დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად საქართველომ 2 მლნ ლარის შემოსავალი დაკარგა - Transparency

დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად საქართველომ 2 მლნ ლარის შემოსავალი დაკარგა - Transparency

access_time2022-11-24 13:30:15

დავით ხიდაშელისთვის რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის 49 წლიანი ლიცენზის გადაცემით ქვეყანამ ფინანსური ზიანი მიიღო, - ამის შესახებ საუბარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“  (Transparency) მიერ მომზადებულ სტატიაში. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რაჭის ტერიტორიის მესამედზე კერძო სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის ლიცენზიის გაცემის გამო აღარ არის შესაძლებელი შედარებით დიდი ზომის დაცული ტერიტორიის შექმნა, რაც მეტ შემოსავალს მოიტანდა.

მათივე გათვლებით სახელმწიფო დაახლოებით 2,057,593 ლარის პირდაპირ შემოსავალს კარგავს.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წლებია საუბრობს ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის მზარდ პრობლემაზე. მაღალი დონის კორუფციის ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული ბიზნესმენები გარკვეული სამსახურის სანაცვლოდ სხვადასხვა სარგებელს იღებენ.


ბოლო წლებში ამის კარგი მაგალითია რუსული კავშირების მქონე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომლის ჩართულობა პოლიტიკურად მოტივირებულ „კარტოგრაფების“ საქმეში მმართველი პარტიისთვის სამსახურის გაწევად შეიძლება შეფასდეს; ამ საქმის გამოყენებით, შესაძლებელი გახდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველთა მობილიზება.

რაც შეეხება სარგებლის მიღებას, როგორც აღმოჩნდა, „კარტოგრაფების“ საქმის დაწყებიდან 1.5 წლის შემდეგ დავით ხიდაშელის სასარგებლოდ იმგვარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელმაც სახელმწიფოს კონკრეტული ფინანსური ზიანი მოუტანა.

 

 რამდენიმე თვის წინ საინფორმაციო ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ გაარკვია, რომ სახელმწიფომ რაჭაში 104,712 ჰექტარ ტყეზე (რაჭის ტერიტორიის მესამედი და ქვეყნის ტერიტორიის 1.4%) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის 49 წლიანი ლიცენზია გასცა კომპანიაზე, რომლის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეც რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია.

 

ლიცენზიის მიმღების რეალური ვინაობისა და ზოგადად გარიგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უარყოფითი საზოგადოებრივი რეაქცია მოჰყვა, რადგან ეს სიურპრიზი იყო როგორც გარემოსდამცველების, ისე ადგილობრივებისთვის. გარიგება მრავალ პრობლემას შეიცავს ტყის მართვისა და გარემოსდაცვითი რეგულაციების დარღვევის მხრივ, რის გამოც, გარემოსდამცველებმა სასამართლოს მიმართეს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.

 


თუმცა, სათანადო ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ ამ გარიგებით საქართველომ კონკრეტული ფინანსური ზიანი მიიღო – რაჭის ტერიტორიის მესამედზე კერძო სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის ლიცენზიის გაცემის გამო აღარ არის შესაძლებელი შედარებით დიდი ზომის დაცული ტერიტორიის შექმნა, რაც მეტ შემოსავალს მოიტანდა. ჩვენი დათვლით, ამ გზით, სახელმწიფო დაახლოებით 2,057,593 ლარის (619,757 აშშ დოლარი) პირდაპირ შემოსავალს კარგავს.


საქმის გარემოებები მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სახელმწიფოს ფინანსური ინტერესის საწინააღმდეგოდ, რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენის ინტერესის სასარგებლოდ გაკეთდა, რისი მიზეზიც, შესაძლოა, კორუფციული გარიგება ან გადაწყვეტილების მიმღებ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება იყოს“, - აცხადებენ„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“

 

2022 წლის 10 თებერვალს სსიპ - ეროვნულმა სატყეო სააგენტომ გამოაცხადა აუქციონი, სადაც გასაყიდად გამოვიდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104,712 ჰექტარ ტყეზე 49 წლის ვადით კერძო სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზია. აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ – შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“.

 

სატყეო სააგენტომ სწორედ ამ კომპანიის განცხადების საფუძველზე დაამუშავა სამონადირეო მეურნეობის მოწყობის იდეა და გამოაცხადა აუქციონი.


გამარჯვებულმა კომპანიამ ლიცენზიის საფასურის სახით 1,151,832 ლარი გადაიხადა და აიღო 5 წლის განმავლობაში დამატებით 5 მლნ ლარის ინვესტირების ვალდებულება. ამრიგად, კომპანიამ ჰექტარში გადაიხარა 11 ლარი და აიღო ჰექტარზე დამატებით 47.7 ლარის ინვესტირების ვალდებულება.

 

აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას ფლობს შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“, რომელსაც, თავის მხრივ, მფლობს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული კომპანია Global Victory Investments Limited. „მთის ამბების“ ძალისხმევით, გაირკვა, რომ ამ კომპანიების საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია.

 

„რამდენიმე გარემოება მიანიშნებს იმაზე, რომ დავით ხიდაშელი არ არის რიგითი ბიზნესმენი, და რომ ის ბიძინა ივანიშვილთან და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირია:

 

•           დავით ხიდაშელი რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ბიზნესპარტნიორი და მეგობარია. 2007-2014 წლებში ის ევტუშენკოვის კომპანია “სისტემას” (უმსხვილესი რუსული კორპორაცია) ხელმძღვანელობდა; კომპანია რუსულ სამხედრო მრეწველობაში არის ჩართული. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 2022 წლის 13 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა ევტუშენკოვს სანქციები დაუწესა.

•           ევტუშენკოვს ასევე ახლო კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილთან. მედიაში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ივანიშვილმა ევტუშენკოვისგან ბიზნეს შეთავაზება მიიღო და მის წარმომადგენელს ქვეყნის პრემიერთან შეხვედრა შესთავაზა (პრემიერი ღარიბაშვილი 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილის პირადი ასისტენტი იყო). ევტუშენკოვმა ღარიბაშვილთან შეხვედრა დაადასტურა, ხიდაშელმა – უარყო, თუმცა ევტუშენკოვის შეთავაზებაში მონაწილეობის მიღება დაადასტურა.

•           დავით ხიდაშელი ე.წ. „კარტოგრაფების“ საქმის მთავარი მოქმედი პირია – გამოძიება მის მიერ რუსეთში მოპოვებული რუკების საფუძველზე დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის შეფასებით ეს საქმე ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტოპოგრაფიული რუკები თავდაცვის სამინისტროს დავით ხიდაშელმა რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა. თავად დავით ხიდაშელის თქმით, რუკების მოპოვება მას ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა, რისთვისაც მას ივანიშვილმა საჯაროდ მადლობა გადაუხადა.

2022 წლის 28-29 მაისს, პრემიერი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდა. როგორც აღმოჩნდა, სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში, გაურკვეველი სტატუსით, დავით ხიდაშელიც იყო“, - განმარტავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up