დავით ზალკალიანი - ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი არის უპრეცედენტო საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მსგავსი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ ყოფილა

დავით ზალკალიანი - ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი არის უპრეცედენტო საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მსგავსი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ ყოფილა

access_time2018-12-21 23:00:20

ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი არის უპრეცედენტო საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მსგავსი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ ყოფილა, - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი.


მისი თქმით, კონგრესის დოკუმენტი საგარეო უწყების უდიდესი შრომისა და გაწეული ძალისხმევის შედეგია. ზალკალიანმა საერთაშორისო მხარდაჭერაზე საუბრის დროს საერთაშორისო და ორმხრივ ფორმატში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.


„ჩვენ ბოლო სამი წელია აქტიურად ვიყენებთ ახალ ფორმატებს, მათ შორის საქართველოს მეგობარი ქვეყნების განცხადებას და ეუთოს კონტექსტში გავაჩინეთ მნიშვნელოვანი მინიშნებები თუნდაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე. ამ სიასთან დაკავშირებით პარლამენტმა რეზოლუცია, მთავრობამ კი დადგენილება მიიღო. ვნახეთ, უმოკლეს პერიოდში როგორი გამოხმაურებებია - ევროპარლამენტის რეზოლუცია, ირლანდიის პარლამენტის რეზოლუცია, ლიტვის გადაწყვეტილება. ამერიკის კონგრესის საქართველოს მხარდამჭერი აქტი ეს არის უპრეცედენტო საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მსგავსი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ ყოფილა. ეს ხომ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ელჩების მართლაც ყოველდღიური ტიტანური შრომის შედეგია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.



მისი თქმით, საქართველოს საკითხების აქტუალიზაცია ყველ საერთაშორისო თანამეგობრობის, ორგანიზაციის, თუ ორმხრივი ფორმატის დღის წესრიგში ყოველთვის არის. ზალკალიანის განმარტებით, მთელი წლის განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობის რეზოლუცია, დეკლარაცია, მხარდამჭერი განცხადება კეთდებოდა საქართველოსთან მიმართებაში.


„ხაზს ვუსვამ, უშიშროების საბჭოს ფორმატებში 2008 წლიდან 2012 წლამდე ნახეთ, რამდენჯერი იყო საქართველოს საკითხი განხილული საქართველოს ფორმატში და მხოლოდ წელს სამჯერ განვიხილეთ. ამას, ცხადია, ნიშნის მოგებით არ ვამბობ. უბრალოდ, რადგან არის მსგავსი სახის საკითხზე აპელირება, მე ფაქტებზე ვსაუბრობ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.


ipn.ge





19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-10-19 18:30:02
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2117 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-19 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. კომერსანტის ექსკლუზივი - პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ამოქმედებული დადგენილება თუ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ქაოსი კოვიდ სტატისტიკაში   კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან რვა თვის შემდეგ, კომერსანტმა...

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება
access_time2020-10-19 20:30:21
დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს და  მეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე დააცდის.   ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.   სწორედ დიდ ქალაქებში, პირველ რიგში პარიზში, პანდემიამ ყველაზე მძიმე სოციალური  ჭრილობები დატოვა,...

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება
access_time2020-10-19 19:30:29
როდესაც კორონავირუსი ჩინეთის ტერიტორიას გასცდა და პანდემია დაიწყო, ყველა ეკონომიკა მსოფლიოში ერთბაშად და უნისონში ჩამოიშალა. ყველა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა ისეთ დონეზე, რომელიც კაცობრიობას მშვიდობიანობის დროს არ უნახავს.   ამის შემდეგ აგრესიული ფისკალური და მონეტარული რეაქცია დაიწყო, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის წარმატებული შეკავება, მაგალითად ჩინეთში.   საერთაშორისი სავალუტო ფონდის პროგნოზის...

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს
access_time2020-10-19 17:30:07
ავიაკომპანია „აირ ჯორჯიამ“ შესაძლოა, დაბალბიუჯეტიანი ფრენები დაიწყოს. როგორც ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა, პირველი AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ხვალ შემოვა, მეორე კი დაახლოებით, 1 თვეში.   გიორგი კოდუას თქმით, ამ ეტაპზე მთავრობასთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ქართული დაბალბიუჯეტანი ავიაკომპანია, რომელიც კონკურენციას Wizz Air-ს გაუწევს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო...


მსგავსი სიახლეები

up