეს შორის მოიძებნება 1 ან 2-3 ადამიანი, რომელიც ისვენებდა საქართვლოში," — წერს Forbes.ru. გამოცემის ინფორმაციით, სულ უფრო მეტ რუსს იზიდავს თბილისის გასტრონომიული სიუხვე, კახეთის ღვინოები, სვანეთის პეიზაჟები და ბათუმის თბილი...


მსგავსი სიახლეები

up