დავით ზალკალიანი - 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩები ჩვენ არ მიგვიყვანია, ისინი თვითონ მივიდნენ და გაეცნენ არსებულ სიტუაციას

დავით ზალკალიანი - 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩები ჩვენ არ მიგვიყვანია, ისინი თვითონ მივიდნენ და გაეცნენ არსებულ სიტუაციას

access_time2019-07-12 13:45:11

ელჩები ფიზიკურად არ მიგვიყვანია პარლამენტში, ისინი თვითონ მივიდნენ და გაეცნენ არსებულ სიტუაციას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისი თქმით, სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია აქვს აკრედიტირებულ ელჩებთან, თუმცა მათ ასევე ჰყავთ თავიანთი ინფორმაციის წყაროები და მათგანაც იღებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციას.


„ივნისში სიტუაცია ძალიან მალე იცვლებოდა. სიტუაციის განვითარების მიხედვით ბუნებრივია, ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებს ჰქონდათ ინტერესი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. აქ გასაკვირი არაფერია, რომ გვქონდა მათთან მუდმივი კომუნიკაცია, თუმცა მათ აქვთ საკუთარი წყაროები და ინფორმირებული იყვნენ სწორედ მათგან. ჩვენი, როგორც საგარეო საქმეთა სმინისტროს ფუნქცია არის ელჩებს მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია. ეს არ არის ფიზიკური მობილიზაცია, ისინი ფიზიკურად არ მიგვიყვანია პარლამენტში, ისინი თვითონ მივიდნენ და გაეცნენ არსებულ სიტუაციას,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.



ამასთან, მინისტრი ვერ აზუსტებს, კონკრეტულად რომელი ქვეყნების ელჩები იმყოფებოდნენ პარლამენტში 20 ივნისის ღამეს, იგი მხოლოდ გერმანიის ელჩს ასახელებს და აცხადებს, რომ სხვებს ვერ იხსენებს.


„გერმანიის ელჩი მახსოვს და იყვნენ მემგონი, კიდევ სხვა ელჩებიც, რომლებიც თავისით მივიდნენ და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას,“ - განაცხადა ზალკალიანმა.


შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ის 20 ივნისს რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა მოვლენებს.






Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?

Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?
access_time2019-07-15 20:00:03
საქართველო  რუსი ტურისტებისთვის გარდაიცვალა. ბოლო თვითმფრინავი მოსკოვიდან თბილისში 7 ივლისს გაფრინდა - წერს Комсомольская правда. (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად. იხ....

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ - „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ -  „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე
access_time2019-07-16 09:00:55
„ძირი გამოეთხარა სამშენებლო ბიზნესს. ამდენი რეგულაცია ერთდროულად რომ მოგვაყარეს, გზას აღარ გვიტოვებენ. აღარ ვიცით, როგორ განვაგრძოთ საქმიანობა. ხომ შეიძლებოდა, მთავრობას ეთქვა, მაგალითად 2020 წელს ამოქმედდება ყველა რეგულაცია ერთდროულად და ჩვენც გონივრული ვადა გვექნებოდა ეს ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა. შესაბამისად დაგვეგეგმა ჩვენი ბიზნესებიც. ახლა ერთ პროექტს რომ იწყებ, ორ თვეში გეუბნებიან ვეღარ განაგრძობო... ძალიან რთული...

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)
access_time2019-07-15 17:00:35
წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სილქ როუდ ჯგუფი ახალ სამსართულიან სასტუმროს Park Hotel აშენებს, რომელიც პირველ სტუმრებს უკვე აგვისტოში მიიღებს.  სასტუმროს ინვესტიცია დაახლოებით 4 მილიონი...

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს
access_time2019-07-15 15:30:22
„სიმართლე გითხრათ, თქვენგან გავიგე მორიგი რეგულაციის შესახებ. თავად ცვლილება შეიძლება სწორიც იყოს, რადგან პირობითად, 5-სართულიან პროექტს კიდევ 2 სართულს რომ ამატებს, მშენებლობის პროცედურის თავიდან დაწყება სამართლიანია. პრობლემა აქ სხვა რამეშია და ეს ბევრად მტკივნეული თემაა - რეგულაციებს რეგულაციებზე აცხობენ და ახალს ისე გამოგიცხობენ, რომ აზრზე არ ხარ. შენ კი უნდ ადგე და ყველაფერს მოერგო. ბიზნესისთვის ასე მარტივი არაა ეს ამბავი“,- აცხადებს...

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას
access_time2019-07-15 14:00:07
ფიჭვებზე გავრცელებული დაავადების გამო, ფაქტობრივად, თბილისში ამ სახეობის ჯანსაღი ხე აღარ არსებობს. დაავადების ყველაზე მასშტაბურ ცენტრად თავის დროზე მერია საბურთალოს ტერიტორიას ასახელებდა.  კერძოდ, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ეზოს და ე.წ. წითელ ბაღს. ამის შესახებ “კომერსანტი“  ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წერდა.  მართალია,  მერიამ დაავადებული ხეების ჭრა “წითელ ბაღში“ დაიწყო და ახალი ნარგავებიც გააშენა, მაგრამ ინფექციური...


მსგავსი სიახლეები

up