დავით უსუფაშვილი - სამთავრობო ცვლილებები სხვა არაფერია თუ არა ივანიშვილის მიერ საარჩევნო “ცივი ომის მთავრობის“ შექმნა

დავით უსუფაშვილი - სამთავრობო ცვლილებები სხვა არაფერია თუ არა ივანიშვილის მიერ საარჩევნო “ცივი ომის მთავრობის“ შექმნა

access_time2019-09-04 13:00:30

ივანიშვილისთვის დღევანდელი გახარია ისევ საჭირო კაცია, ამასობაში აღარ არის სახიფათო ადამიანი, - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა "მთავრობა აქცენტებით ძალოვნებზე." დავით უსუფაშვილის განმარტებით, "ქართულ ოცნებას" საზოგადოებასთან ძალის არგუმენტების გარდა, სხვა არგუმენტები სასაუბროდ ნაკლებად დარჩა.


"ის, რაც სამთავრობო ცვლილებების ფორმით მოხდა, სხვა არაფერია თუ არა ივანიშვილის მიერ საარჩევნო “ცივი ომის მთავრობის“ შექმნა. ეს არ არის მთავრობა, რომელიც მოწოდებული იქნება კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფაზე არჩევნებში, რომლის მთავარი დანიშნულება იქნება უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის იყოს სამართლიანი შეჯიბრი. ეს არის მთავრობა, რომელიც იმუშავებს მთლიანად ერთი პოლიტიკური ძალის წარმატებისთვის,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


მისი თქმით, "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის თამაშს ოპოზიცია არ უნდა აჰყვეს, რადგან გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება რადიკალიზაციას ემსახურება.


"გახარიას შერჩევით ივანიშვილმა ძალიან მკაფიო ნაბიჯი გადადგა. მან ღიად გვითხრა, რომ "ქართული ოცნება" პოზიტიური მიღწევებით ვეღარ გააკვირვებს ქართულ მოსახლეობას, ამიტომ ერთადერთი ამოცანაა პოლიტიკური პროცესების სუპერრადიკალიზაცია, სუპერ პოლარიზაცია, ანუ ისეთი ტიპის ფიგურის შერჩევა პრემიერ-მინისტრად, რომელიც მისი აზრით, ყველაზე უკეთ მოახერხებს "ოცნების" მხარდამჭერების კრისტალიზაციას, რომლებიც 20 ივნისის ღამით შესაძლოა კმაყოფილებიც კი არიან, რადგან "ცუდ ხალხს" კარგად სცემა გახარიას სპეციალური დანიშნულების რაზმმა", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.



მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის გახარია სახიფათო ადამიანს აღარ წარმოადგენს, როგორც ეს წელიწადნახევრის წინ იყო.


"ივანიშვილმა გახარიას სწორედ ახლა მოკიდა ხელი და პრემიერ-მინისტრად დანიშნა. შეგახსენებთ, მან ეს არ გააკეთა წელიწადნახევრის წინ, როდესაც ბახტაძე მოჰყავდა, რაშია საქმე ? რატომ არ დანიშნა გახარია მაშინ და დანიშნა დღეს? იმიტომ, რომ გახარია მაშინ, წელიწადნახევრის წინანდელი გახარია იქნებოდა გაცილებით უფრო ძლიერი ფიგურა, თავისთავადი ფიგურა, ინდივიდუალურად, პერსონალური ავტორიტეტისა და ძალის მქონე, ვიდრე დღევანდელი გახარია, რომელიც ძალიან სერიოზულად დაჭრილია, სერიოზული პრობლემა აქვს კისერზე ჩამოკიდებული და შესაბამისად, მას ინდივიდუალური მოძრაობის საშუალება არ აქვს. ივანიშვილისთვის წელიწადნახევრის წინანდელი გახარია იყო საჭირო კაცი, მაგრამ თან საფრთხის შემცველი, რომ თავისი ჭკუითაც არ გადადგას ნაბიჯები და დღევანდელი გახარია მისთვის ისევ არის საჭირო კაცი, ამასობაში აღარ არის სახიფათო ადამიანი. იმიტომ, რომ მას დამოუკიდებელი მოქმედებების პოლიტიკური რესურსი სწორედ ამ პრობლემების გამო აღარ აქვს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


მისივე თქმით, ივანიშვილთან და მის მთავრობასთან "შენების მოძრაობას" აქვს მხოლოდ ერთი ძირითადი საკითხი მოსაგვარებელი.


„სხვა საკითხების მოგვარებაში ჩვენი თანამონაწილეობა დიდად აზრიანად არ მიგვაჩნია, რადგან მთავრობამ დაკარგა საღი აზრის მოსმენისა და გააზრების უნარი. ეს ერთი საკითხი არის პროპორციული არჩევნების კონსტიტუციური დამაგრება და საარჩევნო კოდექსში მისი სათანადოდ ასახვა. სანამ ეს ყველაფერი არ იქნება კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში ასახული, საფრთხეებს ვხედავ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა წარადგინა. ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.



IPN





საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო
access_time2021-01-17 11:20:28
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში მართვის იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის დროსაც არ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.   „ჩვენმა სახელმწიფომ დეკლარირება გააკეთა და ამაში ვეთანხმები, რომ საქართველო კოვიდის დროს უფრო დაცული ქვეყანაა და ტექნოლოგიურად შესაძლებელია უცხოელებმა საქართველოდან იმუშაონ, აქედან მართონ თავიანთი კომპანიები. ამას მოჰყვა განცხადებები, რომ მთავრობა საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up