დავით უსუფაშვილი - თითი თითზე რომ მქონოდა დადებული, ვერაფერს გავაკეთებდი, ხან კალამი მეჭირა, ხან კომპიუტერზე ვაწკაპუნებდი, რათა პროპორციულ არჩევნებზე დოკუმენტი შექმნილიყო

დავით უსუფაშვილი - თითი თითზე რომ მქონოდა დადებული, ვერაფერს გავაკეთებდი, ხან კალამი მეჭირა, ხან კომპიუტერზე ვაწკაპუნებდი, რათა პროპორციულ არჩევნებზე დოკუმენტი შექმნილიყო

access_time2019-11-18 14:02:46

ხელისუფლება ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვის მცდელობის ნაცვლად, შედის კინკლაობაში ისეთ თემებზე, რომელიც სრულიად წარმოუდგენელი და გაურკვეველია, მათ შორის წარსულის თემებზე, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.



მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ქვეყანაში მასშტაბური კრიზისი შექმნა, რომელიც მოსაგვარებელია. ამიტომაც ოპოზიცია ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის ე.წ გერმანულ მოდელს სთავაზობს.



„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ხელისუფლებას, ის, რაც თავად თქვენი მოქმედებით გამოიწვიეთ, ანუ შექმენით ქვეყანაში მასშტაბური პოლიტიკური კრიზისი, რომელზეც არა მხოლოდ საქართველო, არამედ დემოკრატიული მსოფლიო არის გადარეული, ეს არის მოსაგვარებელი. პროპორციული არჩევნები, რომელიც იყო ოპოზიციის მოთხოვნა და ბიძინა ივანიშვილის დაპირება, ეს არის შეუსრულებელი. ნაცვლად იმისა, რომ ამ დაპირების შესრულების ვარიანტებზე მუშაობდეთ, ამასაც ჩვენ ვაკეთებთ, ოპოზიცია და გთავაზობთ გერმანულ მოდელს, რომელსაც 76 ხმით შეუძლია, გადაწყვიტოს ყველა პრობლემა – ამბოხებულ მაჟორიტარებსაც მივცეთ უფლება, თავიან მაჟორიტარულ ოლქებში იყარონ კენჭი, პარლამენტში 73 მაჟორიტარი გვყავდეს და თან ოპოზიციის მოთხოვნაც შესრულდეს, რომ ჯამურად მანდატები პროპორციულად განაწილდეს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.



მისი თქმით, აღნიშნულ ცვლილებას სჭირდება მხოლოდ 76 ხმა.



„ამას აღარ სჭირდება 113 ხმის მოგროვება, თუ ამხელა გავლენა აღარ გაქვთ საკუთარ გუნდში. ამას სჭირდება 76 ხმა და „ქართული ოცნებიდან“ სულ რაღაც 25-27 ხმის მობილიზება. ესეც აღარ შეგიძლიათ? ალბათ ასეა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა მმართველი გუნდის მისამართით.




ამასთან, „შენების მოძრაობის“ ლიდერი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.



„დღეს კალაძემ გამოაცხადა, რომ თურმე მე წინა საკონსტიტუციო კომისიაში თითი თითზე არ დამიდია ამ საქმის მოსაგვარებლად. მართალია, რომ თითი თითზე არ დამიდია, რადგან თითი თითზე რომ მქონოდა დადებული, ვერაფერს გავაკეთებდი, ამ თითებში ხან კალამი მეჭირა და ხან კომპიუტერზე ვაწკაპუნებდი, რადგან შექმნილიყო ეს 90 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ახლა ხელში მიჭირავს და, რომელშიც 90 სიტყვა არ არის შეტანილი მისი დღევანდელი თანაგუნდელების მხრიდან. ამ დოკუმენტში წერია სწორედ პროპორციული არჩევნების თაობაზე. აქვე მაქვს მტკიცებულება, რომ ეს დოკუმენტი ელექტრონული ფოსტით მაქვს გაგზავნილი ფრაქციებისთვის თხოვნით, რომ აგერ არის წინადადებები და იქნებ რამე გვითხრათ ხმამაღლა, მითხრათ მხარს უჭერთ თუ არ უჭერთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.



მისი თქმით, ამ წინადადებებზე არანაირი პასუხი არ მიუღია.



„გითხრათ რა გამომიგზავნეს პასუხი ამ საკითხზე? არაფერი, რადგან მათ არ სურდათ მაშინ პროპორციული არჩევნები. აქვეა ხელმოწერილი დოკუმენტი, საკონსტიტუციო ცვლილებები იყო ინიცირებული“, – აღნიშნა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა.



დავით უსუფაშვილის შეფასებით, ტყუილი და მანიპულაციები ხელისუფლების ხასიათის თვისებად იქცა.



„ჩვენ ახლა 2019 და 2020 წლებზე ვსაუბრობთ. ამ ამბების გარჩევა თუ უნდათ, გავარჩიოთ, კი ბატონო, ყველა დოკუმენტს დავუდებ, მაგრამ დღეს პასუხია გასაცემი კითხვაზე, რას ეუბნება ხალხის სამართლიან პროტესტს ხელისუფლება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.



პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მართავდა ქვეყანას და შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა ერთხელაც არ უფიქრია, ასევე მოგვიანებით, დავით უსუფაშვილს, ოთხი წლის განმავლობაში, თითი თითზე არ დაუკარებია საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად, მათ შორის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.




1tv.ge







3 წლიანი მუშაობის შემდეგ კახა კალაძემ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი შეცვალა

3 წლიანი მუშაობის შემდეგ კახა კალაძემ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი შეცვალა
access_time2019-12-11 11:37:00
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.როგორც კალაძემ აღნიშნა, სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა მუმლაძე მუშაობას მერიაში გააგრძელებს, თუმცა რა თანამდებობაზე, კალაძეს არ დაუკონკრეტებია. დღეს წარმოგიდგენთ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალ ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანს. ამ პოზიციაზე მუშაობდა მამუკა მუმლაძე, რომელიც არ მიდის გუნდიდან და საკმაოდ...

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა  სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“
access_time2019-12-11 11:30:10
„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა შეაჩერებს იმ სპეკულაციურ განცხადებებს, რომელიც მოსახლეობასა და ექსპერტებს აქვთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის დაანონსებას“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა  დირექტორმა  ირაკლი მარგველაშვილმა  მას შემდეგ ესაუბრა,...

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

1 იანვრიდან მუშაობას დასაქმების სააგენტო იწყებს - გაამართლებს თუ არა სახელმწიფოს მესამე მცდელობა

1 იანვრიდან მუშაობას დასაქმების სააგენტო იწყებს - გაამართლებს თუ არა სახელმწიფოს მესამე მცდელობა
access_time2019-12-11 10:00:23
2020 წლის 1 იანვრიდან შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევის საპასუხოდ დასაქმების სააგენტო ამოქმედდება. რამდენი იქნება სააგენტოს ბიუჯეტი, რამდენი ადამიანი დასაქმდება სააგენტოში,რა მიმართულებაზე გააკეთებს აქცენტს სააგენტო და საზოგადოების რომელი ჯგუფი იქნება პრიორიტეტი სააგენტოსთვის? საკითხზე „კომერსანტთან“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან...

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს
access_time2019-12-10 19:30:24
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში. რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც...


მსგავსი სიახლეები

up