დავით უსუფაშვილი: საგანგებო ვითარების განცდა მაქვს

დავით უსუფაშვილი: საგანგებო ვითარების განცდა მაქვს

access_time2019-12-01 23:30:08

"შენების მოძრაობის" ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყანა არჩევნების წინ ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა და ქვეყანა ამ მოვლენებმა ემოციებისა და დაპირისპირების გზაზე გადაიყვანა. ამის შესახებ უსუფაშვილმა გადაცემა "კვირის თემასთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

დავით უსუფაშვილის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას პროპორციული არჩევნები საზოგადოებაში გახლეჩის თავიდან ასაცილებლად გამოეყენებინა, პირიქით ქნა.

 

"საგანგებო ვითარების განცდა მაქვს, რომლის შედეგებიც შეიძლება იყოს არჩევნების ჩატარება დაპირისპირების ფონზე, წინ წასვლის ნაცვლად ქვეყანა შეიძლება ხიფათში აღმოჩნდეს",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

უსუფაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება, იმის მიუხედავად, რომ როგორც პოლიტიკოსი ამბობს, ხელისუფლებას გუშინვე სურდა პროცესი დასრულებულიყო, თუმცა ოპოზიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

 

"ამ კრიზისის ერთადერთი და უპირობო შემოქმედი არის ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი. მან ქვეყანა დააყენა ამ განსაცდელის წინაშე, ეს არის გაუგონარი, უპატიებელი პოლიტიკური შეცდომა და დანაშაული... არჩევნები უნდა იყოს არა გლადიატორების შეჯახება, არამედ ახალი ენერგიების შემძენი, ამის ნაცვლად დავცურდით იქ, სადაც დავცურდით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 


"შენების მოძრაობის" ლიდერის განცხადებით, ოპოზიციის იდეები კრიზისიდან გამოსავალს ემსახურება და გუშინდელ შეხვედრაზე, უსუფაშვილის თქმით, ოპოზიციამ ხელისუფლებას ოთხი გამოსავალი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

 

დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" შესაცვლელია არა "ნაცმოძრაობით".

 

"როდესაც ხელისუფლება ასე გაჯიუტებულა და ჩაკეტილა თავის ნაჭუჭში, როდესაც ხელისუფლებას დაუწყია ასე ცინიკურად თვლა ადამიანებს, როდესაც ხელისუფლებები ივიწყებენ იმას, რასაც შარშან ამ დროს ევედრებოდნენ საქართველოს მოსახლეობას, ასეთი არაადეკვატურობის მორევში რომ აღმოჩნდება ხოლმე ხელისულება, ის ცუდად ამთავრებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

30 ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა. მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს.

 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

 

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.


Imedinews




უგულავა თუ ივანიშვილი, ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?

უგულავა თუ ივანიშვილი,  ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?
access_time2020-09-19 20:46:58
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი...

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება
access_time2020-09-19 20:00:45
2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს. საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს ეხება. კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up