დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავთან დაკავშირებით ბრიუსელში გამართულ ღონისძიებებს აფასებს

დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავთან დაკავშირებით ბრიუსელში გამართულ ღონისძიებებს აფასებს

access_time2019-05-14 18:46:19

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებით ბრიუსელში გამართული მაღალი დონის ღონისძიებებზე საქართველომ მოისმინა პოზიტიური შეფასებები ევროკომისიის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და პარტნიორების მხრიდან, იმ ნაბიჯებზე, პროგრესსა და რეფორმებზე, რაც ქვეყანამ აჩვენა ინტეგრაციის გზაზე.

„ეს ყველაფერი ჩვენ სტიმულს გავაძლევს, მოტივაცია ისედაც არ გვაკლია, რადგან საქართველოს მოსახლეობის ოთხმოცდახუთ პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მთავრობისთვის, იმისათვის, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ამას ემსახურება ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო მექანიზმს ევროკავშირში მეტი ფიზიკური ინტეგრაციისთვის, რათა ჩვენ მზად ვიყოთ იმ პოლიტიკური მომენტისთვის, რომელიც აუცილებლად დადგება"- განაცხადა მინისტრმა.

მისი შეფასებით ბუნებრივია საქართველო ვერ იქნება განხილული იზოლირებულად იმ გეოპოლიტიკური პროცესებიდან რაც მსოფლიოში ხდება, მაგრამ  საქართველო ცდილობს დაინახოს შესაძლებლობები თუნდაც ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებსა თუ პრობლემების ფონზე.

მინისტრის თქმით ბრიუსელში დაწყებული დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის შედეგებსა და მის მომავალზე ბათუმში გაგრძელდება, სადაც საერთაშორისო კონფერენციას უმაღლესი პირები დაესწრებიან პრეზიდენტ ტუსკის ჩათვლით „ეს გზავნილები გაძლიერდება მომავალში, ველოდებით, რომ  მაღალი რანგის სტუმრები გვეწვევიან ბათუმის კონფერენციაზე, მათ შორის პრეზიდენტი ტუსკი, ევროკავშირის წვერი და პარტნიორი სახელმწიფოების მინისტრები, ევროკომისრები. შეიშლება ითქვას, რომ  ასეთი მაღალი დონის დასწრებითობა, საქართველოს, ამ კონფერენციის არსებობის მანძილზე არ ჰქონია" -განაცახდა მინისტრმა.


საქართველოს დელეგაცია 13-14 მაისს მონაწილეობდა ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებულ ღონისძიებებში, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო შეხვედრაში ევროკავშირის ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა მაღალი დონის კონფერენციასა და პრეზიდენტ ტუსკის სახელით გამართულ სახელმწიფო მეთაურების შეხვედრაში.






კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ინვესტორებისთვის, ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები, ნიშნავს არასტაბილურ გარემოს

კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ინვესტორებისთვის, ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები, ნიშნავს არასტაბილურ  გარემოს
access_time2019-06-16 16:00:24
კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს.ფინანსთა...

შეიძლება ორი თვით ადრე, რომ გვეთქვა ჯობდა - ფინანსთა მინისტრი ოქროს სიის შეღავათების გაუქმებაზე

შეიძლება ორი თვით ადრე, რომ გვეთქვა ჯობდა - ფინანსთა მინისტრი ოქროს სიის შეღავათების გაუქმებაზე
access_time2019-06-16 16:00:13
“შეიძლება ორი თვით ადრე რომ გვეთქვა, ჯობდა, თუმცა მოხდა ის,  რაც მოხდა” - განაცხადა ოქროს სიის შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით Forbes-ის კვირის...

რატომ იტყუება მუდმივად ქართული ოცნება - ნაწილი მეხუთე

რატომ იტყუება მუდმივად ქართული ოცნება - ნაწილი მეხუთე
access_time2019-06-16 12:02:03
ბათუმში, ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ორი ათასზე მეტი ოჯახი უკანონოდ ცხოვრობს. ეს ადგილი, ალბათ, ადამიანთა უბადრუკი ყოფის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო დასტურია. ანტისანიტარია ერთიანად იგრძნობა ყნოსვით, ხედვით, შეხებით, სმენითაც...

ჭიათურა - მშრომელების ციხე

ჭიათურა - მშრომელების ციხე
access_time2019-06-16 18:00:31
პირის ამოკერვა, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა საბჭოთა გულაგში გაჩნდა....

ივანე მაჭავარიანი - ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს და არა იდეების დემონიზება

ივანე მაჭავარიანი - ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს და არა იდეების დემონიზება
access_time2019-06-16 10:00:21
ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს, აქვს თუ არა უფლება ინვესტორს, რომ დააღრმავოს ეს ლეგიტიმური კითხვაა და მგონია, რომ ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს, - განაცხადა ფინანსთა...


მსგავსი სიახლეები

up