დავით ზალკალიანი: ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირეა

დავით ზალკალიანი: ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირეა

access_time2020-11-16 20:00:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, თუ რაოდენ სერიოზული გეოსტრატეგიული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში და სამეზობლოში, მაიკ პომპეოს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოსთვის პრიორიტეტულია აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობა გაღრმავდეს და გაუტოლდეს პოლიტიკური და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დღეს არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას, რაც მინისტრის შეფასებით მნიშვნელოვანწილად გააძლიერებს საქართველოს მდგრად განვითარებას.


„ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის რომ კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული ხაზგასმა მოხდეს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის; კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმის, რომ საქართველო არის ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირე და მთავარი დასაყრდენი რეგიონში. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტის შედეგად ეს სტრატეგიული პარტნიორობა, თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავა ყველა ძირითადი მიმართულებით, თავდაცვის და უსაფრთხოების, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური განზომილების თვალსაზრისით და სხვა. ჩვენი სურვილია, საქართველო-ამერიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ავიდეს იმ დონეზე, რა დონეზეც არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. რა თქმა უნდა ეს ორი ძირითადი მიმართულება მნიშვნელოვანწილად გააძლიერებს ჩვენს მდგრადობას, ჩვენს შესაძლებლობებს, გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც არის შექმნილი რეგიონში“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.



ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა.








საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს

საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს
access_time2021-01-24 09:30:35
საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს. მიმართავაში ნათქვამია, რომ უნდა გადაიხედოს შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის“ სატარიფო...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 267 ტესტი ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 267 ტესტი ჩატარდა
access_time2021-01-23 10:59:33
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 855 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 412 PCR ტესტით. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 252...

სილქფესტი უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას თავაზობს მომხმარებლებს

სილქფესტი  უქმეებზე  ულიმიტო  ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას თავაზობს მომხმარებლებს
access_time2021-01-23 09:45:41
„სილქფესტი“ ორი დღით, 23 და 24 იანვარს, მობილური ქსელის მომხმარებლებს ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პირობების 4 აქციას შეთავაზებს: • ულიმიტო ინტერნეტი 30 დღით - 19 ლარად - კომბინაციით *019# • ულიმიტო ინტერნეტი 14 დღით - 10 ლარად - კომბინაციით *019# • ულიმიტო სასაუბრო - 10 ლარად - 30 დღით- კომბინაციით *202# • პაკეტი „მეტი უსასრულო+“ 35 ლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-22 21:00:57
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში...

“დღეს ფაქტობრივად შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

“დღეს ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
access_time2021-01-22 16:00:04
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თითქოს როგორც ინდიელები ჰყავდათ რეზერვაციაში, ასე ვართ  მოქცეული, ოღონდ  იქ  ყველანაირად სოციალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. დღეს  ფაქტობრივად  გაგვწირეს  შიმშილისთვის,...


მსგავსი სიახლეები

up