დავით უსუფაშვილი - ნულოვანი ბარიერით ბიძინა ივანიშვილს სურს პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტაცია და შემდგომ სუპერ დაქსაქსულ პოლიტიკურ ველზე საკუთარი ამოცანების მიღწევა

დავით უსუფაშვილი - ნულოვანი ბარიერით ბიძინა ივანიშვილს სურს პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტაცია და შემდგომ სუპერ დაქსაქსულ პოლიტიკურ ველზე საკუთარი ამოცანების მიღწევა

access_time2019-06-24 14:15:20

„პროპორციულ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის მზაობა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ,  მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა მოთხოვნები იხსნება და არც იმას, რომ ვერ ვხვდებოდეთ რა აქვს ჩაფიქრებული. ნულოვანი ბარიერით მას სურს პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტაცია და შემდგომ სუპერ დაქსაქსულ პოლიტიკურ ველზე საკუთარი ამოცანების მიღწევა“,.—  ასე ეხმაურება „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით.


პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის ნულოვანი ბარიერი საფრთხეებს შეიცავს, თუმცა მისი თქმით, ამის გამო კონკრეტულ შემოთავაზებულ ვერსიაზე უარი არ უნდა ითქვას.

 

„მთავარი არის ის, რომ ხალხს წინ ვერავინ დაუდგება, ხოლო როცა ხალხს ახალგაზრდობა მიუძღვება წინ, აქ გამარჯვება უფრო სწრაფად მიიღწევა. სწორედ ამიტომ ივანიშვილმა სხვა გამოსავალი ვეღარ ნახა.



5 წლის განმავლობაში მან არანაირი არგუმენტი არ გაიზიარა ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ, მაგრამ დღეს პროპორციულ არჩევნებზე დათანხმება მოუწია.


ივანიშვილი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო, როდესაც ადამიანი იძულებულია დათმობაზე წავიდეს იწყებს სხვა გზებით და საშულებებით კომპენსირებას იმისი, რაც მან დაკარგა. ეს მის გადაწყვეტილებაში შეინიშნება. მგონია, რომ ნულოვანი ბარიერი არ არის საუკეთესო ვერისა, მაგრამ ამის გამო საპასუხო მზაობის არ გამოცხადება, იქნება არასწორი. უბრალოდ, პოლიტიკური ძალები უნდა აღმოვჩნდეთ მოწოდების სიმაღლეზე, რათა ამ ტიპის გამოწვევებს გავუმკლავდეთ. იქნება ტენდენციები, როდესაც ბუნებრივი ბარიერი იმდენად დაბალი აღმოჩნდება დაახლოებით 0,6 %, რომ ბევრს გაუჩნდება განცდა რომ პარლამენტში მოხვედრას თავად უზრუნველყოფს. მაგრამ უფრო პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდები,  ცხადია, ამ გზას არ დაადგებიან და გააგრძელებენ სერიოზულ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. იქნება დაქსაქსულობა მაგრამ, თუმცა მეორე მხრივ იყოს დაქსაქსულობა და ბუნებრივი გადარჩევა, გამოჩნდება ვინ არის საკუთარ თავზე ორიენტირებული და ვინ - ქვეყნის საჭიროებებზე . ეს განაცხადი ბოლომდე მისაყვანია, რასაც სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში, შესაძლებელია რაღაცეები დაზუსტდეს“, განმარტავს დავით უსუფაშვილი.


ბაჩო ადამია

 





ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...


მსგავსი სიახლეები

up